1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2017 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2017 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1975 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7623 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7475 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევრო ცვლილებამ 0.0148 შეადგინა.