,,10-ჯერ, ნაკლებიც რომ დარჩეს სოფლად, ვიდრე დღეს არის, ბევრად მდიდრები ვიქნებით. ეს გარდაუვალი პროცესია და ჩვენ ამ პროცესს ვაფერხებთ“- ამის შესახებ ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.
რაქვიაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სახელმწიფოს ზრუნვა არასწორია.
,,სახელმწიფო არ უნდა ავითარებდეს სოფლის მეურნეობას. პირიქით, ჩვენ პრობლემა გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სოფელში. ეს ხალხი უნდა გადმოვიდეს ქალაქში, რადგან ქალაქი ქმნის ძირითად დოვლათს. 10-ჯერ ნაკლებიც რომ დარჩეს სოფლად, ვიდრე დღეს არის, ბევრად მდიდრები ვიქნებით. ეს გარდაუვალი პროცესია და ჩვენ ამ პროცესს ვაფერხებთ.
ნაცვლად იმისა, ხალხს ვუთხრათ, რომ იქ არაფერი გესაქმებათ და უნდა დარჩეს ის, ვისაც მართლა ეფექტიანად შეუძლია მუშაობა და მიწათმოქმედება, ჩვენ ფულს ვასხამთ და ამ ხალხს იქ ვტოვებთ. სინამდვილეში ვტოვებთ სიღარიბეში. ასე რომ, თვითონ იდეაა არასწორი, არავითარი სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენ არ გვჭირდება, პირიქით, ხალხი უნდა წამოვიდეს სოფლიდან. რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის“-განაცხადა რაქვიაშვილმა ,,საქმეში“.