შემოდგომა ყველაზე მხიარული დროა მათთვის, ვინც ღვინოს აწარმოებს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ქართული ტრადიცია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ნამდვილ დღესასწაულად იქცა და ჩვენი კულტურის ნაწილი გახდა, სწორედ შემოდგომაზე აღინიშნება.
რთველის ისტორია
ყურძნის დაკრეფა და დაწურვა არა მხოლოდ შრომა იყო, არამედ სრულიად განსაკუთრებული რიტუალი. რთველისთვის გლეხები მზადებას ადრე იწყებდნენ. რეცხავდნენ ქვევრებს, ამზადებდნენ მარნებს და მზიან ამინდს არჩევდნენ. ყურძნის კრეფას თან ახლდა სიმღერები. ღვინის დაწურვა კი საოცარი ქორეოგრაფია იყო, რომელშიც ხელიხელგადახვეული ბიჭების მოძრაობის რიტმი საწნახელში - სიცოცხლის მარადიულობას განასახიერებდა.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ძველად, რთველს - სთველი ერქვა. ნაყოფის მოკრეფის პროცესს ორი განსხვავებული სიტყვით აღნიშნავდნენ: მოსთვლა და მოწილვა. პირველმა სიტყვამ ცვლილებები განიცადა, მეორე კი უკვალოდ გაქრა. მოსაკრეფ ვენახს სასთულებელს ეძახდნენ. ყურძნის დაკრეფის დრო მის ჯიშსა და ამინდზე იყო დამოკიდებული. ადრინდელ საქართველოში, ყურძენს ოქტომბერში კრეფდნენ და წურავდნენ. სწორედ ამიტომ ერქვა ოქტომბერს - სთუელის თვე და ღვინობისთვე. ღვინის გემოსა და ხარისხს მემარნე აფასებდა.
საქართველოში რთველი კახეთიდან იწყება, რადგან ამ მხარეში ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება. კახეთს მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია და აჭარა. რთველის დაწყებამდე, ყოველ ხუთ დღეში ერთხელ საზღვრავენ ყურძნის შაქრიანობასა და მჟავიანობას.
რთველის კამპანია „გორგიასგან“
თუკი ძველად, ღვინის დაწურვის პროცესი საკმაოდ შრომატევადი, ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო, ახლა, თანამედროვე დანადგარების, სხვადასხვა ინვენტარისა და ტექნოლოგიების წყალობით, ბევრად გამარტივებულია.
რთველის მოახლოვებასთან დაკავშირებით, მთელ კავკასიაში ყველაზე დიდი DIY ჰიპერმარკეტი - გორგია, რომელიც საქართველოში რვა ფილიალითაა წარმოდგენილი და განსაკუთრებით სამშენებლო და სარემონტო საშუალებების რეალიზებითაა ცნობილი, ახალ კამპანიას იწყებს. რთველის კამპანიის ფარგლებში, პროდუქცია, რომელიც ყურძნის კრეფვისა და ღვინის დაწურვის პროცესში შეიძლება დაგჭირდეთ, დიდი ფასდაკლებითაა წარმოდგენილი.
რთველისთვის და ღვინის დაწურვისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა ასევე გორგიას ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი. მომხმარებელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, საიტზე შეარჩიოს საჭირო პროდუქცია.
გორგიაში ყველაზე დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი ყურძნის მექანიკური საწური დანადგარი. ყურძნის საწური დანადგარების ფართო არჩევანი, ფასთა სხვადასხვა კატეგორიითაა წარმოდგენილი. ასევე, ძალიან ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ ისეთ ნივთებს, როგორიცაა: პლასტმასის კასრი, პლასტმასის ბოცა, სათლი, სეკატორი და სხვა.
ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს 50 000-ზე მეტ პროდუქტს სთავაზობს, ყურძნის კრეფისა და დაწურვის პროცესისთვის საჭირო ინვენტარს ყველაზე დაბალ ფასად შემოგთავაზებთ.
თუ გაქვთ ვენახი, მოემზადეთ რთველისთვის, გორგიასთან ერთად!