დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 31 იანვარს შეავსო. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა მერის ქონება 1 წელიწადში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნულ, გასულ წელს კახა კალაძემ შეიძინა: მსუბუქი ავტომობილი PORSCHE 911, რაშიც 150 000 აშშ დოლარი გადაიხადა, ასევე, მოტოსატრანსპორტო საშუალება BRP mav max, რომლის ღირებულება 20 000 აშშ დოლარია. ხოლო მისმა მეუღლემ Tesla model 3-ში 40 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა 2021 წელს ქველმოქმედებაზე 330 000 ლარი დახარჯა, ხოლო შემოწირულობის სახით - 50 810 ლარი.
რაც შეეხება კალაძის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას, დოკუმენტის მიხედვით, მის მფლობელობაშია: სამტრედიაში 2 არასაცხოვრებელი ფართი , რომელშიც ჯამურად 610 000 აშშ დოლარი გადაიხადა, 207, 2380 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მემკვიდრეობა). მას ეკუთვნის ასევე 2 ბინა უკრაინაში, რომელთა ღირებულება ჯამურად 850 000 აშშ დოლარს შეადგენს.
კახა კალაძის საკუთრებაშია თბილისში 3 ავტოფარეხი (240 549 აშშ დოლარი), ასევე, ამავე ტერიტორიაზე 2 ბინა რომელთა ჯამური ღირებულება 1,7 მლნ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მესამე ბინა თბილისში ჩუქებით გადაეცა, ხოლო მეოთხე საცხოვრებელი, ჭავჭავაძეზე, 71 280 ლარად შეიძინა.
დოკუმენტის მიხედვით, კალაძეს ეკუთვნის ასევე 4 მიწის ნაკვეთი, თბილისის და წყნეთის ტერიტორიაზე.
მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კალაძის საკუთრებაშია ლადო გუდიაშვილის 3 ფერწერული ტილო, რომელთა ღირებულება 190 000 აშშ დოლარია, ასევე, ელენე ახვლედიანის 3 ნამუშევარი, ერთი საჩუქარი, ორი ნახატი კი 55 000 აშშ დოლარად შეიძინა.
ამავე დოკუმენტის თანახმად, კახა კალაძის სახელზეა მსუბუქი ავტომობილები: SMART BRABUS (47 000 ევრო) და TOYOTA CAMRY (66 116 ლარი), ასევე ოთხი მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY- DAVIDSON-ი.
დოკუმენტის მიხედვით, კახა კალაძემ გასულ წელს ხელფასის სახით 30 680 ლარი მიიღო.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: "ინტეზა სან პაოლოს" მიმდინარეზე - 4,2 მლნ აშშ დოლარს, "საქართველოს ბანკის" საბარათეზე - 7 490 ლარს, "ბანკი ქართუს" ანგარიშზე - 5 377 აშშ დოლარს და 2 501 ევროს, მიმდინარეზე - 458 ევროს, "ვი–თი–ბი ბანკის“ მიმდინარეზე - 194 ევროს, Julius Baer-ს მიმდინარეზე - 3, 672 მლნ ევროს. ხოლო დანაზოგის სახით 15 000 აშშ დოლარს და 20 000 ევროს.