Mercedes-Benz ლიდერობას უმიზნებს
Mercedes-Benz ლიდერობას უმიზნებს
15 მარტი / 2016
ცნობილმა პრემიუმ ავტომწარმოებელმა კომპანია Mercedes-Benz-მა საკუთარ სამოდელო გამაში ახალი E class-ის გამოჩენით დაასრულა ”დიდი სამოდელო განახლება”, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ახალი თაობის A class-ით დაიწყო.
სამოდელო გამაში მომდევნო დიდი განახლება უკვე 2018 წლიდან დაიწყება, თუმცა იმ დრომდე როგორც ჩანს, გერმანული ბრენდი ძველ დიდებას დაიბრუნებს და 2005 წელს BMW-ს სასარგებლოდ დაკარგულ პირველ ადგილს 2020 წელს დაგეგმილის ნაცვლად, წელსვე დაიბრუნებს.

ანალიტიკოსები სულ მცირე მომავალი ორი წლის განმავლობაში ბრენდის ლიდერობას პროგნოზირებენ და ფიქრობენ, რომ მათ ”პრობლემები” წესით 2018 წლამდე არ უნდა შეექმნათ.

Mercedes-მა
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიმდინარე წელს უკვე გაყიდა 284 566 ავტომობილი, BMW-მ - 277 304, ხოლო Audi-მ მესამე ადგილზე გადაინაცვლა და 269 650 ერთეულის რეალიზება მოახერხა. ციფრებზეც კარგად ჩანს, რომ კონკურენცია მიმდინარე წელს ყველაზე მძაფრი იქნება, თუმცა გამარჯვება დიდი ალბათობით ”სამქიმიანებს” დარჩებათ, ვინაიდან მათ ”ბავარიელ” კონკურენტებს მიმდინარე წელს სამოდელო გამაში დიდი ცვლილებები არა აქვთ, ხოლო რაც აქამდე წარმოადგინეს 7 series-ის სახით, ის ჯერ კიდევ 2013 წელს წარმოდგენილ S class-თან მნიშვნელოვნად აგებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია 2020 წლამდე კიდევ 10 სრულიად ახალი მოდელის წარმოებას გეგმავს, თუმცა არის ლიმიტებიც. მაგალითად, უკვე ცნობილია, რომ Mercedes სუბკომპაქტების სეგმენტამდე არ დაეშვება და ახალ Audi Q2-ს კონკურენტს არ დაუყენებს.

კოკა კვირკველია





კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
„თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი Google-ია. გასული წლის მონაცემებით, კომპანიის ღირებულება 24%-ით გაიზარდა და 109.4 მილიარდ დოლარად შეფასდა.
ვიდეორეკლამის სახეობებს შორის მომხმარებლისთვის პრე-როლების მიმართ ყველაზე ლოიალურია.
”Audi”-ის ხელმძღვანელებმა R8-ს უფრო იაფი ვერსიის გამოშვება გადაწყვიტეს, რომელიც უკანაამძრავიანი იქნება.
ქუთაისში დღეს, სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა.
„თეგეტა მოტორსმა“ ამერიკულ ბრენდ HUNTER-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და საქართველოში მისი ექსკლუზიური დილერი გახდა.
კომპანია „ადიდასის“ ხელმძღვანელის კასპერ რორშტედის განცხადებით, ბრენდი სარეკლამო კამპანიას ინტერნეტ არხებზე მიმართავს.
ისევე როგორც სხვა მდიდარ ადამიანებს, დონალდ ტრამპსაც ჰყვარებია გამორჩეული ავტომობილები - მდიდრულებიც და სპორტულებიც. და, რა თქმა უნდა, სურვილებს იოლად იკმაყოფილებდა.
დღეიდან საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, უმცროს ბორჯღალოსნებს შვიდკაცასა და შვიდქალას რაგბის სამყაროში ყველაზე გამორჩეული სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი „ქენთებრი“ (Canterbury) შემოსავს.
რუსეთში შესაძლოა ქართული ღვინო „სირის“ გაყიდვა დაიწყოს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.04.2017
ქალის ტანსაცმლის ბრენდი Bebe ყველა მაღაზიას ხურავს. 
სრულად
23.04.2017
საპარტნიორო ფონდსა და „არიკ ჯგუფს“ (Aric Group) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
სრულად
23.04.2017
იაპონური კორპორაცია „ტოშიბა“ ტელევიზორების ბიზნესის გაყიდვას გეგმავს.
სრულად
21.04.2017
ევროპასა და ამერიკაში მწვანე სახურავი ქვეყნების ეკოპროგრამის ნაწილია და ადგილობრივი მთავრობების მიერ არის მხარდაჭერილი.
სრულად
21.04.2017
ცნობილი კიეველი პიარმენეჯერი და ბიზნეს ტრენერი ტანია მერზლაია ბოლო რამდენიმე თვეა სვანეთში, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.04.2017
25.04.2017
USD
1
USD
2.4038
2.4100
EUR
1
EUR
2.5718
2.6161
GBP
1
GBP
3.0757
3.0903
RUB
100
RUB
4.2720
4.3181