მცირე ბიზნესი ქართულად: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი - უკან!
მცირე ბიზნესი ქართულად: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი - უკან!
7 იანვარი / 2016
"საქართველოში ბიზნესს მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებენ"
"მაღაზიის გახსნა ადვილია, მისი შენარჩუნება კი - ხელოვნება", - გვეუბნება ჩინური ანდაზა, თუმცა ეს სიტყვები ზედმიწვენით მიესადაგება ქართულ რეალობას: ჩვენთან ბიზნესის დაწყება იოლია, მაგრამ მის შენარჩუნებას და გაფართოებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. მცირე ბიზნესის პრობლემებზე საქართველოში ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ დრო გადის, მთავრობები იცვლებიან, პრობლემები კი - პრობლემებად რჩება.

ნინო კ.-ძე უკვე 15 წელია სურსათის მაღაზიის მფლობელია. როგორც ამბობს, ამ 15 წლის განმავლობაში ბევრი რამ გამოიარა, მაგრამ მის საქმიანობაში თითქმის არაფერი შეცვლილა. პრობლემებზე გულახდილად ჰყვება, თუმცა ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს.
"რაც ჩვენმა მთავრობებმა ამ 15 წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის განვითარებაზე ილაპარაკეს, მეოთხედიც რომ შესრულებულიყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. სიტყვით ყველა ხელისუფლება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე "ზრუნავს", საქმით კი - ყველაფერი სხვაგვარადაა. ამის ბრალია, რომ საქართველოში მცირე მეწარმეობა ვერ ვითარდება. პირადად ჩემი მდგომარეობა ერთ ცნობილ გამონათქვამს მაგონებს: "ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი - უკან". დღეს საქართველოში მცირე ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაშია და არანაირი შეღავათით არ სარგებლობს და ეს მაშინ, როცა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდებოდა", - გვეუბნება ნინო კ.-ძე.

საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამაზ ვაშაკიძეც აცხადებს, რომ ქვეყანაში მცირე ბიზნესის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერი გაკეთებულა.
თამაზ ვაშაკიძე: "ვფიქრობ, რომ ამ ხალხის საკეთილდღეოდ თითქმის არაფერი შეცვლილა. საქართველოში ბიზნესს თან წველიან და თან მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებენ, ოღონდ მისგან როგორმე ფული ამოიღონ. ასე იყო წინა მთავრობების დროს, ასეა დღესაც. სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგაც აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. საქართველოში 150 ათასი სამეწარმეო სუბიექტია, 300 ათასი კი საბიუჯეტო ანგარიშზე მუშაობს. საიდან იღებენ ისინი ხელფასს? - ამ 150 ათასი კაცის შემოსავლიდან. საიდან იღებს 800 ათასი პენსიონერი თავის პენსიას? - ამ 150 ათასი მეწარმის ნაშრომიდან. ბიუჯეტის 82% საგადასახადო სისტემიდან ივსება - ისევ და ისევ მეწარმეების შემოსავლიდან. მე ვიცი არაერთი ფაქტი, თუ როგორ უყადაღებენ მათ ანგარიშებს მხოლოდ იმის გამო, რომ ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს შესაბამის ორგანოებს. კიდევ ერთ პრობლემაზე უნდა გავამახვილო ყურადღება: დავუშვათ მე ვარ მეწარმე, ვმუშაობ და
You must have Flash Player installed in order to see this player.
დარიცხული ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი გადავრიცხე, მაგრამ დეკლარაცია არ წარვადგინე ანუ საგადასახადო ორგანოს არ ვაცნობე, თუ რის გადასახადი გადავიხადე, ჯარიმა არ ამცდება: პირველ ჯერზე დეკლარაციის შეუვსებლობის გამო ჯარიმა არის 50 ლარი, მეორედ - 75 ლარი, ხოლო მესამედ - 125 ლარი. ამას ემატება ჯარიმა ინფორმაციის არმიწოდებისათვის, რომელიც 100 ლარია - ეს დისკრიმინაციაა, აბა რა არის?! ამაზე მეტი შევიწროება რაღა უნდა იყოს?!"
თამაზ ვაშაკიძის აზრით, ფიქსირებული გადასახადის შემოღება სერიოზულად გაუადვილებდა ყოფას ნებისმიერ მცირე მეწარმეს.
"ხომ შეიძლება ამ ხალხს ფიქსირებული გადასახადი გადაახდევინონ? ყველა თანახმაა და რას დასდევენ უკან სალარო-აპარატებით? უკვე ვთქვი, რომ 150 ათასი სუბიექტი იხდის საბიუჯეტო სფეროს წარმომადგენელთა ხელფასებს და პენსიებს და მაინც ამ ხალხს ავიწროებენ. ეს მსხვილ ბიზნესსაც ეხება, მაგრამ ამ უკანასკნელს სულ სხვა პრობლემები აქვს. მსხვილი ბიზნესი ხშირად მთავრობასთან არის შეკრული და რას იხდის, ამის შემმოწმებელი არავინაა, მცირე მეწარმეს კი, ბრუნვაც ცოტა აქვს, შემოსავალიც და ამის გამო მისი შემოწმება ადვილია. რად უნდა ამას დეკლარაციები და ზედმეტი ფორმალობა?!" - აცხადებს "საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი.
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია სასამართლო სისტემაში არსებულ ბარიერებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მეწარმე, რომელიც გადაწყვეტს სასამართლოს მიმართოს, ხშირად იმედგაცრუებული და დაზარალებული რჩება.
ემზარ ჯგერენაია: "როდესაც მეწარმე არღვევს საგადასახადო კოდექსის ამა თუ იმ მუხლს, ან ვერ ისტუმრებს ბანკის სესხს, ხშირად ქონებას უყადაღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება აღებული ჰქონდეს ვალი 5 ათასი დოლარის ოდენობით და 50 ათასი დოლარის ქონება დაუყადაღონ, რასაც ყოველთვის მოსდევს განვითარების ბუნებრივი პროცესის შეფერხება, ეს კი, ბიზნესს კლავს. ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ საგადასახადო დავებს, პირიქით, მიმაჩნია, რომ ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორდა. ლაპარაკია სასამართლო დავებზე, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მოსამართლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული - სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ამას ემატება ისიც, რომ სასამართლო პროცესები იწელება, საქმე ბევრია, მოსამართლე კი - ცოტა. გამოდის, რომ ეს საწყალი მეწარმე გაჩერებული უნდა იყოს. არც ბანკი და არც უცხოელი ინვესტორი მასთან საქმეს არ დაიჭერს და არის ასე, ერთ წერტილზე გაყინული. თანაც, ეს შეიძლება მოხდეს სულ უმნიშვნელო დარღვევის გამო: კანონის ორმაგი წაკითხვა, კანონში არსებული ორაზროვანი მუხლები ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს მეწარმეს. და თუ სასამართლოს მიმართავს, შეიძლება აქეთ დააჯარიმონ, ვერც პროცესი მოიგოს და თვითონვე მოუხდეს სოლიდური თანხის დახარჯვა. ამიტომ, მეწარმეს სასამართლოში მსგავსი ბარიერები არ უნდა ხვდებოდეს", -  ამბობს ემზარ ჯგერენაია.

