ზამთრის კურორტებზე დამსვენებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა
ზამთრის კურორტებზე დამსვენებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა
21 იანვარი / 2016
მეზობელ ქვეყნებში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ბოლო დროს დაფიქსირებული უბედური შემთხვევების ფაქტებმა, ტურისტულ სეზონს სერიოზული დარტყმა მიაყენა
- საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. მანათის გაუფასურების გამო, ბაკურიანსა და გუდაურში აზერბაიჯანელი ტურისტების ნაწილმა ჯავშნები გააუქმა. ადგილობრივი სასტუმროს მეპატრონეები წლევანდელი ზამთრის ტურისტული სეზონიდან ნაკლებ მოგებას ელიან.
გუდაურში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელის თქმით, ახალი წლის დღეების შემდეგ ნომრები ფაქტობრივად, ცარიელია.
"ჩემთვის ძალიან ცუდი სეზონია. 13 თებერვლამდე ჯავშანი არ მაქვს. სტუმრები, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიოდნენ, წელს თავს იკავებენ და მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ. მინიმალური ფასები დავადეთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს", - აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი. მისი თქმით, დამსვენებლები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. სასტუმროს მეპატრონე წლევანდელ პასიურობას ამ ქვეყნებში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. ასევე არ გამორიცხავს, რომ დამსვენებლების ნაწილი დაფიქსირებული უბედური შემთხვევების ფაქტებმაც დააფრთხო.
გუდაურში მდებარე სასტუმროს მფლობელი "ბიზნესპრესნიუსთან" წყალმომარაგების პრობლემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს გუდაურში წყლის სერიოზული დეფიციტია.
"ეს საკითხი მთელ გუდაურს ერთნაირად აწუხებს, წლებია აქ ვცხოვრობ და მსგავსი რამ მე არ მახსოვს. სასტუმროს მეპატრონეები წყლის რეზერვუარებით ვსარგებლობთ, თუმცა წყალი ისეთი დაბალი წნევით მოგვეწოდება, რომ ზოგჯერ მის გავსებასაც ვერ ვასწრებთ", - აცხადებს ქალბატონი.
წინა წლებთან შედარებით დამსვენებლების რაოდენობა შემცირებულია გუდაურში მდებარე სასტუმრო "ედელვაისშიც". მენეჯმენტის ინფორმაციით, სასტუმროში განთავსების ფასი გასულ წელთან შედარებით შეამცირეს, თუმცა დიდი შედეგი ვერც ამან გამოიღო.
აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობის მკვეთრად შემცირებაზე საუბრობს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო ,,ვერე პალასის“ მენეჯერიც. მისი თქმით, სასტუმროს ვიზიტორების დიდ ნაწილს ყოველწლიურად აზერბაიჯანელი ტურისტები შეადგენდნენ, თუმცა წელს ეს სურათი რადიკალურად შეცვლილია. დამსვენებლების ნაკლებობის გამო, სასტუმროში ერთი ღამით განთავსების ფასი ,,ვერე პალასი ბაკურიანმაც“ შეამცირა.
აზერბაიჯანიდან მიღებული
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჯავშნების გაუქმებაზე საუბრობს დათო ჭახუნაშვილიც. ბაკურიანში მდებარე სასტუმროს ადმინისტრატორის თქმით, სეზონი ახალი წლის დღეებში ნორმალური იყო, თუმცა თანდათან ტურისტების ნაკლებობა თვალშისაცემი ხდება.
მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში ადასტურებს გუდაურში არსებულ წყალმომარაგების პრობლემას და აცხადებს, რომ ეს საკითხი გაზაფხულიდან მოგვარდება.
"ეს პრობლემა ნამდვილად არის და გუდაურის წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაზაფხულზე დაიწყებს. 2016 წლიდან გუდაურში დაგეგმილია ახალი სასტუმროების, აპარტ-ოტელების და ბრენდული სასტუმრო ,,რედისონის“ მშენებლობა. ამ დამატებით ზეწოლას კი გუდაურის წყალი ნამდვილად ვერ გაუძლებს. შესაბამისად დაგეგმილი სამუშაოები არ გადაიდება", - აღნიშნა სანდრო ონოფრიშვილმა.
