"სოკოს ჩინური კონსერვები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე იყიდება, დაბალხარისხიანია"
"სოკოს ჩინური კონსერვები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე იყიდება, დაბალხარისხიანია"
20 თებერვალი / 2016
ჩინური კონსერვები საქართველოში, ფაქტობრივად, უკონტროლოდ შემოდის. ამის შესახებ კომპანია ”თეთრი ქუდის” გენერალურმა დირექტორმა ივანე იოსელიანმა PALITRANEWS-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა.

ივანე იოსელიანის თქმით, კომპანიას კონსერვების წარმოება სურს: ”კონსერვების წარმოებაზე ვფიქრობთ. ძალიან საინტერესო მიმართულებაა. ჩვენ საკონსერვო ბაზარი თითქმის გავანახევრეთ, რადგან ნედლი სოკოს ფასი შემცირდა, თუმცა ბაზარზე უხვადაა წარმოდგენილი ძალიან იაფი კონსერვები, ძირითადად, ჩინეთიდან იმპორტირებული”, - აღნიშნავს ივანე იოსელიანი.

მისივე თქმით, ჩინეთიდან იმპორტირებული კონსერვები უხარისხოა და მათი შემოტანისას კონტროლი არ ხდება: ”ძალიან დაბალხარისხიანია და, ფაქტობრივად, უკონტროლოდ შემოდის. შეუძლებელია კონსერვი გახსნათ და იქ ბლანშირებული სოკო იყოს თეთრი, ქათქათა, თუ იქ საღებავები და სხვა დანამატები არ არის”, - ამბობს ივანე იოსელიანი და იმედოვნებს, რომ საქართველოში აღნიშნულ კონსერვებზე კონტროლი დაწესდება:
”კარგი იქნება თუ გარკვეულ ხარისხობივ კრიტერიუმებს დააწესებენ და კონტროლი იქნება ამაზე. ის პროდუქცია ევროპის ბაზარზეც შედის, მაგრამ იქ ძალიან მკაცრად კონტროლდება და იძულებულები არიან ხარისხი დაიცვან და შესაბამისად, თვითღირებულებაც ეზრდებათ”.

ივანე იოსელიანი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საკონსერვო წარმოებაში ფასი ხელისშემშლელი ფაქტორია, მაგრამ თუ საქართველოში რეგულაციები დაწესდება, რომელიც სოკოს კონსერვების ხარისხს გააკონტროლებს, კომპანია კონსერვების წარმოების მიმართულებითაც იმუშავებს.

შგახსენებთ, რომ კომპანია ”თეთრი ქუდი” 2010 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობა სოკოს რეალიზაციას, წარმოებასა და დისტრიბუციას მოიცავს.

გადაცემა "ბიზნესპერსონას" სრული ვერსია იხილეთ დღეს, 20 თებერვალს, PALITRANEWS-ის ეთერში, 20:10 საათზე.
კომენტარები (3)
23.02.2016
lia
ცოტა დაუკლოს მაგ მეპატრონემ ფასი და აღარ იყიდიან ჩინურს! მოუნდა ახლა კონკურენტების ჩამოცილება!
22.02.2016
ავთო
შემოდის ჩინეთიდან!
მსგავსი სიახლეები
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში კოოპერატივის „ნიჩბურა“ მეპაიეებს შეხვდა
მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ახალი წლიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზი იზრდება.
კარგა ხანია, რაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ლარიზაციას ასახელებენ.
საქართველოს ეკონომიკა ინტეგრირებულია სხვა ეკონომიკებთან, საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე კი არასტაბილურობის საკმაოდ მაღალი დონეა
მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი დაეცა, თუმცა ამის ფონზე ბაზარზე სარისკო განწყობა გაიზარდა. 
მომავალი წლიდან მთავრობა რამდენიმე სახეობის პროდუქტზე აქციზის გაზრდას აპირებს - თამბაქოზე აქციზი 60 თეთრით მოიმატებს.
ეს არის უპრეცედენტო, პირველი გადაწყვეტილება, როდესაც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტში ვაჭრობის საკითხებზე გამართულ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი ნადვილად გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ყველაფრის ფასები იზრდება
ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.
რუბრიკის სხვა სიახლეები
07.12.2016
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში კოოპერატივის „ნიჩბურა“ მეპაიეებს შეხვდა
სრულად
06.12.2016
ამბროლაურის აეროპორტი 2017 წლის იანვარში გაიხნება და პირველ ეტაპზე ფრენა ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით განხორციელდება.
სრულად
05.12.2016
კავკასიის ავტოიმპორტის ხელმძღვანელის თქმით, აქციზის გადასახადის მოსალოდნელი გაძვირება უკვე ნეგატიურად აისახა ბიზნესზე.
სრულად
05.12.2016
2016 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1012,5 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 51,4 ლარით მეტია.
სრულად
05.12.2016
ონის რაიონში, სოფელ უწერაში 12 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
06.12.2016
07.12.2016
USD
1
USD
2.5598
2.5744
EUR
1
EUR
2.7234
2.7734
GBP
1
GBP
3.2558
3.2836
RUB
100
RUB
4.0149
4.0370