ბიზნესი, რომელიც თანდათან კვდება
ბიზნესი, რომელიც თანდათან კვდება
22 იანვარი / 2016
"ვიძირებით!" -  ჩივიან ქართველი ავტოდილერები

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საექსპორტო ათეულში ლიდერის პოზიციებს არ თმობდა, თანდათან აზრს კარგავს. 2011-2012 წლებში ეს ბიზნესი ყველაზე მეტად დაწინაურდა და საქართველო ავტომობილებით ვაჭრობის მხრივ კავკასიის ერთგვარი ცენტრიც კი გახდა: ქართველ ავტოდილერებს დასავლეთიდან შემოჰყავდათ ავტომობილები და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში წარმატებით ჰყიდდნენ. მარტო 2011 წელს საქართველოდან სხვა ქვეყნებში გაყვანილი მსუბუქი ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ 450 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტისთვისაც კარგი შემოსავალი იყო. ავტოდილერები ერთგვარი ნოსტალგიით იგონებენ იმ წლებს და აღიარებენ, რომ მათი ბიზნესი უკვე ჩაძირვის პირასაა.

ლევან ა.-ძე წლების განმავლობაში ავტომობილების ექსპორტით იყო დაკავებული, ახლა კი, ამბობს, რომ ამ საქმიანობამ აზრი დაკარგა:
"ავტომობილები ძირითადად ამერიკიდან ჩამომყავდა. ამჟამად 11 ავტომობილი მაქვს გასაყიდი და არ ვიცი რა მოვუხერხო. შეიძლება ითქვას, რომ ჩავიძირე: ამ მანქანების გამო ვალში ჩავვარდი და სახლ-კარი დავკარგე. მანქანები რუსთავის ავტობაზრობაზე მიყენია. კვირაში ერთ მანქანაზე სულ ცოტა, 40-45 ლარი მაქვს გადასახდელი, როცა რამდენიმე მანქანა გიყენია, ხარჯიც უფრო მეტია. ასე დამიგროვდა 18 ათასი ლარის დავალიანება. მანქანის ტრანსპორტირება იმდენად ძვირი მიჯდება, რომ ძველი მანქანის ჩამოყვანას უკვე აზრი არა აქვს, ახალს კი, ერთეულები ყიდულობენ. ჩვენი მთავარი კლიენტები აზერბაიჯანელები და სომხები იყვნენ, რომლებიც ახლა მანქანებს რუსეთში ყიდულობენ, რადგან რუბლის გაუფასურების გამო იქ ფასები ძალიან დაეცა. ავტობაზრობაზე კლიენტი აღარ შემოდის და მგონი, ეს საქმე უკვე მოკვდა. ჯერჯერობით ასეა და ხვალ რა იქნება, არ ვიცით".

"დღეს ჩვენს ბიზნესში ყოფნა გაკოტრებას ნიშნავს! უმეტესობას სესხი გვაქვს აღებული და როდესაც მანქანა ბაზრობაზე თვეობით გვიყენია, გადასახადი კიდევ უფრო გვეზრდება და ვალი ვალს ემატება", - აცხადებენ ავტოდილერები.
"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ურუშაძე, ამ ბიზნესის ჩაძირვას არასწორი რეგულაციებით და მსხვილი კომპანიების ინტერესებით ხსნის.
ვასილ ურუშაძე: „საქართველოში ეს სექტორი ყველაზე მეტად იყო განვითარებული და მასში ყველაზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიყავით ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მინიმალური კაპიტალი ჰქონდა, შეეძლო დარეგისტრირებულიყო რომელიმე მსხვილი კომპანიის დილერად, შეესყიდა ავტომობილი, განებაჟებინა და შემდეგ, როგორც
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფიზიკურ პირს, ისე გაეყიდა და მოგებაც მიეღო. ამ საიტებზე ათასობით ქართველი ავტოდილერი იყო დარეგისტრირებული, ზოგიერთს 2-3 ავტომობილი ჩამოჰყავდა, ზოგს - 10, 15, ან 20. აღარაფერს ვამბობ გადამზიდავ კომპანიებზე, რომლებიც ამ საქმეზე იყვნენ აწყობილი. ხელმისაწვდომი პროცედურებისა და იმის გამო, რომ ჩვენ ვართ დერეფანი ევროპასა და აზიას შორის, შევძელით, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესი გამხდარიყო“.
ვასილ ურუშაძის თქმით, გამკაცრებულ რეგულაციებს და განბაჟების მოსალოდნელ გაძვირებას თუ გავითვალისწინებთ, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ამ ბიზნესში ვეღარ იქნებიან.
