ლეგენდარული ''ბავარია" ქართულ ბაზარზე შემოდის
17 მარტი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ლუდის ლეგენდარული ბრენდი «ბავარია» ქართულ ბაზარზე შემოდის. მალე ამ ბრენდის საქართველოში ჩამოსხმულ ლუდს ადგილობრივი მოყვარულებიც დააგემოვნებენ.
საქართველოში „ბავარიას“ ოფიციალური წარმომადგენელი „ზედაზენი“ იქნება. ამასთან, «ბავარიამ» კომპანია «ზედაზენისთვის» უპრეცედენტო გამონაკლისი დაუშვა.
„ბოლო პერიოდში ისინი საქართველოს ბაზარმა დააინტერესა, კერძოდ, ისეთი მაღალი ტექნოლოგიების ქარხანამ, როგორიც „ზედაზენია". ძალიან მოეწონათ დანადგარები, ხარისხი, კომპანიის სწრაფი განვითარება დროის ესოდენ მცირე მონაკვეთში. ჩვენმა ქარხანამ ვალიდაცია გაიარა და მოგვცეს უფლება, ლუდი ჩამოვასხათ როგორც შუშაში, ასევე პეტსა და ქილაში“, - განაცხადა კომპანია „ზედაზენის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ლუდი „ზედაზენის“ ქარხანაში უკვე მოხარშულია, მზად არის. ჩამოსხმა 25 მარტს დაიწყება, პრეზენტაცია კი 29 მარტს გაიმართება.
„ბავარიას“ ქარხნები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, რომელთაგან მხოლოდ ერთი ქარხანა წელიწადში 6 მილიონ ჰექტოლიტრი ლუდის რეალიზაციას ახდენს. "ბავარია" პირველი უცხოური ბრენდია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში 90-იანი წლებიდან იყო განვითარებული და მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო.

„ბავარია“ პილსნერის ტიპის ლუდია, რომელიც სადღეისოდ მომხმარებელთა მთავარ მეინსტრიმს წარმოადგენს. მისი სიმწარე ქართველ მომხმარებელზეა ადაპტირებული. იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტირებულ ლუდზე ძალიან მაღალი ფასი გამოდის, გადავწყვიტეთ, იგი ადგილობრივად ჩამოგვესხა, რათა მომხმარებელს გავუიაფოთ და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მისთვის ეს მაღალხარისხოვანი ლუდი“, - აღნიშნა ვასილ სულხანიშვილმა.
კომენტარები (5)
18.03.2016
დალიეთ ლუდი არ არის ცუდი
ჰოლანდიურ ლუდს ბავარია რო ერქმევა უკვე გასაგებია ყველაფერი:)
18.03.2016
გიორგი
როგორც საქართველოში ჩამოსხმული ეფესია რო პირში არ ჩაიშვება ისე იქნება ამათი ჩამოსხმული ბავარიაც. დაგისკდეთ მუცლები :D
მსგავსი სიახლეები
თბილისში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება.
ამსტერდამში მსოფლიოში პირველი ე.წ. „ნაბახუსევის ბარი“ გაიხსნა. ბარი კვირაში მხოლოდ სამი დღე მუშაობს - პარასკევიდან კვირის ჩათვლით.
“თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანას მომავალი აქვს და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს“
“საქართველოს რკინიგზა” 28 ახალ, ასინქრონულ ძრავიან ელმავალს შეიძენს.
"საქართველოს რკინიგზასა" და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის ერთობლივი ქარხნის მშენებლობაზე დღეს წინარე ხელშეკრულება გაფორმდება.
მეწარმეები, რომლებიც ქარხნებს აშენებენ, დაზგა-დანადგარების, ჰიდროელექტროსადგურის ტურბინების და სხვა ძირითადი საშუალებების იმპორტისას დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
კომპანია ”ჯორჯიან მანგანეზმა” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი, მაღალტექნოლოგიური 25 მეგავატიანი სიმძლავრის ღუმელი გაუშვა ექსპლუატაციაში.
პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, თბილისში, ზემო ფონიჭალაში კომპანია „ნუტრიმაქსის კომბინირებული საკვები ქარხნა გაიხსნა.
ბოლო 1 წელიწადში ფქვილი 30%-ით გაიაფდა, მაგრამ პურპროდუქტებზე ფასის დაწევას არავინ ჩქარობს. პურის ქარხნებში გაიაფება თავში აზრადაც არავის მოსვლია.
საინვესტიციო პროექტი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, დღეს დაიწყო.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.12.2016
ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.
სრულად
02.12.2016
სანკტ-პეტერბურგში მოქმედი კაფე-სანაყინეების ქსელი Galateria Plombir ქართულ ბაზარზე შემოდის. პირველი კაფე თბილისში დეკემბრის ბოლოს გაიხსნება.
სრულად
01.12.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა.
სრულად
01.12.2016
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-კორეის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
სრულად
01.12.2016
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ თურქული კომპანია Betareks-ის დამფუძნებელ ნეჯატ
ონერთან შეხვედრა გამართა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854