„სამსუნგის“ ახალ, უზარმაზარ მაღაზიაში არაფერი იყიდება

კომპანია „სამსუნგმა“ ნიუ იორკში საფლაგმანო მაღაზია გახსნა, რომელიც პროდუქციის რეალიზაციისთვის არ არის განკუთვნილი.

მაღაზიას, რომელიც 5 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, „Samsung 837” ეწოდა.

კომპანიის განცხადებით, მსგავსი სივრცის გახსნის იდეა კულტურული ცენტრის შექმნაა, რომელიც სამხრეთკორეული ტექნოლოგიის მიღწევებს წარმოაჩენს.

„ჩვენ არ გვინდა, რომ მომხმარებელს საკუთარი პროდუქცია მოვახვიოთ თავს“, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ზაკ ოვერტონმა.

შენობაში ასევე ფუნქციონირებს თეატრი, სამხატვრო გალერეა, კაფე, აუდიოვიზუალური სტუდია და სამზარეულო.