მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვისკები
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვისკები
19 თებერვალი / 2016
ფაქტია, რომ ვისკის გემო და ხარისხი მისი სიძველით ყალიბდება და ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ვისკის საუკეთესო სასმელად აღიარებენ. გარდა იმისა, რომ მისგან მეორე დღეს ყველაზე ნაკლებად შეიძლება იყო „ნაბახუსევი“, ვისკი ამავე დროს მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე „ჯანსაღ“ ალკოჰოლად. როგორც ვისკის მოყვარულები იტყვიან, არ არსებობს ცუდი ვისკი. არსებობს მხოლოდ ზოგიერთი ვისკი, რომელიც სხვებივით კარგი ვერ არის.
ათეულში მოხვდა სამი ამერიკული, სამი შოტლანდიური, 1 იაპონური 1 ირლანდიური და 2 კანადური წარმომავლობის ვისკი, რომლებსაც ამჟამად ბრიტანული და ამერიკული კომპანიები აწარმოებენ.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვისკების ტოპ ათეულს.
10. Black Velvet -ყველაზე „შავი“ და ყველაზე ახალგაზრდა ვისკი. Black Velvet 1991 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა ვანილის, ქოქოსისა და კარამელის განუმეორებელი არომატის გამო. Black Velvet-ის სამშობლო კანადაა.
9. Jameson - მსოფლიო მასშტბით ცნობილი ირლანდიური ვისკია, რომელიც განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა იმის გამო, რომ არის სამჯერნახადი. Jameson-ს მარმელადისა და ჯანჯაფილის გემო დაჰკრავს. ვისკის მწერალმა ჯიმ მიურეიმ მას 95 ქულა მიანიჭა.
8. Crown Royal - ნამდვილი კანადური ვისკია, რომელსაც ამჟამად ერთ-ერთი უმსხვილესი ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანია Diageo აწარმოებს. ამ ვისკის პირველი ბოთლი 1939 წელს მეფე ჯორჯ VI-ის კანადაში ვიზიტის აღსანიშნავად ჩამოასხეს.
7. Jim Beam - 200 წლოვანი ისტორიის მქონე ამერიკული სასმელია, რომელიც კენტუკიდან იღებს სათავეს. მას ახასიათებს შესანიშნავი სურნელი ვანილის წყალობით.
6. Canadian Club - მიუხედავად სახელწოდებისა და კანადური წარმომავლობისა, „კანადიან ქლაბს“ ამჟამად ამერიკული კომპანია აწარმოებს. ეს ვისკი მიჩნეულია ყველაზე ეგზოტიკურ ვისკად, რომელსაც ბალახისა და მუხის სურნელი დაჰკრავს.
5. Ballantine’s - რამდენიმე ალკოჰოლისგან მიღებული შესანიშნავი შოტლანდიური ვისკია, რომელიც გაყიდვებით ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, მისი განუმეორებელი გემოდან გამომდინარე.
4. Suntory - ნამდვილი „სამურაია“ იაპონიიდან. 1923 წელს ოსაკაში დაარსებული კომპანია დღეისათვის ყველაზე ძველ და წარმატებულ ალკოჰოლურ კომპანიად ითვლება სამშობლოში.
3. Chivas Regal - ძმებ ჩივასების მიერ 1801 წელს დაარსებული კომპანია, რომელიც შუაგული შოტლანდიიდან არის და გამორჩეულია მისი განსაკუთრებული სურნელით და არომატით. ასე რომ, თუ ჯერ არ გაგისინჯავთ მისი გემო, ჩათვალეთ, ყველაფერი წინ გაქვთ.
2. Johnnie Walker - ვისკებს შორის ყველაზე გაყიდვადი ბრენდია, რომელიც არსებობის 200 წელს ითვლის. ის საუკეთესო შოტლანდიურ სასმელად მიიჩნევა. ბაზარზე მისი არაერთი ვარიანტია წარმოდგენილი, როგორებიცაა Johnnie Walker Black, Johnnie Walker Blue და სხვები.
1. Jack Daniel’s - ზოგიერთი მას „ღვთიურ ნექტარს“ უწოდებს. ეს ვისკი თითქმის 140 წლისაა და ძირითადად სელებრითების საყვარელ სასმელად მიიჩნევენ. ბევრ ცნობილ ჰოლივუდელს „მასთან ერთად“ არაერთი ფოტო გადაუღია. არც არის გასაკვირი - Jack Daniel’s ყველაზე გაყიდვადი ამერიკული ნამდვილი ტენესური ვისკია.

კოკა კვირკველია

კომენტარები (1)
19.02.2016
შაკო
გლენმორანჯი, რედ ლეიბელ, გლენფიდიჩი, დიუარსი, ბუშმილსი, ლაფროუეიგი და კიდევ ბევრი მაგარი ვისკი აკლია სიას
მსგავსი სიახლეები
მას შედმეგ რაც 2015 წელს დიდი დატვირთვის გამო ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა, იაპონიის უმსხვილესმა სარეკლამო სააგენტომ Dentsu-მ გადაწყვიტა შეცვალოს კომპანიის მიერ 1951 წელს შემოღებული პრინციპები.
საგამოძიებო სამსახურმა, ბრენდირებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის, ყალბი აქციზური მარკების გამოყენების და გასაღების, ასევე, მეორადი გამოყენების მიზნით აქციზური მარკების გამოყენების და გასაღების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
ამერიკული სტარტაპი Hyperloop One დუბაიში მსოფლიოს ყველაზე სწრაფ სატრანსპორტო სისტემას „ჰიპერლუპს“ შექმნის.
კომპანია „ბორჯომს“ რუსეთში უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიის „Чистая вода“-ს შეძენა სურს
ირლანდიელი მწერლის მაიკ მაკკორმეკის რომანი ”მზის კორსეტი” გოლდსმითის უნივერსიტეტის პრესტიჟული პრემიის გამარჯვებული გახდა.
მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ “ყაზბეგში“, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მოწვევით საქართველოში იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) დელეგაცია იმყოფება, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოს მთავრობის წევრებთან და კერძო სექტორთან საქმიან შეხვედრებს მართავენ.
2016 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა.
კანადურმა კომპანიამ BlackBerry-იმ ანდროიდის ბაზაზე მომუშავე უკანასკნელი სმარტფონი წარადგინა. მოწყობილობა სახელწოდებით — DTEK60 იქნება რიგით მესამე და ბოლო სმარტფონი, რომელსაც კომპანია აწარმოებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.12.2016
ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.
სრულად
02.12.2016
სანკტ-პეტერბურგში მოქმედი კაფე-სანაყინეების ქსელი Galateria Plombir ქართულ ბაზარზე შემოდის. პირველი კაფე თბილისში დეკემბრის ბოლოს გაიხსნება.
სრულად
01.12.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა.
სრულად
01.12.2016
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-კორეის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
სრულად
01.12.2016
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ თურქული კომპანია Betareks-ის დამფუძნებელ ნეჯატ
ონერთან შეხვედრა გამართა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854