ქართული კივის მეორე ევროპული სეზონი
ქართული კივის მეორე ევროპული სეზონი
20 იანვარი / 2016
კომპანია "ნერგეტამ" გერმანიაში ქართული კივის გაყიდვების მეორე სეზონი დაიწყო.
ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანია ”ნერგეტადან” აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, ქართული კივი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქსელის Lidl-ის სუპერმარკეტებში ისევ  გაიყიდება. ქართული კივის გაყიდვების არეალი გერმანიაში წელს უფრო გაფართოვდა და მოიცავს ბავარიის, ბადენ-ვიურტემბერგისა და ნორდ-რაინ ვესტფალიის მხარეებს. "ნერგეტას" კივი გაყიდვაშია მიუნხენის, შტუტგარტის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, ასევე ახლო მდებარე ქალაქებში მდებარე Lidl-ის ასობით სუპერმარკეტში.

„ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ვაგრძელებთ შარშან დაწყებულ ევროპულ მარკეტინგს. მთავარია შევინარჩუნოთ თანამიმდევრული მომარაგება და ყოველ მომდევნო წელს გავზარდოთ ჩვენი კივის რაოდენობა ევროპულ ბაზარზე“, - აღნიშნავს "ნერგეტას" თანადამფუძნებელი და განვითარების დირექტორი კოტე ვეკუა.

მისივე თქმით, ევროპელ მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს, ამიტომ პროდუქცია უამრავ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს.
„ევროპელ მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს ნებისმიერ პროდუქტზე და აუცილებელია ერთდროულად გემრიელი, მწიფე და ვიზუალური დეფექტების არმქონე ხილის შეთავაზება, რომელიც ასევე უნდა იყოს მისაღებ ფასში. ამის გარდა, თვითონ სუპერმარკეტი მკაცრად აკონტროლებს პროდუქტის უვნებლობას, მოითხოვს საკუთარი ლოჯისტიკურ კალენდარზე ჰარმონიულად მორგებას. ჩვენ ყველა ამ პირობას ვაკმაყოფილებთ და გვაქვს ასევე კონკურენციისთვის საჭირო ერთი უპირატესობა: ისევე, როგორც შარშან, წელსაც ჩვენი კივის შაქრიანობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ევროპული კივის შაქრიანობის მაჩვენებელი”, - ამბობს კოტე ვეკუა.

კომპანიის ინფორმაციით, ისევე როგორც შარშან, Lidl-ის სუპერმარკეტებში "ნერგეტას" კივი გაყიდვაშია კომპანიის ლოგოიანი ეტიკეტით, პროდუქცია განთავსებულია ნერგეტას საკუთარი დიზაინის შეფუთვით და იყიდება ცალობით. "ნერგეტას" მიერ გერმანიაში გაგზავნილი კივი მოყვანილია "ნერგეტას" კომპანიის საკუთარ პლანტაციაზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში. შარშან თუ კივის დახარისხებას კომპანიის თანამშრომლები ხელით ახდენდნენ, წელს "ნერგეტამ" შეღავათიანი აგრარული სესხის დახმარებით თანამედროვე ევროპული ხილის ავტომატური სორტირების ხაზი შეიძინა და ახალი შესაფუთი საწყობი ააშენა. ამის გარდა, დანერგა დაფასოებისა და შესაფუთი ოპერაციებისთვის
You must have Flash Player installed in order to see this player.
შექმნილი ევროპული სტანდარტი IFS 6.
”ნერგეტამ მაქსიმალურად გამოიყენა როგორც თავად კივი, ასევე შესაფუთი მასალა, როგორც საქართველოს რეკლამირების მედია. კივიზე ლოგოიან სტიკერზე აწერია
Georgia, ხოლო მუყაოს ყუთის გარე მხარეზე დატანილია საქართველოს, მისი ბუნებისა და კლიმატის გასაცნობი ნახატი. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ გერმანელ მომხმარებელს მეტი წარმოდგენა შეექმნას ხილის წარმოშობის ადგილზე. წელს "ნერგეტას" კივის ათიათასამდე გერმანელი მომხმარებელი წაიღებს თავის სახლში, რაც ნიშნავს იმას, რომ ათიათასობით ახალი მომენტი და შეხების წერტილი გაჩნდება მათსა და საქართველოს შორის”, - აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანია "ნერგეტა"  2009 წელს დაარსდა. მას სასოფლო სამეურნეო მიწები და ხილის სორტირებისა და შენახვის სამაცივრე მეურნეობა აქვს ზუგდიდის რაიონის სოფლებში, ინგირსა და კახათში. კომპანიის მიზანი გემრიელი და ხარისხიანი კივით მომხმარებელთა დიეტის გამრავალფეროვნება, საქართველოს, როგორც ჯანსაღი საკვების მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განვითარება ევროპაში და ქართული ფერმერული მეურნეობების მოდერნიზაციაა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
თხილსა და კაკალს ჩვენს საექსპორტო ათეულში ბოლო წლებში წამყვანი ადგილები ეკავა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების მიერ 616, 230 დანაშაულიდან, საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ 6,541 დანაშაული მოდის (1.1%).
ბოლო წლებში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად მატულობს.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საექსპორტო მიმართულებით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია
წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 18%-ით გაიზარდა.
ყოველწლიურად ევროპაში უამრავი მუსიკალური ფესტივალი იმართება, რომელიც საუკეთესო მუსიკოსებსა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ასობით ათას მელომანს უყრის თავს.
ევროპალატის პროექტი „East Invest” გრძელდება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ქუთაისში
სტალინის ლიმუზი ЗИС-115, გერმანიაში 8 500 000 ევროდ იყიდება.
2016-2017 წლების სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემებით, საზღვარგარეთ, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში საქართველოს 565 მოქალაქე სწავლობს. 
სამმა ქართველმა მეგობარმა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში პირველი ქართული ბარ-რესტორნი გახსნა. კახაბერ გაბელაია, რატი წაქაძე და ელენე ყიფიანი იდეის განხორციელებაზე რამდენიმე თვე ფიქრობდნენ, ბარ-რესტორანი Pepella კი ორი კვირის წინ გახსნეს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.04.2017
„საქსტატის“ მიერ ეკონომიკური ზრდის დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლები საპროგნოზოს მნიშვნელოვნად აღემატება. ეს არის იმ პოზიტიური ტენდენციების ლოგიკური შეჯამება, რაც ჩვენ პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამენტების მიმართულებით გვქონდა"
სრულად
28.04.2017
სუპერმარკეტების ქსელი "სმარტის" ერთ-ერთი ობიექტი გლდანში დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიხურა. კომერციულ ფართში ოპერირებას "კარფური" გააგრძელებს.
სრულად
28.04.2017
კოოპერატივი „ზოდის ჩაი“ პროგრამა - „ქართული ჩაის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს.
სრულად
28.04.2017
14 წლისამ დაიწყო, როცა პირველად დაწურა ყურძენი და ღვინო დააყენა. მერე ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გაასინჯა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
სრულად
27.04.2017
2016 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 63% საბჭოთა კავშირის დაშლაზე წუხს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.04.2017
29.04.2017
USD
1
USD
2.4751
2.4416
EUR
1
EUR
2.6996
2.6701
GBP
1
GBP
3.1939
3.1604
RUB
100
RUB
4.3579
4.2768