რუსეთს დეფოლტი უკვე დღეს ემუქრება

დღეს, ოთხშაბათს რუსეთის ფედერაციას უწევს 117 მილიონი დოლარის გადახდა ევროობლიგაციებით. რუსეთის ცენტრალურ ბანკში კი აცხადებენ, რომ მათ შესაძლოა აღნიშნული თანხა რუბლებში გადაიხადონ.

„თუ სანქციები მათ საშუალებას არ მისცემს გადაიხადონ ვალები დოლარში - ბაზარს შეუძლია ეს სიტუაცია შეაფასოს, როგორც დეფოლტი,“ - წერს ამერიკის ხმა.

"რუსეთის სუვერენული ვალის დეფოლტი კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის მის ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემაში, გაურთულებს რა მოსკოვს მოიძიოს ახალი დაკრედიტების წყაროები," - განაცხადა ამერიკის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამერიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიემომ ახლახანს CNBC-ის განუცხადა, რომ რუსეთის არჩევანი პუტინის რესურსებს დაცლის, რომ გააგრძელოს ომი უკრაინაში.

„ეს არჩევანი საბოლოო ჯამში ჩააყენებს პუტინს იმ მდგომარეობაში, გააკეთოს არჩევანი, გააგრძელოს ომი უკრაინაში თუ შეაჩეროს შეჭრა,“ - განაცხადა მან.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, რუსულ სუვერენულ ობლიგაციებზე ფასის მკვეთრი ვარდნა, რომელიც ახლა 20 ცენტად და უფრო იაფად იყიდება, მოწმობს დეფოლტის მაღალ ალბათობაზე.

კოკა კვირკველია