ფართოდ მოშვებული ქამრები - რა დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი ღარიბაშვილს?!
ფართოდ მოშვებული ქამრები - რა დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი ღარიბაშვილს?!
11 იანვარი / 2016
რისთვის ხვდებიან ავტოდილერები ბიზნესომბუდსმენს?!

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ავტოდილერები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ და მთავრობის ერთ-ერთ დადგენილებაში ის პუნქტი გააპროტესტეს, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო სტრუქტურებს­ იაფი ავტომობილების შესყიდვის უფლება­ შეეზღუდათ. მათი მტკიცებით, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს და მნიშვ­ნელოვან დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს, რომელმაც ქამრების შემოჭერის ნაცვლად, ჩინ­ოვნიკებს ძვირად ღირებული მანქანების­ შესყიდვის აუცილებლობა დაუკანონა, რითაც ავტობიზნესში ჩართულ საშუალო სეგმენტს დიდი დარტყმა მიადგა.

ალბათ გახსოვთ, თავის დროზე გამგებლების (და არა მხოლოდ მათი) ძვირად ღირებული მანქანები მთავრობის ადმინისტრაციაში მსჯელობის საგანი გახდა. შეიმუშ­ავეს წესი, რომელიც ავტომობილების შესყიდვის საკითხს დაარეგულირებდა. ეს წესი გარკვეულწილად იმასაც განსაზღვრავდა, რომ შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკს რანგით მასზე მაღალ თანამდებობის პირზე უფრო ძვირად ღირებული ავტომობილი არ მომსახურებოდა (რა თქმა უნდა, სახელმწიფო ფულით შესყიდული).
ერთი შეხედვით, ამ კეთილშობი­ლურ პროექტში ერთი პატარა, მაგ­რამ საინტერესო­ ჩანაწერი გაჩნდა - სამთავრობო სტრუქტურები­სთვის შესასყიდი ავტომობილის­ მოთხოვნათა ნუსხაში­ ჩაიწერა, რომ სა­ვალდებ­უ­ლოა უსაფ­რთხოების დამად­ასტ­უ­რებელი­ დოკუ­მენტის, ამერიკული ან ევრ­ოპული "ქრაშ ტესტის" ქონა. ავტოდილერების მტკიცებით, სწორედ ამ ჩანა­წე­რით სახელმწიფო სტრუქტურებს იაფი ავტომობილების შესყიდვის შესაძლებლობა შეეზღუდათ, რადგან ჩინური და კორეული წარმოების მანქა­ნებს ასეთი­ "ქრაშ ტესტი" არ გააჩნიათ.

ავტოდილერებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას მიმართეს...

გიორგი გახარია: - ავტოდილერებმა მართლაც მომმართეს, ვსწავლობთ ამ თემას და ამ დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა­ იგეგმება... თუ დასაბუთდება, რომ იაფი ავტოტრანსპორტის შემომ­ყვან დილერებს სახელმწიფო შესყიდვებისთვის კონკურსში მონაწილეობას უსაფუძვლოდ უზღუდავენ, დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს დავაყენებთ. ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ.

შალვა ოგბაიძე, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი: - მთავრობის ამ დადგენილებაში ერთ-ერთი დეტალია "ქრაშ ტესტის" დამადასტურებელი სერტიფიკატის ვალდებულება, თუმცა ეშმაკი სწორედ დეტალებში იმალება. ლაპარაკია ავტობიზნესსა­ და ამ ბიზნესში ჩართულ იმ სეგმენტზე, რომელსაც შედარებით იაფი, ჩინური, კორე­ული ან სხვა წარმოების ავტომობილები­ შემოჰყავთ საქართველოში. ამ ჩანაწერმა სახელმწიფო ტენდერებიდან ავტომატურად "ჩახსნა" იაფი ავტომობილ­ების შემომყვანი დილერები, რომელთაც კრედიტები აქვთ აღებული და ბინები იპოთეკით აქვთ დატვირთული... მათ შემოჰყავთ იაფი ავტომობილები, რომელთაც ამერიკული ან ევროპული "ქრაშ ტესტი" არ გააჩნიათ. ამ მხრივ ავტობიზნესში ჩა­რთულმა საშუალო ბიზნესმა დიდი დარტყმა მიიღო.

