თხილის ბიზნესი არნახულ ზარალს განიცდის
თხილის ბიზნესი არნახულ ზარალს განიცდის
12 თებერვალი / 2016
რატომ აღარ იბარებენ პროდუქციას თხილის მიმღები პუნქტები?
თხილის ფასი კატასტროფულად დაეცა: სამეგრელოში, გურიასა და იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობას თხილი მოჰყავს, თვენახევრის განმავლობაში 1 კილოგრამი თხილის ფასმა 5 ლარით დაიკლო.
თუ დეკემბრის დასაწყისში ერთი კილოგრამი თხილი 8,5-9.00 ლარი ღირდა, ახლა - 3,50-4.00 ლარი ღირს. როგორც ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანები ამტკიცებენ, მსგავსი ვარდნა თხილის ბაზარზე ჯერ არ დაფიქსირებულა. გაიაფების მიზეზად თურქულ თხილზე ფასის დაცემას ასახელებენ, თუმცა აღიარებენ, რომ ზამთარში ქართული თხილის ხარისხიც დაბალია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გიორგი ნ.-ს ესაუბრა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს და თხილის ბაზარზე შექმნილ სიტუაციას კარგად იცნობს.
მისი თქმით, ზარალს განიცდის ყველა - მსხვილი ბიზნესით დაწყებული, მცირე მეწარმეებით და ჩამბარებელი პუნქტებით დამთავრებული, რადგან მეწარმეების დიდმა ნაწილმა თხილი წინასწარ, გაცილებით მაღალ ფასში შეიძინა.
გიორგი ნ.: "საერთოდ, როდესაც თურქეთში დიდი მოსავალია, სხვა ქვეყნებში თხილის ფასი ყოველთვის ეცემა. ვგულისხმობ აზერბაიჯანს, ესპანეთს და საქართველოს, მაგრამ რაც ბოლო თვეებში მოხდა, ყველასთვის მოულოდნელი „სიურპრიზი“ აღმოჩნდა: ამჟამად, ჩამბარებელ პუნქტებში თხილი 3,5-3,80 ლარი ღირს, ეს მაშინ, როცა შარშან 1 კილოგრამი 14 ლარი ღირდა. ეს იყო ასტრონომიული ფასი, რომელიც შეიძლება საუკუნის განმავლობაში აღარც განმეორდეს. ეს ფასი თხილის მცირე მოსავალმა განაპირობა, როგორც თურქეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. შარშანდელი დეფიციტის გამო თხილზე მოთხოვნაც გაიზარდა და ფასიც. დღეს რა ხდება? - ძალიან ბევრ კომპანიას და მეწარმეს თხილი წინასწარ, 5-6 ლარად აქვს ნაყიდი, მათთვის ეს კატატროფაა. ქარხნები, რომლებმაც თხილის მარაგი წინასწარ შეიძინეს, არნახულ ზარალს განიცდიან. სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე ქარხანა ვიცი, რომელსაც 30-40 ტონა დარჩეული თხილის გული აქვს შენახული. ისინი 1 კილოგრამზე 2,5 დოლარს აგებენ, ეს კი, ერთ მანქანაზე 55 ათასი დოლარის ზარალს ნიშნავს. საერთოდ, ნოემბერ-დეკემბრიდან ბაზარზე თურქეთი შემოდის მთელი თავისი პოტენციალით. ამიტომ, ქართულ თხილზე მაღალი ფასი მოსავლის აღებიდან 1-2 თვის განმავლობაში ფიქსირდება, შემდეგ კი, სიტუაცია იცვლება. ახლაც ასე მოხდა, მაგრამ თხილის ფასის ასეთ კლებას მაინც არავინ ელოდა", - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა. 
ბატონი გიორგის შეფასებით, ზამთრის სეზონზე 4 ლარი ქართული თხილისთვის ნორმალური ფასია, რადგან მის ხარისხს შეესაბამება. მან ქართულ თხილზე ფასის დაცემის კიდევ ერთი მიზეზი გაგვიმხილა: „როგორც ვიცი, ერთ-ერთმა ექსპორტიორმა კომპანიამ თავის პროდუქციაში მიწის თხილი შეურია, მიწის თხილი კი, ალერგენია და არ უნდა მიიღოს იმან, ვისაც ალერგია აწუხებს. ეს პროდუქტი გერმანულმა კომპანიამ შეისყიდა. ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მასში 25% მიწის თხილი იყო. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უარყოფითად აისახა ევროპაში ქართული თხილის რეალიზაციაზე. ჩვენ ისედაც არ ვართ ამ ბაზრის მსხვილი მოთამაშეები და მსგავსი ფაქტები ქართული თხილის პრესტიჟს სერიოზულად აზიანებს. ამბობენ, რომ რაღაც სანქციებიც უნდა დაწესდეს და ქართულ თხილზე კონტროლის სისტემაც გაძლიერდეს“.
„თხილის გაიაფება მოსალოდნელი იყო“, - აცხადებს ოზურგეთის რაიონის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტი.