მისივე განცხადებით, ახალი წლის დღეებში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს ძალიან ბევრი ვიზიტორი ეწვია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა შედარებით შემცირდა.
"გასულ შაბათ-კვირას არ იყო იმდენი სტუმარი, რამდენსაც ველოდებოდით, რაზეც გარკვეული გავლენა ბოლო დროინდელმა ფაქტებმა მოახდინეს", - აცხადებს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, თუმცა აღნიშნავს, რომ სეზონი წარმატებით ჩაივლის და ვიზიტორების რიცხვი კვლავ მოიმატებს.

ქრისტინე გამთენაძე
კომენტარები (8)
22.01.2016
ვადა ტყალტკნაურაშვილი
მე-ს. რომელ ქალაქში ცხოვრობ? გვაცნობე სად ცხოვრობ და აუცილებლად მოგიგვარებთ ამ საკითხს.
22.01.2016
ლაშა
ქართველებს გვჭირს გაუმაძღრობა. ბიზნესის კეთების აზრზე რომ არ არიან. ბაკურიანი იქნება ანაკლია2. ისეთი ფასები დაადეს სასტუმროებმა, რომ ბევრად უკეთეს კურორტებზე წავიდოდა დამსვენებელი. პირადად მე მინდოდა ერთი კვირით დასვენება, მაგრამ ისეთი შოკური ფასები იყო, რომ საშუალოზე ბევრად მეტი შემოსავლის მიუხედავად თავი შევიკავე. და აწი საერთოდ 1-2 წელი არ დავინტერესდები ბაკურიანით. ანალოგიურად მოიქცევა უამრავი პოტენციური კლიენტი. აწი კლიენტების დაბრუნებას და გაფუჭებული იმიჯის გამოსწორებას დაჭირდება დიდი დროოოოოოო..არაფერს ვამბობ რომ ინფრასტქუქტურა არ შეესაბამება ელემენტარულ მოთხოვნებს...
მსგავსი სიახლეები
ქართულ მთისა თუ ზღვის კურორტზე ბიზნესის წამოწყება და თუნდაც პატარა ბარის გახსნა საკმაოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
დასვენების სეზონი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ბევრს არდადეგებისა თუ შვებულების გასატარებლად სასურველი მიმართულება ჯერ არ შეურჩევია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ „გოდერძიზე“ ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო "სნო" გაიხსნა.
სნოში 34-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა.
კანადაში ქალაქ ტორონტოში Trump International Hotel and Tower-ის ყოფილი სასტუმროდან აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გვარის დემონტაჟი განხორციელდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში სასტუმრო "სნო" გაიხსნება.
ფოთში, მალთაყვის უბანში, ყოფილი სპორტ-კომპლექსის შენობაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შესაძლოა თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.
ბაკურიანში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
2018 წელს ჩვენ გუდაურში უკვე გვექნება მთლიანად გათოვლიანებული სათხილამური ტრასები, რაც ხელს შეუწყობს სეზონის ადრე დაწყებას
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.07.2017
ქართულ მთისა თუ ზღვის კურორტზე ბიზნესის წამოწყება და თუნდაც პატარა ბარის გახსნა საკმაოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
სრულად
27.07.2017
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა რონალდინიომ სპინერების ბიზნესი წამოიწყო.
სრულად
27.07.2017
ძირითადი პროცესი, რომელიც, ერთი მხრივ, სამუშაოს მართვას გაგიიოლებთ, მეორე მხრივ კი მოდუნებაში დაგეხმარებათ, ხუთი ეტაპისგან შედგება და გამოცდილებას ეფუძნება.
სრულად
26.07.2017
ქართულმა ბრენდმა Smart Photos, რომელიც ინოვაციური მიმართულებებით ვითარდება, მომხმარებლებს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი - Photo Bus შესთავაზა.
სრულად
26.07.2017
კომპანია "ფრეკო" საბავშვო ჩიფსის წარმოებას იწყებს, რომელიც ბაზარზე აგვისტოს ბოლოდან გამოჩნდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430