ქართველი სტუდენტი გოგონების ინოვაციური პროდუქტი - მანათობელი ჩანთა
ქართველი სტუდენტი გოგონების ინოვაციური პროდუქტი - მანათობელი ჩანთა
23 თებერვალი / 2016
იდეის ავტორები თავად არიან, მცირე ბიზნესსაც თავად აუძღვებიან და, სამომავლოდ, ბიზნესის გაფართოებასაც აპირებენ.
ჩანთების წარმოების იდეა ქეთი უბილავასა და ნათია მგელაძეს რამდენიმე თვის წინ გაუჩნდათ. გოგონებმა ხისა და ტყავის მასალით ქალბატონებისთვის ორიგინალური დიზაინის ჩანთების დამზადება დაიწყეს. ცოტა ხნის წინ კი ჩანთებს ახალი, ინოვაციური - ნათების ფუნქცია დაემატა. სამომავლო პერსპექტივაში სტარტაპის ავტორები მამაკაცების სეგმენტის ათვისებასაც გეგმავენ.

სტუდენტი გოგონები ჩანთებს ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” ლაბორატორია FabLab-ში ამზადებენ, პარალელურად აქტიურად იყენებენ ტექნოპარკის სივრცესაც.

დასამზადებელი მასალა და საჭირო დრო: ”უნიკალური, რაც ჩვენს ჩანთებს სხვა ჩანთებისგან განასხვავებს, არის მასალების კომბინაცია, ნატურალური ხე და ნატურალური ტყავი (ასევე ვიყენებთ ტყავის შემცვლელს). მნიშვნელოვანი ფაქტორია გრავირებაც. გარდა ამისა, ჩანთებს დავამატეთ ახალი, ინოვაციური ფუნქცია - განათება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ღამე ჩანთაში იპოვოს საჭირო ნივთი. ჩანთების დამზადებას შეკვეთიდან დაახლოებით 1 კვირა სჭირდება“.
რატომ ხე და ტყავი?: „ფაბლაბში დამზადებული პროდუქტების უმრავლება ხისგან იწარმოება, რადგან ჩვენ საქმიანობის დაწყება ”ფაბლაბის” საშუალებით გვინდოდა, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა ხისგან. ამ დროს გაჩნდა იდეა, რომ ჩანთებისთვის ხე გამოგვეყენებინა, რომელიც საკმაოდ უხდება ტყავს და ქმნის ლამაზ კომბინაციას. თანაც, მსგავსი ჩანთები საქართველოს ბაზარზე არ არსებობს, ამ მხრივ, პირველები ვართ.”
პრობლემები წარმოებაში და სამომავლო გეგმები: ”თავიდან, რა თქმა უნდა, იყო სირთულეები: არ ვიცოდით როგორ გვემუშავა ტყავზე, ხეზე, სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებზე. თუმცა, მალევე ავითვისეთ ყველაფერი და დღესდღეობით წარმოებაში პრობლემები არ გვაქვს.
ჩვენი საქმიანობა უკვე მცირე ბიზნესია და ვგეგმავთ, უფრო დიდ ბიზნესად ვაქციოთ. გვინდა გავფართოვდეთ, მეტი მრავალფეროვნება შევიტანოთ ჩანთების დიზაინში, ასევე ვაპირებთ უფრო მასშტაბურად ვაწარმოოთ მანათობელი ჩანთები, გავიტანოთ ექსპორტზე და, რაც მთავარია, გვონდეს საკუთარი საწარმო და მაღაზია”.
წარმატების გასაღები. ქეთი უბილავა: „ვფიქრობ, თავიდან მთავარია იდეა, კარგი იდეა კი მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შედეგად გარდაიქმნება პროდუქტად, რომელიც უნდა შეიყვარო და გაითავისო, ამის შემდეგ კი თავდაუზოგავი შრომა და საკუთარი თავის რწმენაა საჭირო წარმატების მისაღწევად“.
ნათია მგელაძე: ”ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ინიციატივა, ლიდერობა და საკუთარი თავის რწმენა, რადგან არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები. ყოველთვის მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების და ვცდილობ, ვიზრუნო თვითგანვითარებაზე”.
ქეთი უბილავა ბრენდის შესახებ: ”ჩემთვის „ბეგელსი“ უკვე ყოველდღიური საქმიანობა და ცხოვრების სტილი გახდა. ვატარებ „ბეგელსის“ ჩანთას, რაც მეხმარება მომხმარებლის თვალით შევხედო პროდუქტს და მივხვდე, რას სჭირდება გაუმჯობესება და დახვეწა. ემოციურადაც უკვე ამ ბრენდზე გავხდი დამოკიდებული და ვცდილობ, მუდმივად ვიფიქრო მის განვითარებასა და გაფართოებაზე.”
ნათია მგელაძე ბრენდის შესახებ: ”ბრენდი ნამდვილად შედგა და ეტაპობრივად ვვითარდებით, ვსწავლობთ, ვიკვლევთ მომხმარებლის სურვილებს, რათა უფრო დახვეწილი ჩანთები შევთავაზოთ. ჩემთვის ის ძალიან ძვირფასია გამომდინარე იქედან, რომ მე და ქეთიმ არ დავზოგეთ დრო და რესურსი სამუშაოების სრულყოფისთვის“.
სწავლისა და ბიზნესის შეთავსება: ”ილიას უნივერსიტეტში” ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობთ. ამ ეტაპისთვის, ვფიქრობთ, საკმარისი ცოდნა გვაქვს მიღებული იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი სტარტაპის განვითარება, რისთვისაც არ ვზოგავთ დროსა და რესურსებს. თავიდან რთულია შეთავსება. მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. დროთა განმავლობაში სიტუაცია უფრო მარტივად კონტროლირებადი ხდება და დროის სწორი გამოყენებით შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება”
რჩევები ახალგაზრდებს, რომლებსაც ბიზნესის დაწყების სურვილი აქვთ: ”ახალგაზრდებს ვურჩევდით მუდმივად იფიქრონ თვითგანვითრებაზე, იყვნენ სიახლეების ძიებაში, იფიქრონ მასშტაბურად, ინოვაციურად და ნებისმიერ იდეას, რომელიც მათ გონებაში დაიბადება, ხორცშესხმის შესაძლებლობა მისცენ”.