სიმართლე გითხრათ, მთავრობის ამ გადაწყვეტილების გამო ჩინეთის საელჩოც კი­ გაკვირვებას გამოხატავს. რასაკვირველია,
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუკი ბიზნესომბუდსმენი ამ საკითხის განხილვაში ჩაერთვება, ეს ამბავი ავტოდილერებისთვის იმედისმომცემი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას სასამართლოს მეშვეობით განაგრძობენ. მათთვის სახელმწიფო შესყიდვების მიზნით გამოცხადებულ­ კონკურსებში მონაწილეობის მიღების უფლების შეზღუდვა ყოვლად უსაფუძვლოა და დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი შეცდომაში მიზანმიმართულად შეიყვანეს და ამ დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ დადგენილების პროექტში ზემოხსენებული პუნქტის ჩაწერა საქმეში ჩაუხედაობას გამოეწვია... ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ დოკუმენტში სხვა "მარგალიტიც" მჭრის თვალს... კერძოდ, მსუბუქი მანქანების შესყიდვისთვის მოთხოვნათა­ სავალდებულო ნუსხაში წერია: "წვა, არა უმეტეს 100 კმ-ზე - 6 ლიტრი". უკაცრავად და მწვადის ან შეშის წვასთან ხომ არ გვაქვს საქმე?! საწვავის ხარჯის შესახებ
ინფორმაცია "ქალაქში, ქალაქგარეთ და შერეულ ციკლებში" უნდა იყოს განსაზღვრული, სადაც ის სხვადასხვაგვარია.
ამ დოკუმენტის მიღება არის კლასიკური ნიმუში, თუ როგორ აწერინებენ ხელს პრემიერს იმაზე, რაც წესით, ქამრების შემოჭერას უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში კი პირიქით, მის ფართოდ მოშვებას აკანონებს...

- "ქრაშ ტესტი" რამდენად არის ავტომობილის უსაფრთხოების გარანტია?
- ასეთი გარანტია არ არსებობს. ადამიანი იღუპება მსუბუქ ავტომობილშიც, ჯიპშიც და ტანკშიც... უბრალოდ,­ "ქრაშ ტესტი" გამოცდის შედეგია, რომელიც ამ შემთხვევაში მარკეტინგული შეფუთვის ნაირსახეობას წარმოადგენს. ჩინურ და კორეულ მანქანებსაც აქვთ გავლილი გამოცდა, რომელსაც სხვა სახელი ჰქვია, ე.ი. მარკეტინგულად სხვაგვარად არის შეფუთული.

- არსებობს მოსაზრება, რომ თავის დროზე სახელმწიფო სტრუქტუ­რების მიერ შეძენილი ჩინური და კორეული მანქანები მწყობრიდან მალე გამოვიდა და ზემოხსენებული ჩანაწერიც­ მთავრობის დადგენილებაში ამიტომ გაჩნდა...
- მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, არა მგონია, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს. ზოგადად, ნებისმიერ ავტომობილს აქვს გონივრული ექსპლუატაციის ვადა და საგარანტიო პირობები. ჩინური ან კორეული ავტომობილები მწყობრიდან კიდეც რომ გამოსულიყო, მათი შეკეთების ან გამოცვლის ვალდებულება 4 წლის განმავლობაში გარანტირებულია. ასე რომ, ამ ხელისუფლების პირობებში ნაყიდ ავტომობილებს (თუ მართლაც იყიდეს თავის დროზე) ეს ვადა გასულიც არა აქვთ.

- ახალი კორეული და ჩინური ავტომობ­ილები რა დაუჯდებოდა სახელმწიფო სტრუქ­ტურებს?
- IDFI-ს 2015 წლის მონაცემებით, მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 7 ძველი ავტომობილის ახლით ჩანა­ცვლებამ და შესაბამისად, ფასთა სხვაობამ 108 ათასი­ ლარი შეადგინა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა თანხებთან გვაქვს საქმე, თუკი სამინისტროების, გუბერნატორების და გამგებლებისთვის შესყიდული ავტომობილების ხარჯებს დავითვლით...
ვფიქრობ, ამ თანხით ერთი სერიოზული სოციალური პროექტი მაინც განხორციელდებოდა. მაგრამ ქართული კუდაბზიკობა ხომ ვიცით?! ყველას მაინცდამაინც "ტოიოტა ქამრი", "მერსედეს ბენცი" ან "ბმვ" უნდა. სხვათა შორის, იმ ავტომობილების ჩინური­ ანალოგები, რომელთა ფასიც 25-30 ათასი­ დოლარია, 12-16 ათასი ღირს. ხოლო შედარებით მსუბუქი ავტომობილებისა, რომ­ელთა საწვავის ხარჯი 5-6 ლიტრია, 6-7 ათასი დოლარია. ასე რომ, განსხვავება შთამბეჭდავია.

