როგორ მიაღწია წარმატებას გაყიდვების ახალგაზრდა მენეჯერმა
როგორ მიაღწია წარმატებას გაყიდვების ახალგაზრდა მენეჯერმა
15 იანვარი / 2016
მსოფლიოში ყოველწამიერად და ყოველწუთიერად ასობით ათასი ტონა საქონელი იყიდება, იდება მილიონობით გარიგება და ფორმდება ათასობით ხელშეკრულება.
ამ ყველაფრის უკან კონსულტანტების, სავაჭრო და სარეკლამო აგენტების, გაყიდვების მენეჯერთა დიდი არმია დგას.
დასაქმების ბაზარზე გაყიდვების მენეჯერი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა. ცოტა ხნის წინ CareerBuilder-ისა and Economic Modeling Specialists Intl.-ის მიერ აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, გაყიდვების მენეჯერი 2016 წლის მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიების ათეულში დასახელდა. კვლევის მიხედვით, აშშ-ში გაყიდვების მენეჯერის საათობრივი ანაზღაურება საშუალოდ 53,20 დოლარია.
გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მოთხოვნები დაახლოებით ასე გამოიყურება: ენერგიული, 20-დან 40 წლამდე ადამიანი, უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლებით, რომლისთვისც უცხო ენების ცოდნა სავალდებულო არ არის. „ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში გაყიდვების მენეჯერის 60 პროცენტზე ოდნავ მეტი მამაკაცზე მოდის, დანარჩენი კი ქალბატონებზე.

გაყიდვების მენეჯერზე მოთხოვნა ისევე, როგორც დაინტერესება დასაქმებების მსურველთა მხრიდან სულ უფრო იზრდება ქართულ ბაზარზეც. 24 წლის მარიამ ნონიკაშვილი „პალიტრა მედიას“ გუნდს თითქმის ერთი წელია შეუერთდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გაყიდვების მიმართულებით.

„წელიწადნახევრის წინ გავიარე კურსი გაყიდვების მიმართულებით, რის შემდეგაც მოვხვდი „პალიტრა მედიაში“. თავდაპირველად მუშაობა ჩვეულებრივ დავიწყე, დავინიშნე ინტერნეტ-გაყიდვების მიმართულებით მენეჯერად. ჩემი მუშაობის პირველი წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. პირველ რიგში, ვფიქრობ, ეს რა თქმა უნდა, კომპანიის დამსახურებაა, რადგან აქ ყოველდღე არის სიახლეები, ყოველდღიურად გეძლევა ზრდის, ახალი ინფორმაციის მიღების საშუალება, რათა კომფორტულად მოემსახურო თითოეულ კომპანიას, რომლებიც არიან ჩემი დამკვეთები“.
მარიამ ნონიკაშვილის თქმით, როგორც მენეჯერისთვის, ასევე დამკვეთისათვის დიდი კომფორტია, როდესაც შეთავაზებები მრავალფეროვანია. ამ ეტაპზე „პალიტრა მედია“ დაახლოებით 25 საიტს აერთიანებს, რომელიც სხვადასხვა ინტერნეტმიმართულებით კუთხით სთავაზობს პროდუტს მომხმარებელს, იქნება ეს საბანერო რეკლამა, ვიდეორეკლამა თუ სტატიები.
„აუცილებელია გაიგო კომპანიის შიდა საქმიანობა, სფერო, რა აუდიტორიის მოცვა უნდა, რისი მიღება სურს კონკრეტულად. ამ ყველაფრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქრდე, დაალაგო, რომ სწორი შეთავაზება გააკეთო და სწორი მიმართულებით წაიყვანო. ძალიან დიდი სტიმულია, როცა კომპანიაში გეძლევა იმის საშუალება, რომ ყველა დამკვეთს მათი მოთხოვნის მიხედვით მოერგო და არა - კონკრეტული ერთი შეთავაზებით“, - ამბობს მარიამი.
ისევე, როგორც
You must have Flash Player installed in order to see this player.
სხვა ნებისმიერ სფეროში, წარმატება არც გაყიდვების სფეროში მოდის თავიდან. გაყიდვების მენეჯერის პროფესიას თან ახლავს რთულად გადასალახი ბარიერები, სირთულეები, განსაკუთრებით როცა თავიდან იწყებ საქმიანობას.
„თავიდან იყო რთულად გადასალახი ბარიერები. ძნელია, თავიდან როცა ამ სფეროში ხვდები, მით უმეტეს არის მაღალი კონკურეცია და ძნელია საკუთარი ადგილის დამკვიდრება.
ზოგჯერ იყო ჩავარდნებიც. მაგრამ ამ ბარიერის გადალახვა შესაძლებელია. ამ საქმიანობაში რაც უფრო მეტს აკეთებ, მით უფრო მეტი აზარტი გიჩნდება, რომ მომავალში ერთ ეტაპზე არ იყო გაჩერებული, უფრო ბევრი შეძლო და რეალურად მეტი გააკეთო. თუ „პალიტრა მედიაში“ ჩემი მუშაობის ერთ წელს შევაჯამებ, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გავართვი თავი საქმიანობას და ვხვდები, რომ სწორედ იმ ადგილას ვარ, სადაც საჭიროა. თუ თავიდან ჩემი დამკვეთების რაოდენობა დაახლოებით ხუთი იყო, დღეს მათი რიცხვი ასამდეა გაზრდილი და ეს, ბუნებრივია, ჩემს ყოველთვიურ შემოსავალზეც აისახება”, - ამბობს მარიამი.

