გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 21 დეკემბერს შეავსო.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია: გორში მდებარე, 122 კვ.მ შენობა - ნაგებობები, რაშიც 2000 აშშ დოლარი გადაიხადა; ასევე, 5002 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 6000 ლარს შეადგენს, 620კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, ღირებულება - 120 780 ლარი, 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი - 5000 აშშ დოლარი, 1639 კვ.მ მიწის ნაკვეთი - 5000 ლარი, 600 კვ.მიწის ნაკვეთი - 19 000 აშშ დოლარი, 6129 კვ.მ კომერციული ფართი - 172 000 ლარი, 8975 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი კი მემკვიდრეობით გადაეცა.
გარდა ამისა, ვლადიმერ ხენჩეგაშვილს ეკუთვნის 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთ წავკისში, რომელიც 10 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი, ბინა ბორჯომში - 36 298 აშშ დოლარად, ხოლო 105 კვ.მ ბინა თბილისში - 108 000 აშშ დოლარად.
დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერ ხენჩეგაშვილის საკუთრებაშია - მსუბუქი ავტომანქანა Toyota Camry, რაშიც 14 500 აშშ დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, ვლადიმერ ხენჩიგაშილი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:
"საქართველოს ბანკის“ საბარათეზე - 68,2 ლარს, "თიბისი ბანკის" შემნახველზე - 5019 ლარს,საბარათეზე - 402 ლარს, "ბანკი ქართუს“ მიმდინარეზე - 3014 ლარს.
ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერ ხენჩეგაშვილი ფლობს: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „ფლოლეს ქონსთრაქშენს“-ის 50%-ან წილს, ასევე, შპს „გგ ჰოუმ“-ის 33%-ს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „ჩემპიონის“ - 34%ს, შპს „რეფრეშის“ 50%-ს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „ლეგასის“ - 34%-ს.
დეკლარაციის მიხევდით, ვლადიმერ ხენჩეგაშილს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ნოემბრის ჩავთვლით, ოლიმპიელის სტატუსით აღებული აქვს 14 891 ლარი, შპს „ჯორჯიან ფიტნეს გრუპისთვის“ მომსახურების გაწევაში კი - 738 ლარი.