სტივენ ჰოკინგი Jaguar-სთვის გადაიღეს

ყველა კარგად იცნობს პროფესორ სტივენ ჰოკინგს, ადამიანს, რომელიც თანამედროვე ფიზიკაში უდიდეს გენიოსად არის მიჩნეული. ახლა ეს გენიოსი საკუთარი პიროვნების მეორე მხარის წარმოჩენას ცდილობს კომპანია Jaguar-ის ახალი ქროსოვერის F-Pace-ის ვიდეო რეკლამაში. მან ერთ-ერთი ”ბრიტანელი ბოროტმოქმედი” განასახიერა. ამ როლს ადრე სხვადასხვა ცნობილი მსახიობი თამაშობდა.

როგორც ცნობილია, სტივენ ჰოკინგმა ერთ-ერთ ტვიტერ-პოსტში დაწერა, რომ ყოველთვის სურდა, განესახიერებინა ბოროტი კინოპერსონაჟი. ”ვფიქრობ, ეტლი და კომპიუტერის ხმა ამ იდეის ნაწილი უნდა გახდეს”, - წერდა ჰოკინგი.

კომპანიამ სიამოვნებით მიიწვია საკუთარ რეკლამაში გადასაღებად დიდი მეცნიერი, შედეგით კი ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.

კოკა კვირკველია