საქართველოში 5 დოლარად ნაყიდ ღვინოს რუსეთში 120 დოლარად ყიდდნენ
საქართველოში 5 დოლარად ნაყიდ ღვინოს რუსეთში 120 დოლარად ყიდდნენ
8 თებერვალი / 2016
საწარმო "შალოშვილის მარანს” ღვინის რეალიზაციის პრობლემები აქვს.
ალექსი შალოშვილის თქმით, წელს გაყიდვები მკვეთრად შემცირებულია და ექსპორტზე გასვლაც სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდება.
,,შალოშვილის მარანში” ამ ეტაპზე 6 სახეობის ბოთლის ღვინო იწარმოება. მეღვინე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთისა და შვეიცარიის ბაზარზე გასვლის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
,,ვაპირებდით ექსპორტზე გასვლას, სინჯები წაიღეს, მაგრამ ტექნიკური მხარე ჭიანურდება. გაყიდვები გვიჭირს. ამ ეტაპზე ფაქტობრივად, გაჩერებული ვართ”, - აცხადებს ალექსი შალოშვილი.
მისი თქმით, გასულ წელს მისგან 5 დოლარად ნაყიდ ღვინოს რუსეთის პრემიუმ კლასში დაახლოებით
You must have Flash Player installed in order to see this player.
120 დოლარად ყიდდნენ, არარეალურად მაღალმა ფასმა კი მოთხოვნის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.
შალოშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენაზე ხელმისაწვდომობა შედარებით მცირე მეწარმეებს არ გააჩნიათ.
„აღნიშნული ღონისძიებები 3-4 ათასი ევროს დანახარჯს მოითხოვს. მაღალბიუჯეტიანი გამოფენები კი დადებითი ტენდენციის და გაყიდვების გაზრდის გარანტია არ არის. პოპულარიზაციის კუთხით დახმარება გვჭირდება, გამოფენებზე არ გვაქვს ხელმისაწვდომობა. იქ დაწესებულ გადასახადებს ვერ ვიხდით. თანხის წინ და უკან სიარულში დახარჯვას ისევ ტურიზმის მიმართულებით განვითარება ვამჯობინე”, -აცხადებს ალექსი შალოშვილი.
გაზაფხულისთვის ალექსი შალოშვილი საკუთარ ვენახებში გაშენებული სასტუმროს გაფართოებას აპირებს. მისი თქმით, ღვინის ტურიზმი თანდათან უფრო შემოსავლიანი ხდება და ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია.
15 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, 20-ნომრიანი სასტუმრო და იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა საერთო ჯამში, მილიონ ლარამდე განხორციელებული ინვესტიციის შედეგია. ალექსი შალოშვილმა 200 ათას დოლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტით დახმარება სახელმწიფოსგან მიიღო.

ქრისტინე გამთენაძე
კომენტარები (3)
13.02.2016
ისე რა
მარკეტინგულად აბსილიტურად წამგებიანი ნებისმიერი დიდი და რთული სახელის გამოყენება. მაგრამ რჩევის ფორმაა კიდევ უარესი. ევროპაში , დანიაში ვცხოვრობ დაცდამიჯერეთ ასე თავხედურად მართლა არ ესმით დემოკრატია. ეს კონკრეტულად ამ ადამიანის პრობლემაა, მართლა რჩევას აძლევდე ადამიანს და ლანძღავდე არ მინახია.
10.02.2016
არა
"დიახ" ვციტირებ:გრზელი და უშნო გვარი გაქვს" კარგი რჩევა კი მიეცით სახელთან დაკავშირებით, მაგრამ შეურაცხოფის გარეშე ამას ვერ გააკეთებდით?! თუ მაქ საზღვარგარეთ ასეა მიღებული, უცნობებს შენობით მიმართო და თან ისევ ვციტირებ: "ბოდიში და მაგ გვარს სადაც გაქვს იქ არ გამოვაჩენდი არატი ღვინის ბოტლზე არ დაბლოკოტ ტუ დემოკრატიაა სიტყვის..." სითყვის თავისუფლება და დემოკრატია ასე გესმით მაქ საზრვარგარეთ?! მე, რომ მიკითხოთ თქვენ მეტად არცხვენთ ამ ქმედებით ერს, ვიდრე ამ ადამიანის გვარი......
მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3983 ლარი გახდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მნიშვნელობა და როლი განმარტა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3995 ლარი გახდა.
ქართული ტყის ვაშლით (მაჟალო) გერმანული კომპანია „როუზ ოფისი” დაინტერესდა. ამ ეტაპზე მოთხოვნა 2 ტონა გამშრალ მაჟალოზეა, რომელიც ბიოსერტიფიცირებულია.
სავალუტო ბაზარზე დღეს განსაკუთრებული დღეა - იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა იენზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვაკეთის ელჩს საქართველოში რუდოლფ მიხალკასა და სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში, აჭარაში ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატებაა.
Check in Georgia-ს სამ მსხვილ ღონისძიებაზე - ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და Maroon 5-ის კონცერტებზე ინტერნეტის საშუალებით მსოფლიოს 49 ქვეყანაში სულ 2 958 ბილეთი გაიყიდა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმდინარე 6 თვის მონაცემებს აქვეყნებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.07.2017
სნოში ხვალ პილიგრიმებისთვის 34-ადგილიანი სასტუმრო გაიხსნება.
სრულად
22.07.2017
"21 სული ძროხა გვყავს, მათ შორის 10 მეწველია, ზოგი ბუღაა, ზოგიც ხბო. მესაქონლეობას შარშან, ივლისში მივყავით ხელი. სათიბში მთაში დავდივართ. კიდევ 4 ღორი და 27 ბურვაკი, 2 ცხენი და თხებიც გვყავს. საქონლის მწყემსვაში 5 ძაღლი გვეხმარება - 3 მეცხვარე  და 2 მეძებარი"
სრულად
20.07.2017
„ვისოლ ჯგუფი“ ხვალ, „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს გახსნის.
სრულად
20.07.2017
ბაზარზე დაახლოებით 4-5 თვეა გამოჩნდა ქართული ინტერნეტ პლატფორმა, რომელიც ციფრული ანალიტიკისა და მარკეტინგული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.
სრულად
20.07.2017
მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 578 ერთეული შეადგინა, რაც მაისის თვის მონაცემზე 5.2%-ით ნაკლებია, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტი.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
22.07.2017
23.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713