საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი გასამმაგდა. საქსტატის მონაცემებით, წელს, 5 თვეში აღნიშნულ ქვეყანაში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 63,868 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 20,858 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-მაისში ყაზახეთიდან 13,968 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, 2021 წლის 5 თვეში - 7,772 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ყაზახეთში.
ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ყაზახეთში გავიდა:
- მსუბუქი ავტომობილები - 23,574 მლნ აშშ დოლარი
- პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდის, პირველადი ფორმებით - 10,290 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 8,405 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 7,347 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 3,421 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1,957 მლნ აშშ დოლარი
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისგან - 1,085 მლნ აშშ დოლარი
- მადნები და კონცენტრატები მანგანუმის - 1,076 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 957 ათასი აშშ დოლარი
- ღუმელები და კამერები სამრეწველო ან ლაბორატორიული - 896.2 ათასი აშშ დოლარი
ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-მაისში ყაზახეთიდან საქართველოში შემოვიდა:
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, სიგანით 600 მმ ან მეტი - 4,498 მლნ აშშ დოლარი
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისგან, ნახშირი რეტორტის - 1,788 მლნ აშშ დოლარი
- ხორბალი და მესლინი - 1,269 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 921.1 ათასი აშშ დოლარი
- საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები - 749.7 ათასი აშშ დოლარი
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისგან და მათი ნაწილები - 570.5 ათასი აშშ დოლარი
- პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 535.4 ათასი აშშ დოლარი
- ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისგან - 525.7 ათასი აშშ დოლარი
- ყალიბები და ბოყვები; სასმხმელო ქვეშა; სასმხმელო მოდელი; ფორმები - 353.9 ათასი აშშ დოლარი
- სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი - 332 ათასი აშშ დოლარი
ცნობისთვის, ყაზახეთმა შესაძლოა, რუსეთსა და ბელარუსში სანქცირებული საქონლის გატარება აკრძალოს. შესაბამისი კანონპროექტი საჯარო განხილვისთვის ოფიციალურ ვებგვერდზე ყაზახეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყაზახეთის ხელისუფლება სანქცირებული საქონლის ელექტრონულ ინვოისებს აღარ დაამოწმებს, რის გარეშეც ასეთი საქონლით რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გადაკვეთა აიკრძალება.