ახალგაზრდა გაყიდვების მენეჯერის თქმით, მისი პროფესიის ადამიანი აუცილებლად კარგად უნდა იყოს გაცნობიერებული იმ პროდუქტში, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს.
ამ ყველაფრის დასაბალანსებლად გაყიდვების მენეჯერი, რომელიც „შუამავალია“ კომპანიასა და დამკვეთს შორის, პირველ რიგში, უნდა იყოს თავდაჯერებული, იცოდეს საკუთარი საქმე, გააზრებული ჰქონდეს პროდუქტის შინაარსი, რომელსაც ყიდის და რა თქმა უნდა, იყოს აზარტული.

კომენტარები (2)
15.01.2016
მაია
წარმატებებს გისურვებ მარი
15.01.2016
თაკო
პროფესიონალი კადრები ჰყავს პალიტრას, მე მქონდა შეხება, ვიყავი მათი კლიენტი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი მომსახურებით. კონკრეტულად ამ გოგონას ნამდვილად არ ვიცნობ...
მსგავსი სიახლეები
2015 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქუვეითურ კომპანიებს საქართველოში ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაში დაეხმარება
2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11985 მლნ 
2016 წლის ბოლოს, საქართველოში მსხვილფეხა საქონელზე ნოდულარული დერმატიტის ვირუსი დაფიქსირდა, რასაც პირუტყვის მასობრივი ვაქცინაცია მოჰყვა, - ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან იუწყებიან.
ეტიკეტზე უნდა მიეთითოს ინფორმაცია ცხოველის საყურე ნიშნის შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს მოძებნა, რომელი პირუტყვი დაიკლა
საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება 2016 წელს ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა
2016 წლის ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება მერვე ადგილზე მოხვდა.
რუხის სავაჭრო ცენტრში ავტობაზრობა მოეწყობა - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს ახალი სერვისით სარგებლობა 8 იანვრიდან უფასოდ შეეძლება.
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი დაბრუნდა იმ ნიშნულზე, რომელიც მთლიანდ შეესაბამება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციას
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.01.2017
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში დასაქმების მსურველების გადამზადება დაიწყო.
სრულად
20.01.2017
ქართული წარმოების დაკონსერვებული ჩაქაფული, ხაში, ჩაშუშული, პაშტეტი - ბაზარზე თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. პროდუქციის გამოშვებას კომპანია "კულა" გეგმავს.
სრულად
20.01.2017
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მე-16 პოზიციაზეა, „ფორბსის“ მიერ ბიზნესისთვის საუკეთესო 139 ქვეყანას შორის 43-ეა.
სრულად
19.01.2017
საქართველოს მთავრობამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი კომპანია "იალონს" გადასცა.
სრულად
18.01.2017
მ.ს. დევისმა, ყოფილმა ბანქოს მოთამაშემ და ბიზნესმენმა, 90 მილიონი დოლარი დახარჯა აშშ-ში უმსხვილესი კერძო ნაკრძალის შესაქმნელად.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
20.01.2017
21.01.2017
USD
1
USD
2.6624
2.6763
EUR
1
EUR
2.8440
2.8457
GBP
1
GBP
3.2758
3.2894
RUB
100
RUB
4.4972
4.4722