საქართველოს ბაზრიდან ცნობილი ბრენდის სიგარეტები შესაძლოა, გაქრეს
საქართველოს ბაზრიდან ცნობილი ბრენდის სიგარეტები შესაძლოა, გაქრეს
6 იანვარი / 2016
არსებული ინფორმაციით, "ფილიპ მორისსა" და "ომეგას" შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, ადგილობრივი ბაზრიდან  შესაძლოა, ”მარლბორო”, ”პარლამენტი”, ”ჩესტერფილდი” და კიდევ რამდენიმე დასახელების სიგარეტი გაქრეს.
ყველა ეს სიგარეტი თამბაქოს მწარმოებელი და იმპორტიორი მულტინაციონალური კომპანიის, ”ფილიპ მორისის” ბრენდებს წარმოადგენს. „ფილიპ მორისმა“ საქართველოში მისი პროდუქციის დისტრიბუტორ ”ომეგა ჯგუფთან” ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.
”ომეგა ჯგუფში” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც კომპანიაში ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, ”ომეგა ჯგუფის” მენეჯმენტი 14 იანვრამდე შვებულებაშია და ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებენ. ”ბიზნესპრესნიუსი”
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამ დრომდე ელოდება კომენტარს ”ფილიპ მორისის” ქართული წარმომადგენლობიდანაც.

ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვეა გაურკვევლობაში არიან თანამშრომლებიც, რომელთაც არ იციან, რა ბედი ეწევათ. თანამშრომელთა თქმით, მართალია სამსახურში ამ დრომდე დადიან, თუმცა მათთვის უცნობია, შეუნარჩუნდებათ თუ არა სამსახური. „ომეგას“ სიგარეტის ფაბრიკა, რომელიც ათამდე დასახელების სიგარეტს აწარმოებდა, ამ დრომდე დახურული რჩება.

შეგახსენებთ, რომ ”ომეგა ჯგუფს” სიგარეტების ფაბრიკაც ჰქონდა (”ოჯთ”-ს ფაბრიკა), რომელიც 2015 წლის ნოემბერში დაიხურა. ჯერ კიდევ 12 ნოემბერს კომპანიის კადრების განყოფილებაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ სიგარეტის ფაბრიკაში რეორგანიზაცია მიმდინარეობდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ გაიხსნებოდა.

რაც შეეხება ”ფილიპ მორისის” ბრენდებზე ფასების მატებას, გავრცელებული ინფორმაციით, ფასების მატება თავად მაღაზიების გადაწყვეტილების შედეგია. მაღაზიის მეპატრონეებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ პროდუქციის არსებული ნაშთები მალე ამოიწურებოდა, შექმნილი ვითარებით ისარგებლეს და პროდუქციაზე ფასები თვითნებურად გაზარდეს.

თამარ კორკოტაშვილი
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 25,800 ღერი) აღმოაჩინეს.
თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი, ე.წ. სადა შეფუთვის ვალდებულების 5 წლით გადაწევა ხდება - შესაბამისი ნორმები 2018 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.
სადახლოსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ივანკა ტრამპის ტანსაცმლის ხაზის მწარმოებელ ფაბრიკაში მომუშავე ქალების განცხადებით, იმდენად დაბალი ხელფასი აქვთ, რომ შვილებთან ერთად ცხოვრებასაც კი ვერ ახერხებენ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდში 2,000 ღერი უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.
ჯიხურებში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი კიდევ 10 თეთრით გაძვირდა.
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 12,640 ღერი) აღმოაჩინეს.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალი საინვესტიციო გარემოს შექმნა ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დადებითი სიგნალი და იმის ნიშანი იქნება, რომ ადამიანს აქ მართლმსაჯულების იმედი შეიძლება ჰქონდეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ობიექტური და მიუკერძოებელი
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.07.2017
ქართულ მთისა თუ ზღვის კურორტზე ბიზნესის წამოწყება და თუნდაც პატარა ბარის გახსნა საკმაოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
სრულად
27.07.2017
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა რონალდინიომ სპინერების ბიზნესი წამოიწყო.
სრულად
27.07.2017
ძირითადი პროცესი, რომელიც, ერთი მხრივ, სამუშაოს მართვას გაგიიოლებთ, მეორე მხრივ კი მოდუნებაში დაგეხმარებათ, ხუთი ეტაპისგან შედგება და გამოცდილებას ეფუძნება.
სრულად
26.07.2017
ქართულმა ბრენდმა Smart Photos, რომელიც ინოვაციური მიმართულებებით ვითარდება, მომხმარებლებს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი - Photo Bus შესთავაზა.
სრულად
26.07.2017
კომპანია "ფრეკო" საბავშვო ჩიფსის წარმოებას იწყებს, რომელიც ბაზარზე აგვისტოს ბოლოდან გამოჩნდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430