ჩალაუბანსა და მელაანში სასურსათო მაღაზიები გაქურდეს

ქურდობა მოხდა კახეთის რეგიონში. გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში გვიან ღამით ორი სასურსათო მაღაზია გაძარცვეს.

მაღაზიის მეპატრონეების თქმით, წაღებულია სხვადასხვა სახის პროდუქტები და ფულიც. შემთხვევის ადგილზე დილიდან მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტკრიმინალისტები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.