ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, რადგან გაყიდვებში ახალ პროექტებს წამყვანი პოზიცია უჭირავთ. აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, უძრავი ქონების ყველაზე მსხვილი პლატფორმის SS.ge-ის გუნდმა შექმნა ვებ-გვერდი House.ge, რომელზეც მხოლოდ ახალაშენებული და მიმდინარე პროექტებია წარმოდგენილი.
ვებ-გვერდზე პროექტების გარდა განთავსებულია აქციები და შეთავაზებები, შესაბამისად, მომხმარებელს მათი ძებნა სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის ვებ-გვერდებსა და „ფეისბუქ“ გვერდებზე აღარ მოუწევთ. ამასთან, პროექტების ძებნა შესაძლებელია როგორც სიაში, ისე რუკაზე.
SS.ge-ის გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ ჯაფარიძე განმარტავს, რომ ვებ-გვერდზე მოსახერხებელი ფილტრით შეუძლიათ მოიძიონ უძრავი ქონება, აირჩიონ სასურველი პროექტი, სადაც გაეცნობიან სურათებს, ფასებს, გეგმარებას, შეთავაზებებს, რუკას და ახლომდებარე მნიშვნელოვან ობიექტებს, მშენებლობის მიმდინარეობის ეტაპებს. House.ge დეველოპერისთვის წარმოადგენს საკუთარი ვებგვერდის ალტერნატივას, რადგან სრულად შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი პროექტები, ჰქონდეს ბრენდირებული გვერდი, სადაც გააერთიანებს მის ყველა პროექტსა თუ შეთავაზებას. შესაბამისად, უძრავი ქონების მაძიებლებს უკვე შეუძლიათ ერთ სივრცეში იხილონ ყველა დეველოპერის შეთავაზება.
„ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა არის ახალაშენებული ბინების მიმართ, თუმცა აქამდე არ არსებობდა ერთიანი სივრცე, სადაც მხოლოდ ახალი პროექტები იქნებოდა თავმოყრილი და არ იქნებოდა ძველთან კომბინაციაში. House.ge-მ აღნიშნული პრობლემა გადაჭრა. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიების, მათი ყველა პროექტის, თითოეული ბინის, ფასების, ადგილმდებარეობისა და ყველა იმ დეტალის შესახებ, რითიც შეიძლება შეძენის მსურველი დაინტერესდეს. პლატფორმა დეველოპერს თავისი პროექტის პრომოციის საშუალებას აძლევს, მომხმარებლისთვის კი ქმნის მეტ კომფორტს, რადგან ბინის ძებნას უფრო უმარტივებს“, - განმარტა ნიკოლოზ ჯაფარიძემ.
ამასთან, დეველოპერები, რომლებიც House.ge-ზე განათავსებენ თავიანთი პროექტების შესახებ ინფორმაციას, ისარგებლებენ ისეთი სერვისებით, როგორიცაა SS.ge-სთან ინტეგრაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ House.ge-ზე განთავსებული პროექტი ავტომატურად გამოჩნდება SS.ge-ზეც, ლიდების გენერირება, საკუთარი ბრენდირებული გვერდი, კონტენტ მარკეტინგი და რემარკეტინგი.
აღსანიშნავია, რომ დეველოპერებს, რომლებიც თავიანთი პროექტების შესახებ ინფორმაციას House.ge-ზე განათავსებენ, ექნებათ საკუთარი ბრენდირებული გვერდი და ისარგებლებენ SS.ge-ის სრული სერვისებით. კერძოდ, House.ge-ზე განთავსებული პროექტი ავტომატურად გამოჩნდება SS.ge-ზე, ასევე, სერვისები ითვალისწინებს ლიდების გენერირებას, კონტენტ მარკეტინგს და რემარკეტინგს.
(R)