ბიზნესი სახლიდან გაუსვლელად

ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო სხვადასხვა საქმიანობის წახალისებას.დღეს გაცილებით მარტივია სახლიდან გაუსვლელად ბიზნესის დაწყება. შედეგად ბოლო პერიოდში ბევრ ადამიანს შეხვდებით, ვინც სახლში საქმიანობს და შემოსავალიც ნორმალური აქვს, ასეთი ხელნაკეთი ნივთების ბიზნესია.

ზოგი ქსოვს, ხატავს, ძერწავს, აკეთებს სხვადასხვა სახის სუვენირებს, აწყობს სამკაულებს და ა.შ. ჩვენ რამდენიმე ასეთ ადამიანს გავესაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ და როდის დაიწყეს ბიზნესი და თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნივთები ქვეყნის გარეთაც გაყიდონ.

24 სოფომ და 22 წლის თამუნამ საკუთარი ბიზნესი სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. სახლში მუშაობენ, შეკვეთებსაც იღებენ და თავიანთ გაკეთებულ ნივთებს ქვეყნის მასშტაბით ყიდიან. ჯერ მხოლოდ ონლაინ რეჟიმში მუშობენ, მათ სახლში მიტანის სერვისიც აქვთ.

"ჩვენ სხვადასხვა დიზაინის ჩოკერებს, პოლიმერული თიხის ნაკეთობებს ვაკეთებთ, ძირითადად ყელსაბამებს, DreamCatcher-ებს, რომელიც დღეს ძალიან მოდურია, ყელსაბამებს ქილის ფორმით. ასევე ვამზადებთ ყელსაბამებს, რომლის გამოსახულების შერჩევაც მომხმარებელს შეუძლია. შეკვეთებს ვიღებთ არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ მთელი საქართველოდან. ფოსტით ვუგზავნით მომხმარებლებს შერჩეულ ნივთებს. ჩვენი მთავარი უპირატესობა დაბალი ფასებია. ვცდილობთ პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. მოგეხსენებათ მსგავს პროდუქციას სხვებიც ქმნიან, მაგრამ ფასების გამო ბევრი მის შეძენას ვერ ახერხებს", - ამბობს სოფო.

იხილეთ გაგრძელება

თეა ბეჟიტაშვილი

Allnews.ge