ეკა ასათიანი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
კომენტარები (4)
12.01.2016
ტტტ
თუ კამიკაძეა ,თვითონ იაროს მაგ მანქანით ,ვინც ქრაშ-ტესტის მოხსნას ითხოვს .როლიკებით სიარული სჯობია .
12.01.2016
VVVV
მარჯვენა საჭიანების აკრძალვა არის უაზრობა და დიდი სიბეცე. რაც შეეხება ჩინურ ნაგავს-პირი გამოირეცხეთ, მე მყავს ჩინური მანქანა და ეგეთი მოვლილი მანქანა მეორეს არ ყავს თბილისში. კიდევ ახსენებთ ჩინურ მანქანას ცუდ პონტში და ამოგივარდებით კაბინეტებში.
მსგავსი სიახლეები
მუხრუჭებთან დაკავშირებული ხარვეზის გამო „ტესლამ“ ნებაყოფლობით გაიწვია Model S და Model X-ის მარკის ავტომობილები.
ავტოიმპორტიორი კომპანიები შეკვეთების შემცირებაზე საუბრობენ.
ჩინოვნიკის მიერ პერსონალური სამსახურებრივი ავტომობილის თუ კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლება მის პირად გემოვნებაზე დამოკიდებული არ იქნება - მას ამ მიზნით სახელმწიფო ტენდერის გამოცხადება მოუწევს.
2017 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაიზარდა.
ელონ მასკმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ტესლას“ ყველაზე დაბალფასიანი ავტომობილი, „მოდელ 3“ არ აღიჭურვება მაჩვენებლების დაფით, რომელიც ჩვეულებრივ, საჭის უკან არის მოთავსებული.
ავტომობილით მოგზაურობა, მთელს მსოფლიოში დასვენების ძალიან გავრცელებული და პოპულარული სახეობაა. დამსვენებლები სიამოვნებით ატარებენ დროს ბორბლებზე განლაგებულ სახლებში - ეს მათი სამომთაბარო სახლებია
ფარავანი-როდიონოვკის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.
თბილისში მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობა იგეგმება. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით,
SUV-კლასის ავტომობილების პოპულარობა წლიდან წლამდე მატულობს. LMC Automotive-ის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ 2021 წელს მსოფლიოში უკვე მინიმუმ 9,5 მილიონი SUV გაიყიდება. შედარებისთვის: 2016 წელს 7,8 მილიონი SUV გაიყიდა.
საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიები საერთო პროექტებზე იშვიათად მუშაობენ და როცა მათ საერთო ინტერესები უჩნდებათ, მათი ერთობლივი ქმნილება გაოცებას იწვევს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.04.2017
ქალის ტანსაცმლის ბრენდი Bebe ყველა მაღაზიას ხურავს. 
სრულად
23.04.2017
საპარტნიორო ფონდსა და „არიკ ჯგუფს“ (Aric Group) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
სრულად
23.04.2017
იაპონური კორპორაცია „ტოშიბა“ ტელევიზორების ბიზნესის გაყიდვას გეგმავს.
სრულად
21.04.2017
ევროპასა და ამერიკაში მწვანე სახურავი ქვეყნების ეკოპროგრამის ნაწილია და ადგილობრივი მთავრობების მიერ არის მხარდაჭერილი.
სრულად
21.04.2017
ცნობილი კიეველი პიარმენეჯერი და ბიზნეს ტრენერი ტანია მერზლაია ბოლო რამდენიმე თვეა სვანეთში, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.04.2017
25.04.2017
USD
1
USD
2.4038
2.4100
EUR
1
EUR
2.5718
2.6161
GBP
1
GBP
3.0757
3.0903
RUB
100
RUB
4.2720
4.3181