Samsung-მა Apple-ს ისევ აჯობა
Samsung-მა Apple-ს ისევ აჯობა
9 თებერვალი / 2016
2015 წელს მსოფლიო მასშტაბით სმარტფონების გაყიდვებმა 1,4 მილიარდს გადააჭარბა,
რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-თ მეტია. 2015 წელი სმარტფონების ბაზარზე გამორჩეული იყო რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „სამსუნგსა“ და Apple-თან ერთად, ლიდერთა ხუთეულში აღმოჩნდნენ ბიუჯეტური ჩინური კომპანიები, როგორებიც არიან Huwaei, Lenovo და Xiaomi.
რაც შეხება 2015 წლის გაყიდვების ლიდერს, ეს წოდება კიდევ ერთხელ შეინარჩუნა სამხრეთ კორეულმა Samsung-მა, რომელმაც 324.8 მილიონი სმარტფონი გაყიდა. თუმცა „სამსუნგის“ გაყიდვების ზრდა ბევრად ჩამოუვარდება კონკურენტების მაჩვენებელს. მეორეადგილოსანმა Apple-მა 231.5 მილიონი სმარტფონი გაყიდა, თუმცა ზრდამ 2014 წელთან შედარებით 20%-ს გადააჭარბა. აქვე აღსანიშნავია რომ 2015 წელს Apple ბაზარზე მხოლოდ 5 სმარტფონით იყო წარმოდგენილი მაშინ, როცა მისი უშუალო კონკურენტი ათეულობით მოდელს ყიდის.

International Data Corporation-ის კვლევის თანახმად, Samsung-ი დიდი წნეხის ქვეშაა კონკურენციის მხრივ როგორც Apple-ისგან, ასევე დაბალფასიანი ჩინური კომპანიებისგან და შესაბამისად, ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა.
წლევანდელი მონაცემებით, ასევე გაირკვა, რომ Huawei 2015 წელს ისტორიის განმავლობაში მეოთხე კომპანია (Nokia, Samsung და Apple-ის შემდეგ) გახდა, რომელმაც 1 წლის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი სმარტფონი გაყიდა.
რაც შეეხება ბაზრის სხვა მოთამაშეებს, როგორებიც არიან LG, HTC, Microsoft და სხვები, ისინი სმარტფონების ბაზარზე ჯამში 43.6%-ს იკავებენ და მათი გაყიდვების მაჩვენებელი 2015 წელს 4,2%-ით გაიზარდა.

bpn

კოკა კვირკველია

კომენტარები (6)
11.02.2016
APPLE
APPLE ლიდერია, სხვა დონეა. შესაძლებლობები აქვს SUPER
10.02.2016
თედო პაპა
აიფოუნი მაინც ყველას ჯობია
მსგავსი სიახლეები
იაპონია მსოფლიოში ყველაზე მძლავრი „სუპერკომპიუტერის“ შექმნას გეგმავს.
სასტუმრო ”ჰუალინგში” დღეს, საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გაიმართება.
ხვალ, სასტუმრო ”ჰუალინგში” საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გაიმართება.
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა.
ინდოეთის შტატ გოას ადგილობრივი ხელისუფლება ნაღდი ფულით ყიდვის განხორციელების აკრძალვას გეგმავს.
ქართულ ბაზარზე ჩინური სიგარეტი CHUNGHWA გამოჩნდა, რომლის ერთი კოლოფი 15 ლარი ღირს. მასობრივი მოხმარების თამბაქოს ნაწარმს შორის ეს ყველაზე ძვირადღირებული სიგარეტია.
2011 წელს ავსტრალიელმა ფარმაცევტმა დანიელა დი პილამ შექმნა საპონი, რომელიც თხის რძისგან მზადდება და მომხმარებელს კანის ისეთი დაავადებების მკურნალობაში ეხმარება, როგორიც ეგზემაა.
„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინურ კომპანია Shanghai CDB Zhenglian Financial Services Co., ltd-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ჩინური კომპანიის თანამშრომლების მიერ ნაცემი მუშები და მათი ადვოკატები საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
04.12.2016
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის გაზრდა 2017 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.
სრულად
03.12.2016
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებულს სპეციალური პრიზი გადასცა.
სრულად
02.12.2016
ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.
სრულად
02.12.2016
სანკტ-პეტერბურგში მოქმედი კაფე-სანაყინეების ქსელი Galateria Plombir ქართულ ბაზარზე შემოდის. პირველი კაფე თბილისში დეკემბრის ბოლოს გაიხსნება.
სრულად
01.12.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
04.12.2016
05.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854