"ცუდია, რომ "კავკასუსს" რუსული კომპანია ყიდულობს"
18 იანვარი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
თებერვალში ოფიციალურად გახდება ცნობილი, მისცემს თუ არა მარეგულირებელი კომისია "მობიტელს" (ანუ "ბილაინს") უფლებას, "კავკასუს ონლაინის" ნაწილი შეიძინოს.

თუმცა არაოფიციალურად უკვე ცნობილია, რომ გარიგება, ფაქტობრივად, შედგა. ბოლო თვეებში "კავკასუსის" შეძენის სურვილს ჯერ "სილქნეტი", შემდეგ კი "მაგთიკომი" გამოთქვამდნენ, თუმცა გარიგება ვერ დაიდო. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ "კავკასუსი""გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფასა და საცალო მომსახურების სეგმენტის, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის, სატელეფონო და ინტერნეტის მომსახურების "მობიტელისთვის" გადაცემას, თავისთვის კი საბითუმო ბაზრის სეგმენტს დაიტოვებს. ეს მოიცავს ქსელურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვან კაბელს.

მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელი: - "კავკასუსს" კრედიტორების დიდი დავალიანება დაუგროვდა. რეალური მყიდველები "მობიტელი" და "მაგთიკომი" იყვნენ, მაგრამ "ბილაინმა" მეტი გადაიხადა. გია ჯოხთაბერიძეს ცოტა მეტად რომ გაეკრა ჯიბეზე ხელი, ინტერნეტპროვაიდერის მნიშვნელოვანი წილი ქართველებს დარჩებოდა. მაგ კომპანიას ჩემი ცხოვრების 10-11 წელიწადი შევალიე. რუსული კომპანია, ბიზნესის გარდა, კიდევ სხვა ღირებულებებს ხედავს ამ ქსელის ხელში ჩაგდებაში და ამიტომაც გადაიხადეს "მაგთიკომზე" გაცილებით მეტი.

მეორე საკითხია, რატომ არ გაიყიდა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი? მსოფლიოში ეს ბიზნესი ძირითადად სეგმენტურად არის დაყოფილი. როგორც ვიცი, "მაგთისაც" დიდად არ აინტერესებდა კაბელის შეძენა. იმ კომპანიისგან განსხვავებით, რომელიც მე შევქმენი, სადაც საბითუმო და საცალო სეგმენტი გაერთიანებული იყო, მსოფლიოში საპირისპირო ტენდენციაა. საცალო ოპერატორს ურჩევნია, საბითუმო მიმწოდებელი მისი კონკურენტი არ იყოს. მაგალითად, მქონდა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, მაგრამ "ზარალა" (ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. - რედ.) "სილქნეტისთვის" უფრო ძვირ და უხარისხო ინტერნეტს ყიდულობდა თურქეთში "თურქტელეკომისგან", ჩემგან კი პრინციპულად არ ყიდულობდა, მიუხედავად იმისა, რომ უკეთეს პირობებს ვთავაზობდი.

საბითუმო ბაზარი ცოტა რისკიანი და სპეციფიკურია. არის მეორე ალბათობაც - შესაძლოა რუსულ კომპანიას ისედაც აქვს ყველანაირი წვდომა ამ ქსელთან. ფაქტია, რომ ქვეყანაში რუსეთზე მორგებული ოლიგარქიული კაპიტალიზმი ყალიბდება. "ზარალამ" ყაზახები რომ შემოიყვანა, მათი მთავარი
მოთხოვნა იყო, კონკურენტი "კავკასუსი" გზიდან ჩამოეცილებინათ და მაშინ დაიწყეს ჩემი კომპანიის დანგრევა. რუსი რომ შემოდის, პატარა რუსეთს იწყობს აქ, ყაზახი - პატარა ყაზახეთს და თურქი - პატარა თურქეთს. ცუდია, რომ "კავკასუსს" რუსული კომპანია ყიდულობს.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, "კავკასუსი" ქართულ კომპანიას შეეძინა. რად უნდა ახლა ამას ჩემი ანალიზი, როცა რუსული კომპანიის წარმომადგენელი მოდის და გიყენებს სახლში სხვადასხვა აპარატურას, უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე მაშინ, როცა ამას ქართული კომპანია აკეთებს".
მასალის გამოყენების პირობები

ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (8)
19.01.2016
kutaisi
ნეტაი შენ რა ქალბატონო ხო ქართველი რავა იკადრებს აბაა
19.01.2016
პალადინ
ახალი ქსელები ჯობია ყველას ქართულია ხარისხიანია და პატიოსანი
მსგავსი სიახლეები
თბილისის ინტერნეტ-ფორუმზე დღეს ინტერნეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ფეისბუქ ქველმოქმედების, ასევე როგორ განამტკიცა უკრაინამ ციფრული პოზიციონირება რევოლუციისა და ომის დროს - საკითხები განიხილეს.
ყოველწლიურად, საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაცია, კომპანია სილქნეტის ხელშეწყობით საქართველოს თასის ტურნირებს აწყობს.
2011 წელს ავსტრალიელმა ფარმაცევტმა დანიელა დი პილამ შექმნა საპონი, რომელიც თხის რძისგან მზადდება და მომხმარებელს კანის ისეთი დაავადებების მკურნალობაში ეხმარება, როგორიც ეგზემაა.
აჭარის განთავსებისა და კვების ობიექტებში მომსახურების ხარისხის კვლევა „იდუმალმა სტუმარმა“ დაასრულა.
სს “ხალიკ ბანკი საქართველო“ თავის მომხმარებლებს, საბანკო მომსახურების ფართო სპექტრით ანებივრებს.
აშშ-ში წინასაარჩევნო რბოლამ და დიდი ბრიტანეთში ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის შესახებ ჩატარებულმა რეფერენდუმმა აჩვენა, რომ პოლიტიკური რეკლამა ბეჭდური მედიიდან და ტელევიზიიდან ინტერნეტში ინაცვლებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის გ-40 გამანაწილებელი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
სამი მეგობრის მიერ, სტუდენტობისას დაწყებული ბიზნესი, რომელსაც მომხმარებელი დღეს Problem Killer-ის სახელით იცნობს, ერთი წელია რაც თბილისში ოპერირებს.
ყველა სასკოლო საგნის დისტანციური სწავლება უკვე ერთ პორტალზეა შესაძლებელი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.12.2016
ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.
სრულად
02.12.2016
სანკტ-პეტერბურგში მოქმედი კაფე-სანაყინეების ქსელი Galateria Plombir ქართულ ბაზარზე შემოდის. პირველი კაფე თბილისში დეკემბრის ბოლოს გაიხსნება.
სრულად
01.12.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა.
სრულად
01.12.2016
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-კორეის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
სრულად
01.12.2016
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ თურქული კომპანია Betareks-ის დამფუძნებელ ნეჯატ
ონერთან შეხვედრა გამართა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854