"ცნობილია, რომ თურქეთი აბალანსებს თხილის ფასს მთელ მსოფლიოში, თხილს ჩინეთიც აწარმოებს: ჩინელებს თხილის პლანტაციები 200 ათას ჰექტარზე აქვთ გაშენებული, მაგრამ ეს ქვეყანა, თურქეთის მსგავსად, ექსპორტიორი არ არის და თავისი მოსავალი მსოფლიო ბაზარზე არ გააქვს. ამიტომ, თხილის მსოფლიო ბაზარზე თურქეთი მთავარი მოთამაშეა, მით უმეტეს, მათი ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენებური თხილისა. გურიაში მაგალითად, წელს გვალვა იყო, ზაფხულში წვიმა სულ ორჯერ მოვიდა, რამაც თხილის ხარისხზე ძალიან იმოქმედა: თხილის გულს არა აქვს ის გამოსავლიანობა, რომელიც უნდა ჰქონდეს. მოკლედ, ვინც თავის დროზე ჩააბარა თავისი მოსავალი, იმან მოიგო. თხილის მიმღები პუნქტების და საწარმოების ნაწილი გაჩერებულია იმიტომ, რომ ჯერ რაც ნაყიდი აქვთ, იმ პროდუქტის რეალიზაცია უნდა მოასწრონ", - აღნიშნავს აკაკი ღლონტი.
თხილის ფასის დაცემის გამო ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან საოჯახო მეუნეობებიც. ფიქრია ბარამიძე ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში ცხოვრობს, სადაც მცირე საოჯახო მეურნეობა აქვს და ამბობს, რომ თხილის გაიაფებამ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა.
"ამ დღეებში ოზურგეთში ძალიან კარგი ხარისხის თხილი 4,5 ლარი ღირდა, ხოლო შედარებით დაბალი ხარისხის თხილს საერთოდ აღარ იბარებენ. ამის გამო ხალხი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა: ზოგიერთი ოჯახი მთელი წლის განმავლობაში ელოდება თხილის მოსავალს. საგაზაფხულო სამუშაოებსაც თხილის ფულით ვატარებთ, სასუქებს და შხამქიმიკატებსაც ასე ვყიდულობთ. თხილის ფასის ვარდნამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო. შარშან უხარისხო თხილიც კი 6-7 ლარზე დაბლა არ ჩამოდიოდა. წელს კი ფაქტია, რომ თხილის ჩაბარებას ვეღარ ვახერხებთ და ისიც არ ვიცით, მომავალში რა იქნება!“ - აცხადებს ფიქრია ბარამიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე
კომენტარები (11)
18.02.2016
ბებე
სოფლის მეურნეობის უცოდინქარ ნაციონალ მინისტრს მოთხოვეთ პასუხი
14.02.2016
ფბზე GeorgianNuts
ქაართული თხილის პრომოტირებბის და გაყიდვის მიზნიტ შეიქმნა ფბ საიტი, ვისაც ტხილის გაყიდვა გინდატ მსოფლიო ბაზარზე დადეტ ტქვენი თხილის მონაცემები ფასებიტ და ერტად შევეცადოტ თხილის გაყიდვას, მსოფლიოში უამრავი კერზო პირი ტუ საკონდიტრო და ტკბილეულის კომპანიებია დაინტერსებული ტხილის ყიდვიტ როცა ჩვენი ფასები ტურქულის ფასებს სჯობს და ხარისხიც არ არის ცუდი აუცილებლად გავყიდიტ, შემოგვიერდიტ და ერტად გავუწიოტ პრომოტირება ჩვენს ტხილს და გავყიდოტ. facebook.com/GeorgianNuts/
მსგავსი სიახლეები
”ვითიბი ბანკის” კლიენტებს, დღეიდან, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ჩაერთონ საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივ პროგრამაში, რომელიც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის გალარებას ითვალისწინებს.
ჯიხურებში ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასი 10-დან 60 თეთრამდე გაიზარდა.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
ბრიტანული „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ პირველად საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, საბაკალავრო პროგრამის - ბიზნეს ადმინისტრირება-ფინანსების განხორციელებას იწყებს.
სესხების გალარების პროგრამა დაახლოებით 27 000 ფიზიკურ პირს შეეხება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
ლარიზაციის გეგმა იქნება დამატებითი იმპულსი, რომ ლარი გამყარდეს და ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვემო ჩხოროწყუში თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას.
13 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7211 ლარი შეადგინა.
საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა.
12 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7372 ლარი შეადგინა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.01.2017
მ.ს. დევისმა, ყოფილმა ბანქოს მოთამაშემ და ბიზნესმენმა, 90 მილიონი დოლარი დახარჯა აშშ-ში უმსხვილესი კერძო ნაკრძალის შესაქმნელად.
სრულად
18.01.2017
სამთავრობო ცვლილებებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ქონების რეალიზაციის, მომსახურების ან რეკლამირებისას ფასის ლარში გამოხატვა სავალდებულო გახდება.
სრულად
18.01.2017
ვიქტორ და ანა რაზუმოვები საქართველოში დუბაიდან საცხოვრებლად ხუთი თვის წინ ჩამოვიდნენ.
სრულად
17.01.2017
სასტუმრო "ანაკლიის" გაყიდვა მესამე აუქციონზე იგეგმება.
სრულად
17.01.2017
ონალაინ სესხებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. როგორც ”ნეტკრედიტის” დირექტორის მოადგილე ზვიად აიწურაძე აცხადებს, ახალი რეგულაციები ონლაინ კომპანიების საქმიანობას ხელს შეუშლის და მათი ნაწილი ბაზრიდან გავა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
18.01.2017
19.01.2017
USD
1
USD
2.6543
2.6624
EUR
1
EUR
2.8335
2.8440
GBP
1
GBP
3.2271
3.2758
RUB
100
RUB
4.4828
4.4972