წლის მეორე ნახევრიდან დეველოპერები გაყიდვების ზრდას ვარაუდობენ
წლის მეორე ნახევრიდან დეველოპერები გაყიდვების ზრდას ვარაუდობენ
15 მარტი / 2016
სფერო, რომელსაც რეგიონში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი ყველაზე ნაკლებად შეეხო, მშენებლობაა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველი კვარტლიდან მოყოლებული, მეოთხე კვარტლის ჩათვლით, სამშენებლო სექტორში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. აღნიშნულ სფეროში მოთხოვნა სტაბილურია და დეველოპერები წლის მეორე ნახევრიდან გაყიდვების რაოდენობის ზრდას პროგნოზირებენ.
სამშენებლო კომპანია ,,არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილია წულაია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად შექმნილი კრიზისისა, ფასების 5-10 პროცენტით შემცირების ხარჯზე, დეველოპერებმა მოხმარების შენარჩუნება შეძლეს.
,,თუ შევადარებთ შარშანდელი წლის პირველ ნახევარს და 2014 წლის მეორე ნახევარს, მოთხოვნა შემცირეულია. თუმცა, ფასების 5-10%-იანი კლების ხარჯზე, მოხმარება გარკვეულწილად შენარჩუნდა. საქართველოში სამშენებლო სექტორში დღეს არსებული სიტუაცია რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სტაბილურია. ირანზე ემბარგოს მოხსნით ქვეყანაში დამატებითი ფინანსური რესურსები უნდა შემოვიდეს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ წლის მეორე ნახევრიდან დეველოპერულ სფეროში დადებითი ტენდენციები იქნება და მთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნავს ილია წულაია.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო ბიზნესს დიდი ბაზარი და
You must have Flash Player installed in order to see this player.
განვითარების ბევრად მეტი პოტენციალი აქვს. მისი თქმით, დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობს. ,,გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სურს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. დედაქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილი ავარიულ ბინაში, ,,ხრუშოვკასა” თუ ძველ აშენებულ კორპუსში ცხოვრობს.შესაბამისად, ადამიანი სტაბილური შემოსავლის წყაროს გაჩენისთანავე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ცდილობს”, - აღნიშნავს როსტომაშვილი.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ევროპის ქალაქებში მოსახლეობის მხოლოდ 15-20 %-ია უკმაყოფილო თავისი საცხოვრებელი ფართით, თბილისში მათი რაოდენობა 90%-ს უდრის.
,,მოთხოვნის ზრდას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ეს შედეგია იმ სტაგნაციის, რაც კომუნიზმს ახლდა. იმ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე 8 კვადრატი ნორმა იყო, რაც რეალურად წარმოუდგენელია. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემა არის დემოგრაფიული თვალსაზრისითაც, ოჯახში რამდენიმე თაობა ერთადაა თავმოყრილი და მათ ბუნებრივად უჩნდებათ ცალკე ცხოვრების სურვილი. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დღეს უამრავი ადამიანია საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული“, - აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.
მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურია. შესაბამისად მშენებლობების რიცხვიც მაღალია. მისი განმარტებით, სამშენებლო ბაზარზე დიდ გავლენას მოლოდინები ახდენს.
,,უძრავი ქონების ბაზარი პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ადამიანის კეთილდღეობაზე, მოსახლეობის განწყობაზე. მშენებლობა ყოველთვის იყო ერთ-ერთი წამყვანი დარგი საქართველოში. რაც მთავარია ეს სფერო უამრავი ადამიანის დამსაქმებელია დაწყებული შავი მუშიდან, დამთავრებული მენეჯმენტით”, - აღნიშნავს როსტომაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე
კომენტარები (10)
10.04.2016
Lali
კორპუსის ბინა რომც მაჩუქონ, არ მინდა!!!მით უმეტეს ერთ თვეში აშენებული, საშინელებაა.
17.03.2016
დაგწირეკეტ მაკლერებს იაფად გაკიდინებტ ბინას
იაფი ბინები ქირა გირაო კიდვა 557 144 050
მსგავსი სიახლეები
თბილისის მერია ყველა მშენებლობას ყოველდღიურად თავზე ვერ დაადგება. მშენებელი უნდა იყოს დაინტერესებული და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს იმ საქმეს, რასაც ქვია სადემონტაჟო და საამშენებლო სამუშაოები“
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი სამშენებლო ობიექტებზე თანამედროვე სტანდარტების მიღმა არსებულ მდგომარეობას
დიდუბეში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებისთვის რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია
სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მმართველი კომპანიებისთვის, უნივერსიტეტებისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის აცხადებს ინტერესთა გამოხატვას

აშშ-ს კონგრესის საიტზე ვაშინგტონის მიერ რუსეთის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი გამოქვეყნდა, რომელსაც კენჭი 25 ივლისს უნდა ეყაროს.
ილონ მასკმა მიწისქვეშა ჰიპერლუპის მშენებლობაზე ნებართვა მიიღო.
მცხეთაში 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობა დაიწყო.
საბანკო სესხების გაცემის სისტემის ანალიზი აშკარას ხდის, რომ რეალურად, მოსახლეობის 70%-ს არ გააჩნია საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ე.წ. ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობას გამორიცხავს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.07.2017
ქართულ მთისა თუ ზღვის კურორტზე ბიზნესის წამოწყება და თუნდაც პატარა ბარის გახსნა საკმაოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
სრულად
27.07.2017
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა რონალდინიომ სპინერების ბიზნესი წამოიწყო.
სრულად
27.07.2017
ძირითადი პროცესი, რომელიც, ერთი მხრივ, სამუშაოს მართვას გაგიიოლებთ, მეორე მხრივ კი მოდუნებაში დაგეხმარებათ, ხუთი ეტაპისგან შედგება და გამოცდილებას ეფუძნება.
სრულად
26.07.2017
ქართულმა ბრენდმა Smart Photos, რომელიც ინოვაციური მიმართულებებით ვითარდება, მომხმარებლებს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი - Photo Bus შესთავაზა.
სრულად
26.07.2017
კომპანია "ფრეკო" საბავშვო ჩიფსის წარმოებას იწყებს, რომელიც ბაზარზე აგვისტოს ბოლოდან გამოჩნდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430