ხათუნა ჩიგოგიძე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ამერიკული კომპანია Apple 2016 წლის ყველაზე ინოვაციურ კომპანიად ზედიზედ მე-11-ედ დასახელდა.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
ბრიტანული „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ პირველად საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, საბაკალავრო პროგრამის - ბიზნეს ადმინისტრირება-ფინანსების განხორციელებას იწყებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში HP - ის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით, კომპიუტერული აპარატურითა და სერვერებით.
ამერიკული კორპორაცია McDonald's ჩინეთში თავისი ოპერაციული ბიზნესის 80%-ს ჩინური კომპანიების -  Citic და Carlyle Group-ის კონსორციუმს მიჰყიდის.
ზოე პერე საქართველოში პირველად 2006 წელს ჩამოვიდა და უკვე ათი წელია აქ ცხოვრობს.
თურქმა გამომძიებლებმა, ფეთჰულა გიულენის საქმის გამოძიების ფარგლებში, 380 მეწარმის დაკავების ორდერი გასცეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე გაიყიდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული ვებ-გვერდი Sportall.ge ავრცელებს. აუქციონის საწყისი ფასი 700 000 ლარია.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.01.2017
მ.ს. დევისმა, ყოფილმა ბანქოს მოთამაშემ და ბიზნესმენმა, 90 მილიონი დოლარი დახარჯა აშშ-ში უმსხვილესი კერძო ნაკრძალის შესაქმნელად.
სრულად
18.01.2017
სამთავრობო ცვლილებებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ქონების რეალიზაციის, მომსახურების ან რეკლამირებისას ფასის ლარში გამოხატვა სავალდებულო გახდება.
სრულად
18.01.2017
ვიქტორ და ანა რაზუმოვები საქართველოში დუბაიდან საცხოვრებლად ხუთი თვის წინ ჩამოვიდნენ.
სრულად
17.01.2017
სასტუმრო "ანაკლიის" გაყიდვა მესამე აუქციონზე იგეგმება.
სრულად
17.01.2017
ონალაინ სესხებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. როგორც ”ნეტკრედიტის” დირექტორის მოადგილე ზვიად აიწურაძე აცხადებს, ახალი რეგულაციები ონლაინ კომპანიების საქმიანობას ხელს შეუშლის და მათი ნაწილი ბაზრიდან გავა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
18.01.2017
19.01.2017
USD
1
USD
2.6543
2.6624
EUR
1
EUR
2.8335
2.8440
GBP
1
GBP
3.2271
3.2758
RUB
100
RUB
4.4828
4.4972