როგორ დაარეგულირებს ონლაინ კაზინოების მუშაობას მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი რეგულაციები
როგორ დაარეგულირებს ონლაინ კაზინოების მუშაობას მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი რეგულაციები
13 იანვარი / 2016
ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები სათამაშოდ სხვა ადამიანის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას იყენებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ონლაინ კაზინოების მიმართ შესაძლოა, მკაცრი რეგულაციები ამოქმედდეს. მთავრობა საკითხის საფუძვლიანად შესწავლას გეგმავს. კვირიკაშვილის თქმით, მიიღებენ ზომებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ზიანი, რომელიც სათამაშო ბიზნესს მოაქვს მოქალაქეებისთვის.
საქართველოში ინტერნეტ-კაზინოების ბიზნესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაკონტროლებელი და პრობლემური სფეროა. არსებული პრაქტიკით, ონლაინ-კაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ხდება, რაც საშუალებას იძლევა, რეგისტრაცია ყალბი და ცრუ მონაცემების საფუძველზე მოხდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები სათამაშოდ სხვა ადამიანის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც არეგულირებენ საიდენტიფიკაციო წესების შექმნას. ზოგი ინტერნეტ კაზინო კლიენტის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი რეგისტრაციის დროს სახელითა და პირადი ნომრით, თუმცა არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ არის მოთხოვნილი იმისთვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს სახელი და რეგისტრირებული პირადობის ნომერი. არ არსებობს პრევენციული კონტროლის მექანიზმები იმისათვის, რომ არ მოხდეს ფიქტიური მონაცემების გამოყენება.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ტიპის რეგულაციები ამოქმედდება ინტერნეტ კაზინოების წინააღმდეგ და როგორი იქნება მთავრობის შემდგომი ქმედებები. თავად ონლაინ კაზინოები ,,ბიზნესპრესნიუსთან“ რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. ექსპერტები კი რეგულაციების ამოქმედების საჭიროებაზე თანხმდებიან.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ რეგულაციები, რომლითაც სათამაშო ბიზნესის მოწესრიგება მოხდება, აუცილებელია.
,,ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესს ხელი შეეშლება რეალური საქმის კეთებაში. სიმართლე გითხრათ, ონლაინ კაზინოები მთელ მსოფლიოში არის საკმაოდ ცუდი ბიზნესი და არც თუ ისე გამართულად მუშაობს.“
ექსპერტისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ მოხდება მკაცრი რეგულაციების აღსრულება და მისი ადმინისტრირება, თუმცა მიაჩნია, რომ ასაკობრივი თუ სხვა შეზღუდვების დაწესება საჭიროა.

,,აქ საუბარია სოციალურ პასუხისმგებლობაზე, მთელი ბავშვთა სამყარო ამით დაავადებულია, მშობლები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. თუმცა მე არ მჯერა, რომ მიზანი ბოლომდე იქნება მიღწეული, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი აკრძალვა დაწესდება, გამონახავენ ამ აკრძალვების გვერდის ავლის მეთოდებს. დარეგისტრირდებიან სხვა ქვეყანაში, სხვა სიმბოლოებით და შემდეგ შემოვლენ საქართველოში.”

ემზარ ჯგერენაიას აზრით, რეგულაციების შემოღებას პოზიტიური შედეგი ექნება კრიმინალური სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით,
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ ყველა შეზღუდვა თავისთავად ნეგატიურია და ამ შემთხვევაში შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს ოქროს შუალედის პოვნა.
,,უნდა გაირკვეს, სად იწყება კრიმინალი და სადაა ნორმალური მოთამაშის ინტერესები”, - აღნიშნავს ემზარ ჯგერენაია.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ეთანხმება რეგულაციების საჭიროებას. მისი თქმით, ამჟამად არსებული რეგულაცია მხოლოდ ფორმალობაა და რეალურად, ნებისმიერი ასაკის ადამიანს მიუწვდება ხელი ონლაინ კაზინოებში სათამაშოდ.
,,იმედი მაქვს, რომ მთავრობა ისეთ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც რეალურად ჩარჩოებში მოაქცევს ამ სფეროს”, -აღნიშნავს ჯანიაშვილი.
მისი აზრით, მთავრობის პოლიტიკური ნება საკმარისია იმისათვის, რომ ეს სფერო გარკვეულწილად მოწესრიგდეს.
,,ყველა განვითარებულ ქვეყანაში ამ მიმართულებით რეგულაციები არსებობს და მინიმუმ ხდება იმის გადამოწმება, რეალურად ვინ დაფიქსირდა ონლაინ მოთამაშედ. ჩვენთან კი არანაირი იდენტიფიცირება არ მიმდინარეობს, ნებისმიერი ონლაინ კაზინოს ვებ გვერდზე რეგისტრაციისთვის საკმარისია მხოლოდ პირადი ნომრის მითითება”, - აცხადებს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი.

