ევროკავშირის სასამართლომ "კოკა-კოლას" ახალი ბოთლი სავაჭრო ნიშნად არ დაარეგისტრირა

ევროკავშირის სასამართლომ "კოკა-კოლას" სარჩელი ახალი ბოთლის სავაჭრო ნიშნად დარეგისტრირებაზე არ დააკმაყოფილა.

ინფორმაციას ამის შესახებ euronews.ge ავრცელებს.

გადაწყვეტილების თანახმად, "კოკა-კოლა" ახალ სავაჭრო ბოთლს, როგორც ახალ სავაჭრო ნიშანს,  ევროკავშირის წევრ ვერცერთ ქვეყანაში ვერ გამოიყენებს.

2011 წელს "კოკა-კოლამ" ბრტყელი ბოთლი სავაჭრო ნიშნად წარუდგინა ევროკავშირის ორგანოებს, რომლებმაც რეგისტრაციაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ იგი რაიმე სახის „ახალ განმასხვავებელ ნიშანს“ არ შეიცავდა. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება სავაჭრო ნიშნების შესახებ ევროპულ რეგულაციას, რომელიც პირობად ახალი ნიშნის რეგისტრაციაზე „გარკვევით არსებულ განსხვავებას“ მოითხოვს.

"კოკა-კოლას" უფლება აქვს აღნიშნული გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს, რომელიც საბოლოო ინსტანციის სასამართლოა ევროკავშირში.