2015 წლის საუკეთესო ტურისტული ქალაქები

ამერიკულმა ჟურნალმა Travel+Leisure 2015 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვენა.

ჟურნალის მკითხველებმა მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად იაპონიის ქალაქი კიოტო დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ კიოტო ჟურნალის რეიტინგში ზედიზედ მეორე წელია ლიდერობს. ამერიკული ჟურნალის მკითხველთა თქმით, კიოტოს განუმეორებელ ბაღებს ანალოგი არ აქვთ. ქალაქში ასევე განთავსებულია 2 ათასზე მეტი ბუდისტური ტაძარი და თითქმის ყველა მათგანი იმდენად უნიკალურია, რომ ტურისტებს არჩევანის გაკეთება უჭირთ. მკითხველები ასევე ხაზს უსვამენ კიოტოს გემრიელ სამზარეულოს.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატის ქალაქი ჩარლსტონია, მესამე კი კამბოჯას ქალაქი სიემ რიპუ აღმოჩნდა. ჟურნალის გამოკითხვაში მონაწილეობა 17 ათასმა მკითხველმა მიიღო.

2015 წლის საუკეთესო ტურისტული ადგილების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. კიოტო, იაპონია

2. ჩარლსტონი, აშშ

3. სიემ რიპუ, კამბოჯა

4. ფლორენცია, იტალია

5. რომი, იტალია

6. ბანგკოკი, ტაილანდი

7. კრაკოვი, პოლონეთი

8. ბარსელონა, ესპანეთი

9. კეიპთაუნი, სამხრეთ აფრიკა

10. იერუსალიმი, ისრაელი