მერაბ ჯანიაშვილისთვის უცნობია, თუ რა მიმართულებით აპირებს პრემიერ-მინისტრი რეგულაციების შემოღებას, თუმცა თვლის, რომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის დროა.
,,ონლაინ კაზინოების ბიზნესს, რა თქმა უნდა, დიდად არ აინტერესებს, ვინ რეგისტრირდება მოთამაშედ. ისინი მოგებაზე არიან ორიენტირებულნი, ამიტომ მათ დიდად არ გაუხარდებათ რაიმე რეგულაციები და პოტენციური კლიენტების რაოდენობის შემცირება. თუმცა რაც უფრო მკაცრი რეგულციები იქნება ამ კუთხით, საზოგადოებისთვის უმჯობესია”, - აღნიშნავს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი.

ქრისტინე გამთენაძე


კომენტარები (2)
14.01.2016
გიორგი
სართოთ დაბლოკეთ ონლაინ თამაშები ერთი კაი საქმე მაინც გააკეთეთ ამ მთავრობამ და სამუშაო ადგილები შექმენით რო დასაქმდეს ეს ახალაზრდობა <br />
13.01.2016
ნატო
საერთოდ უნდა აიკრძალოს რა რეგულაციებზეა ლაპარაკი ვის ატყუებენ მაგით.
მსგავსი სიახლეები
წლიდან წლამდე ონლაინ ვიდეორეკლამის ქრონომეტრაჟი სულ უფრო შემცირდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კომპანია Cisco-ს სპეციალისტები.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მათივე თხოვნით შევიდა.
„მთის კანონის“ თანახმად, მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.
დამღლელი სამუშაო წლის კულმინაცია ახლოსაა. ბევრმა ჩვენგანმა ალბათ სამგზავრო ჩანთების ჩაწყობა უკვე დაიწყო, მაგრამ დასვენებისთვის საჭირო და არასაჭირო ნივთების კლასიფიკაციაზე უფრო რთული, სავარაუდოდ, თავად მოგზაურობის ორგანიზებაა.
აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი შესაძლოა გაიზარდოს. ინიციატივა ამის შესახებ პარლამენტში შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაჟღერდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ონლაინ კაზინოების აკრძალვა არ არის გამოსავალი იმისთვის, რომ ამ პრობლემის სოციალური ნაწილი მოგვარდეს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს თეთრი სახლის 377 თანამშრომლის ანაზღაურების შესახებ ანგარიში გადაუგზავნა.
ნებისმიერი ადამიანი, როცა შემოსავლის მიღების გზას ეძებს, პირველ რიგში ფიქრობს იმაზე, თუ რისი მიღწევა შეუძლია და რა ძალისხმევა დასჭირდება ამისთვის.
ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები მომავალი ექვის თვის განმავლობაში სატელევიზიო რეკლამის დანახარჯებს გადაუსწრებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.07.2017
ქართულ მთისა თუ ზღვის კურორტზე ბიზნესის წამოწყება და თუნდაც პატარა ბარის გახსნა საკმაოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
სრულად
27.07.2017
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა რონალდინიომ სპინერების ბიზნესი წამოიწყო.
სრულად
27.07.2017
ძირითადი პროცესი, რომელიც, ერთი მხრივ, სამუშაოს მართვას გაგიიოლებთ, მეორე მხრივ კი მოდუნებაში დაგეხმარებათ, ხუთი ეტაპისგან შედგება და გამოცდილებას ეფუძნება.
სრულად
26.07.2017
ქართულმა ბრენდმა Smart Photos, რომელიც ინოვაციური მიმართულებებით ვითარდება, მომხმარებლებს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი - Photo Bus შესთავაზა.
სრულად
26.07.2017
კომპანია "ფრეკო" საბავშვო ჩიფსის წარმოებას იწყებს, რომელიც ბაზარზე აგვისტოს ბოლოდან გამოჩნდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430