თამარ კორკოტაშვილი
წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე
კომენტარები (3)
23.02.2016
ანია
სურატები სად არის წარმატებებო გოგოებო
23.02.2016
რეზი
საქმე გამოგლევიათ რა. ვის რაში ჭირდება ასეთი ჩანთები.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ინოვაციებისა და ინიციატივების მართვის მიმართულებით ტრენერთა ტრეინინგი დაიწყო.
მდინარე ვერეს ხეივანში, ხე-მცენარეების 88%-მა გაიხარა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურმა ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.
ორ ქვეყანას შორის ინოვაციების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შემდგომი თანამშრომლობისთვის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ახალ კამპანიას - „ნუ მოჭრი - მორთე“ იწყებს, რაც ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.
კომპანია 6 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული.
საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს აცხადებს.
საპარტნიორო ფონდი 21 ნოემბერს „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის მონაწილეებს დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
საქართველოში, პირველად, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300-მეტრიან მონაკვეთზე (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი), გზის ინოვაციური მეთოდით მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები განხორციელდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
07.12.2016
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში კოოპერატივის „ნიჩბურა“ მეპაიეებს შეხვდა
სრულად
06.12.2016
ამბროლაურის აეროპორტი 2017 წლის იანვარში გაიხნება და პირველ ეტაპზე ფრენა ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით განხორციელდება.
სრულად
05.12.2016
კავკასიის ავტოიმპორტის ხელმძღვანელის თქმით, აქციზის გადასახადის მოსალოდნელი გაძვირება უკვე ნეგატიურად აისახა ბიზნესზე.
სრულად
05.12.2016
2016 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1012,5 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 51,4 ლარით მეტია.
სრულად
05.12.2016
ონის რაიონში, სოფელ უწერაში 12 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
06.12.2016
07.12.2016
USD
1
USD
2.5598
2.5744
EUR
1
EUR
2.7234
2.7734
GBP
1
GBP
3.2558
3.2836
RUB
100
RUB
4.0149
4.0370