„შსს-ს მიერ შემუშავებულ ახალ რეგულაციებს თუ გავითვალისწინებთ, ეს ყველაფერი მსხვილი კომპანიების ინტერესებში შედის. თუ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია საერთოდ აიკრძალება, ხოლო მარცხენასაჭიანი მანქანების ღირებულება 100 პროცენტით გაიზრდება, ეს ყველაზე მეტად მცირე ბიზნესს დააზარალებს. მსხვილი კომპანიები კი, რომლებსაც კაპიტალიც უფრო მეტი აქვთ და ბრუნვაც, თავიანთ მოგებას გაზრდიან. ავტოდილერების მდგომარეობა დღეს შეიძლება შევადაროთ გარემოვაჭრეების მდგომარეობას: ისინი კონკურენციას უწევენ ბაზრებს და დიდ კომერციულ ობიექტებს, რომლებსაც მათი არსებობა სულაც არ მოსწონთ. რაც შეეხება ხელისუფლების სურვილს, რომ ავტოპარკი უნდა განახლდეს, ეს ადამიანის კეთილდღეობის და მისი შემოსავლის ზრდის გარეშე წარმოუდგენელია. როცა ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური სტაგნაცია და მოქალაქის შემოსავალი ყოველდღიურად იკლებს, მას აღარა აქვს საშუალება, რომ პირადი ნივთები განაახლოს, მათ შორის, ავტომობილიც. ის ცდილობს დანაზოგი გააკეთოს და თავისი მანქანა დიდხანს შეინარჩუნოს. საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა შედარებით იაფფასიან ავტომანქანებზეა. შესაბამისად, ავტოპარკის განახლება ამ რეგულაციებით შეუძლებელი იქნება. გამოდის, რომ ადამიანებს ვართმევთ უფლებას, ავტომობილი მათთვის ხელსაყრელ და მისაწვდომ ფასად შეიძინონ", - აცხადებს ვასო ურუშაძე.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ ბიზნესის ამ მიმართულების დაკნინება საქართველოში ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა.
შალვა ოგბაიძე: „ავტომობილების რეექსპორტი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ბიზნესში იყო ჩართული, რა თქმა უნდა, შემოსავლის წყარო იყო. ბიუჯეტშიც შედიოდა აქედან გარკვეული თანხა. ამ ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ქვეყნის მიმზიდველი გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყო: დასავლეთიდან აქ შემოსული მანქანები მეზობელ ქვეყნებში ნაწილდებოდა - მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანი, სომხეთი და შუა აზიის რესპუბლიკები. რეექსპორტის შეჩერება საქართველოსგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა განაპირობა. ეს არც "ნაციონალური მოძრაობის" ბრალია და არც - ამჟამინდელი ხელისუფლებისა. რეექსპორტის შეჩერება იმ შეზღუდვებმა გამოიწვია, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გატარდა. პირველ რიგში, ეს დაიწყო ყაზახეთიდან, სადაც 2011 წლამდე საქართველოდან დაახლოებით 25 ათასი სატრანსპორტო ერთეული შედიოდა. მას შემდეგ, რაც ყაზახეთი ერთიანი საბაჟო კავშირის წევრი გახდა, ამ ქვეყნის ბაზარი დაიკარგა. ამას დაერთო 2014 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იქ ევრო-4-ის სტანდარტი დამკვიდრდა და ათ წელზე უფრო ასაკოვანი ავტომობილების შეყვანა აიკრძალა. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში ჩვენგან დღესაც გადის მანქანები, მაგრამ ეს ათ წელზე უფრო ახალგაზრდა ავტომობილებია. შარშან, 1 იანვრიდან სომხეთიც შეუერთდა ევრაზიულ კავშირს და ეს ბაზარიც დავკარგეთ. რაც შეეხება რუსეთს, ის თვითონ გახლავთ ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა, რომელიც პროტექციონისტულ პოლიტიკას ატარებს. ისინი საკუთარ ქვეყანაში დამზადებულ ავტომობილებს ანიჭებენ უპირატესობას და ამის გამო რუსეთში მესამე ქვეყნიდან შესული ავტომობილები ძალიან იბეგრება. იგივე შეიძლება ითქვას თურქეთზე, რომელიც თვითონ არის მწარმოებელი ქვეყანა. აი, სწორედ ეს არის ობიექტური მიზეზები, რის გამოც ბიზნესის ეს ნაწილი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაიკარგა", - ამბობს შალვა ოგბაიძე.
საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის შეფასებით, უახლოეს მომავალში მკვეთრი ცვლილება ამ სფეროში მოსალოდნელი არ არის.
„არა მგონია ამ ქვეყნებმა შეარბილონ რეჟიმი, რომელიც შემოიღეს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ძველ ავტომობილებს კარს ფართოდ უღებს, სხვა ქვეყნებმა ამ მხრივ პოლიტიკა აშკარად გაამკაცრეს. ჩვენთან კი, ეს ავტომობილები კვლავ შემოდის. ყველა სახელმწიფომ გადაწყვიტა დაიცვას თავისი ტერიტორია მოძველებული ავტომანქანებისგან, ჩვენ კი, ამას ვერ მივაღწიეთ", - აღნიშნავს შალვა ოგბაიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე


კომენტარები (6)
12.12.2016
ფრედო
სულ ამ ბიზნესით დაკავებული იყავით აყავაების ხანაც გქონდათ და რა ვერ დააგროვეტ ეს ფულები ისევ რომ ვალებში ხართ?ეს ბიზნესი ნაღდად არ ყოფილა თქვენი საქმე ისევ ვალებში რომ ხართ იმიტომ! ბიზნესი კი არა ეს ბარიგობა არის!!
24.01.2016
ეს ასეა
ვეთანხმები ჯუმანჯის 100%-ით კლიენტისთვის რამდენი ასეთი მანქანა შეგიტენიათ???ღმერთი ყველაფერს ხედავს ეხლა არ თქვათ არაოოო.....
მსგავსი სიახლეები
”ინოვაციური მართვის სისტემა”, ”ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ქმნის მოტივაციას,” ”თეთრი სპილო თუ მკვდარი ცხენი?! ანუ როგორ შევარჩიოთ ყველაზე სარგებლიანი პროექტი - ეს თემები ბიზნეს ვორქშოფზე ”ლურჯი ოკეანე” განიხილეს.
მუხრუჭებთან დაკავშირებული ხარვეზის გამო „ტესლამ“ ნებაყოფლობით გაიწვია Model S და Model X-ის მარკის ავტომობილები.
ქალის ტანსაცმლის ბრენდი Bebe ყველა მაღაზიას ხურავს. 
იაპონური კორპორაცია „ტოშიბა“ ტელევიზორების ბიზნესის გაყიდვას გეგმავს.
მსოფლიოში უამრავი საინტერესო ადგილია, რომელთა ნახვის შესაძლებლობა ტურისტებს არ ეძლევათ. დიდი ინტერესის მიუხედავად, ასეთი ტერიტორიები საზოგადოებისთვის ან დახურულია ან მათი ნახვა საერთოდ აკრძალულია.
ბირმაში საქართველოს ორი მოქალაქე, ქვეყნიდან მოპარული 90 ათასი დოლარის გატანის მცდელობისთვის დააკავეს. როგორც ”რადიო თავისუფლება” წერს, ქართველები ბირმის პოლიციამ ქალაქის მთავარ აეროპორტში დააკავეს.
ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250-მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ავტოიმპორტიორი კომპანიები შეკვეთების შემცირებაზე საუბრობენ.
ჩინოვნიკის მიერ პერსონალური სამსახურებრივი ავტომობილის თუ კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლება მის პირად გემოვნებაზე დამოკიდებული არ იქნება - მას ამ მიზნით სახელმწიფო ტენდერის გამოცხადება მოუწევს.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საექსპორტო მიმართულებით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.04.2017
ქალის ტანსაცმლის ბრენდი Bebe ყველა მაღაზიას ხურავს. 
სრულად
23.04.2017
საპარტნიორო ფონდსა და „არიკ ჯგუფს“ (Aric Group) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
სრულად
23.04.2017
იაპონური კორპორაცია „ტოშიბა“ ტელევიზორების ბიზნესის გაყიდვას გეგმავს.
სრულად
21.04.2017
ევროპასა და ამერიკაში მწვანე სახურავი ქვეყნების ეკოპროგრამის ნაწილია და ადგილობრივი მთავრობების მიერ არის მხარდაჭერილი.
სრულად
21.04.2017
ცნობილი კიეველი პიარმენეჯერი და ბიზნეს ტრენერი ტანია მერზლაია ბოლო რამდენიმე თვეა სვანეთში, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.04.2017
25.04.2017
USD
1
USD
2.4038
2.4100
EUR
1
EUR
2.5718
2.6161
GBP
1
GBP
3.0757
3.0903
RUB
100
RUB
4.2720
4.3181