ფინურ-ამერიკულმა სტარტაპმა, Four Sigmatic-მა ჯანსაღი ყავა Immune Support Ground Coffee წარმოადგინა, რომელიც ორგანიზმის დამცავ თვისებებს აუმჯობესებს. ინფორმაციას პორტალი SEEDS ავრცელებს.
პორტალი წერს, რომ ჯანსაღი სასმელის საიდუმლო ორგანული ყავის მარცვლები და სოკოა, რომელიც კოფეინის დონის რეგულირებას უწყობს ხელს.
Immune Support Ground Coffee საშუალოდ შემწვარი სოკოს ყავაა და პრემიუმ ორგანულ ყავაზე არის დაფუძნებული. დაფქული ყავა, ასევე, შეიცავს დამატებით ინგრედიენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნიტეტს. ეს ინგრედიენტებია ჩაგას სოკო, D ვიტამინის ტინერის სოკო, თუთია, ასევე, შოკოლადისა და კარამელის ნოტები გემოსთვის.
„ამ სასმელის მოხმარება იმუნური სისტემისთვის საჭირო D ვიტამინის 140%-იან ყოველდღიურ ნორმას უზრუნველყოფს. პროდუქტს სოკოს კი არა, ყავის გემო აქვს და Pacayal Coffee-ის საოჯახო ფერმის ყავის მარცვლებს შეიცავს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ჰონდურასში, ზღვის დონიდან 5500 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს,“ - ნათქვამია სტარტაპის განცხადებაში.
სოკოს ყავის რეკომენდირებული ფასი 12 უნციაზე 20 დოლარს შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