ქართული სიგარა ექსპორტზე ჩინეთში გადის
ქართული სიგარა ექსპორტზე  ჩინეთში გადის
22 იანვარი / 2016
სიგარებისა და სიგარელების მწარმოებელი კომპანია "იმერი" საკუთარ პროდუქციას მალე ჩინეთის საექსპორტო ბაზარზე გაიტანს.
როგორც კომპანიის დირექტორი თამაზ თურმანიძე, "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, მოლაპარაკების ეტაპი წარმატებით დასრულდა, პროდუქციამ მოწონება დაიმსახურა და გადაწყვეტილების მიღებისთანავე კომპანია ექსპორტზე გასასვლელად მზადაა. თურმანიძის განცხადებით, ანალოგიური სიტუაციაა ბალტიისპირეთის ქვეყნებთანაც. ქართული თამბაქოს ნაწარმმა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთის მხარეც დააინტერესა.

ამჟამად კომპანია 30-ზე მეტი დასახელების სიგარას და მასთან დაკავშირებულ 60-მდე აქსესუარს ამზადებს, მათ შორის საფერფლეს, ყალიონის და სხვა. წარმოებული სიგარები ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და თბილისში იყიდება. მცირე
You must have Flash Player installed in order to see this player.
რაოდენობით კი თურქეთის  Duty Free-შია წარმოდგენილი.
საწარმოს დირექტორის თქმით, სიგარების დასამზადებლად  4-5 სახეობის თამბაქო გამოიყენება, რომელთაგან ორი აჭარის მაღალმთიან რეგიონებში - ხულოში, ქედასა და შუახევში მოდის, ნაწილს კი ინდონეზიიდან, კუბიდან და დომენიკის რესპუბლიკიდან ნედლეულის სახით იღებენ. ორიენტალური ანუ მზეზე ნაშრობი თამბაქოს წილი აღნიშნული სიგარების დამზადებაში 10%-ია, დარჩენილი ნაწილი კი ნატურალური, სხვადასხვა ჯიშისა და ხარისხის თამბაქოს ნარევს წარმოადგენს.

"ორიენტალური თამბაქო არის ბუნებრივი მაკეთილშობილებელი, რომელსაც მსოფლიოში სიგარის წარმოებისას ძალიან იშვიათად იყენებენ, რადგან ეს ნედლეული მცირე რაოდენობითაა", - აღნიშნავს თამაზ თურმანიძე.
შპს "იმერი" 1992 წელს დაფუძნდა, თუმცა კომპანიამ სიგარების წარმოება 2007 წლიდან დაიწყო. აღნიშნული საწარმო ქედაში 2000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ადგილზე დღის განმავლობაში 1000 ღერი სიგარელას დამზადებაა შესაძლებელი. საწარმოში ამჟამად 20 ადამიანია დასაქმებული.

წარმოების ამოქმედებისთვის საერთო ჯამში 250 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საიდანაც 40 ათასი დოლარი აგროკრედიტის სახით სახელმწიფოსგან გამოიყო.
სულ რამდენიმე დღეში ქართულ ბაზარზე კიდევ სამი დასახელების სიგარა გამოჩნდება. თამაზ თურმანიძის თქმით, კომპანია შეეცადა მოგების მარჟის შემცირებით, იმპორტირებული პროდუქციისთვის ღირსეული კონკურენცია გაეწია.

ქრისტინე გამთენაძე


კომენტარები (3)
24.01.2016
ზვიადი
ეს თუ ის ფირმაა რომელიც უშვებს სიგარებს სახელწოდებით "თბილისი" და "ჩერჩილი", მაშინ ესენი, ან ვინც არიან, არიან უნამუსო სპეკულიანტები, ბიზნესი კიარა ქორვაჭრობა ქვია ამას. კუბური სიგარები იყიდება აქ 10-15 ლარიდან და ესენი კი აქ წარმოებულ სიგარას ყიდიან 50-ლარიდან და ზევით. ესაა ყაჩაღობა და სპეკულიანტობა.
24.01.2016
ხათუნა
უკომენტაროდ!)))
მსგავსი სიახლეები
კომპანია BPC თებერვლიდან ასკილის ბიოწვენს აშშ-ში, ჯორჯიას შტატის ქალაქ ატლანტაში გაიტანს.
ჩინურ კომპანია CEFC China Energy Company Limited- სთან გაფორმებული მემორანდუმი გვაძლევს საშუალებას ჩავთვალოთ, რომ ჩინეთი ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით, რეგიონში ყველაზე უფრო საქართველოში უნდა იყოს წარმოდგენილი
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, საოჯახო სასტუმრო "შატო დიოში" იმყოფებოდა. 
ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებად რჩება, სადაც მომავალ წელს ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს გააგრძელებს.
კომპანია „ლაითური“ ოზრუგეთში, 25 ჰა მიწის ნაკვეთზე ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს გახსნის. ქონების მართვის სააგენტოს ცნობით, „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიას“ მიწა 25 წლის ვადით გადაეცა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი საქართველოში ბელორუსის რესპუბლიკის ელჩს, მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა.
ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანია „შილდამ“ ჩინურ მხარესთან რეკორდული მოცულობის კონტრაქტი გააფორმა.
2030 წლისთვის თამბაქოს მოწევით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1/3-ით გაიზრდება
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ქალაქ მინსკში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.01.2017
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში დასაქმების მსურველების გადამზადება დაიწყო.
სრულად
20.01.2017
ქართული წარმოების დაკონსერვებული ჩაქაფული, ხაში, ჩაშუშული, პაშტეტი - ბაზარზე თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. პროდუქციის გამოშვებას კომპანია "კულა" გეგმავს.
სრულად
20.01.2017
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მე-16 პოზიციაზეა, „ფორბსის“ მიერ ბიზნესისთვის საუკეთესო 139 ქვეყანას შორის 43-ეა.
სრულად
19.01.2017
საქართველოს მთავრობამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი კომპანია "იალონს" გადასცა.
სრულად
18.01.2017
მ.ს. დევისმა, ყოფილმა ბანქოს მოთამაშემ და ბიზნესმენმა, 90 მილიონი დოლარი დახარჯა აშშ-ში უმსხვილესი კერძო ნაკრძალის შესაქმნელად.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
20.01.2017
21.01.2017
USD
1
USD
2.6624
2.6763
EUR
1
EUR
2.8440
2.8457
GBP
1
GBP
3.2758
3.2894
RUB
100
RUB
4.4972
4.4722