რა არ უნდა ჩაწეროთ რეზიუმეში

ცნობილი HR-მენეჯერების რჩევები სამსახურის მაძიებლებს

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პოტენციურ დამსაქმებელზე თქვენზე პირველ შთაბეჭდილებას თქვენი რეზიუმე უქმნის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეზიუმე სწორად გქონდეთ შედგენილი.

lifehack.org ცნობილი HR-მენეჯერების რჩევებს აქვეყნებს, თუ რა არ უნდა ჩაწეროთ რეზიუმეში.

თქვენი ცხოვრების ისტორია - ბევრი აპლიკანტი მიიჩნევს, რომ რეზიუმეში ყველა დეტალი უნდა შეიტანოს. თუმცა, რეალურად დამსაქმებელს ნაკლებად აინტერესებს ინფორმაცია თქვენი საზაფხულო სამუშაოს შესახებ. მნივნელოვანია, რომ ამის ნაცვლად რეზიუმეში მიუთითოთ გამოცდილება იმ პოზიციის შესახებ, რომელზეც განაცხადი გაქვთ შეტანილი.

ფოტოსურათი - თუ დამსაქმებელი არ ითხოვს თქვენი ფოტოსურათის გაგზავნს, სჯობს, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავოთ ამ ნაბიჯისგან.

გაცვეთილი ფრაზები - მაგალითად, ვეძებ საინტერესო სამსახურს პროფესიონალური ზრდის პერსპექტივით. ეცადეთ, გასაუბრებამდე კიდევ ერთხელ გადახედოთ გამოცხადებულ ვაკანსიას და ფოკუსირება თქვენს უნარებზე გააკეთოთ.

პირადი დეტალები - თუ სპორტულ ჟურნალისტად მუშაობას არ იწყებთ, არ ღირს რეზიუმეში თქვენი სპორტული კარიერის შესახებ ინფორმაციის ჩაწერა. ეს ასევე ეხება რელიგიურ საკითხებს.

უნარები, რომელიც თითქმის ყველა მეორემ იცის - მაგალითად, Excel-ის ან Microsoft Office-ის ცოდნა, რითიც უკვე ვეღარავის გააკვირვებთ.

გაურკვეველი ქმედებები - თუ ერთი წლის განმავლობაში ფრილანსერი იყავით, უმჯობესია მიუთითოთ ეს, ვიდრე რეზიუმეში სამუშაო გამოცდილების გრაფაში ერთი წელი მთლიანად არ შეიტანოთ.

კრეატიული გაფორმება - როგორც წესი, ასეთ რეზიუმეს დანახვისთანავე თავიდან იშორებენ. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ რეზიუმე შედგენილი უნდა იყოს სტანდარტული შრიფტით და მას არ სჭირდება გაფერადება.

არასრული გვერდი სოციალურ ქსელში - თუ დამსაქმებელს თქვენი რეზიუმე მოეწონება, გასაუბრებაზე დაბარებამდე, არ არის გამროცხული სოციალურ ქსელში თქვენს კედელს გადახედოს. ამიტომ, უმჯობესია მოწესრიგებული გქონდეთ თქვენი გვერდი.

ტყუილი - ნურასდროს მიუთითებთ ცრუ ინფორმაციას რეზიუმეში, რადგან ადრე თუ გვიან თქვენი ტყუილი გაცხადდება და ამან შეიძლება ცუდი შედეგი მოგიტანოთ.

ბუნდოვანი პასუხი მიღწეულ წარმატებაზე - თუ კარიერაში რამეს მიაღწიეთ, ეს უნდა დაადასტუროთ. ცუდ ტონად ჩაგეთვლებათ, თუ იტყვით, რომ ერთ-ერთ პროექტზე მუშაობდით. უმჯობესია, დამსაქმებელს უთხრათ: ”მნიშვნელოვანი როლი ვითამაშე ახალი ფილიალის გახსნაში, რომლის შედეგადაც მომხმარებელთა რაოდენობა 33%-ით გაიზარდა”.

თქვენი 15 წლის წინანდელი სამუშაო ადგილი - არცერთ დამსაქმებელს არ აინტერესებს, სად მუშაობდით და რას საქმიანობდით 15 წლის წინ.