ღვინო ახალგაზრდებისთვის - ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე
ღვინო ახალგაზრდებისთვის - ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე
6 იანვარი / 2016
ქართული ღვინის ბაზარზე სპეციალურად ახალგაზრდებისთვის ჩამოსხმული ღვინო ”იკანო” გამოჩნდა.
კომპანია ”იკანოს” წარმომადგენლის, მათე აბესაძის განცხადებით, ”იკანო” საქართველოში მოყვანილი როგორც ქართული, ასევე უცხოური ყურძნის ჯიშებით იწარმოება.
”ეს არის კონცეპტუალური ბრენდი. ყველა ღვინო ქართულისა და ინტერნაციონალური ყურძნის ჯიშების შერწყმაა”, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მათე აბესაძემ.
მისივე თქმით, ”იკანო” კონკრეტულად, ახალგაზრდებისთვის არის გათვლილი. ”ჩვენი მიზანია ”იკანო” გახდეს პირველი სიტყვა საქართველოს ბაზარზე ახალგაზრდული ღვინის სახით”, - ამბობს მათე აბესაძე.
”იკანომ” ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა რამდენიმე თვის წინ, საქართველოში დაიწყო. ამ ეტაპზე ”იკანო” ოთხი დასახელებით არის წარმოდგენილი: ”წითელი იკანო”, ”ყვითელი იკანო”, ”ლურჯი იკანო” და ”მწვანე იკანო”.

თამარ კორკოტაშვილი
კომენტარები (4)
14.01.2016
ირაკლი
წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ ახალ იდეას, მაგრამ მაინც აბსურდული მგონია იგი. პოზიციონირებას გადავავლე თვალი. კონცეფცია ენოლოგიური ნიუანსებისგან გამოხშირული ალკოჰოლური სასმელის მირთმევაზეა აგებული. ეს იგივეა ვინმეს ფიზიკის, როგორც მეცნიერების, მარტივად შესწავლა შესთავაზო და უთხრა, რომ სულ არაა საჭირო ერკვეოდე მათემატიკაშიო.
08.01.2016
ზაზა
მალე საბავშვოსაც გამოუშვებენ...
მსგავსი სიახლეები
ქართული წარმოების დაკონსერვებული ჩაქაფული, ხაში, ჩაშუშული, პაშტეტი - ბაზარზე თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. პროდუქციის გამოშვებას კომპანია "კულა" გეგმავს.
ეროვნულმა ბანკმა და თბილისის საფონდო ბირჟამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმა დაიწყეს.
ღვინოზე საუბრის დროს ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ რომელი ღვინოა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და რომელი ღვინოები ითვლება ყველაზე პრესტიჟულ და გლამურულ სასმელებად.
საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს.
ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ ღვინის 12 რეგიონს ასახელებს, რომლის მონახულებასაც მკითხველს 2017 წელს ურჩევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, საოჯახო სასტუმრო "შატო დიოში" იმყოფებოდა. 
წარმოგიდგენთ ღვინოსთან დაკავშირებით საქართველოსა თუ უცხოეთში დაგეგმილი დეგუსტაციების, შეხვედრების, გამოფენებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების კალენდარს.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებად რჩება, სადაც მომავალ წელს ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს გააგრძელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი საქართველოში ბელორუსის რესპუბლიკის ელჩს, მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა.
ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანია „შილდამ“ ჩინურ მხარესთან რეკორდული მოცულობის კონტრაქტი გააფორმა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.01.2017
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში დასაქმების მსურველების გადამზადება დაიწყო.
სრულად
20.01.2017
ქართული წარმოების დაკონსერვებული ჩაქაფული, ხაში, ჩაშუშული, პაშტეტი - ბაზარზე თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. პროდუქციის გამოშვებას კომპანია "კულა" გეგმავს.
სრულად
20.01.2017
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მე-16 პოზიციაზეა, „ფორბსის“ მიერ ბიზნესისთვის საუკეთესო 139 ქვეყანას შორის 43-ეა.
სრულად
19.01.2017
საქართველოს მთავრობამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი კომპანია "იალონს" გადასცა.
სრულად
18.01.2017
მ.ს. დევისმა, ყოფილმა ბანქოს მოთამაშემ და ბიზნესმენმა, 90 მილიონი დოლარი დახარჯა აშშ-ში უმსხვილესი კერძო ნაკრძალის შესაქმნელად.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
20.01.2017
21.01.2017
USD
1
USD
2.6624
2.6763
EUR
1
EUR
2.8440
2.8457
GBP
1
GBP
3.2758
3.2894
RUB
100
RUB
4.4972
4.4722