მსოფლიოს შოკოლადის მწარმოებელი უდიდესი კომპანიების ტოპ 10
მსოფლიოს შოკოლადის მწარმოებელი უდიდესი კომპანიების ტოპ 10
19 მარტი / 2016
წარმოგიდგენთ მსოფლიოს 2015 წლის უმსხვილესი შოკოლადის მწარმოებელ კომპანიათა ტოპ-ათეულს, რომელშიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ლიდერობენ ამერიკული გიგანტები, როგორებიცაა "მარსი" და "ჰერშისი". ათეულში სამი ამერიკული კორპორაცია, ორი შვეიცარიული, ორი იაპონური, თითო არგენტინული, თურქული და იტალიური კომპანიები მოხვდა.

1. როგორც მოსალოდნელი იყო, წმინდა გაყიდვების მაჩვენებლით სიის სათავეში მოხვდა ამერიკული Mars, Inc, რომლის ბრენდებს შორის არის ისეთი პოპულარული შოკოლადები, როგორიცაა: ბაუნტი, დავი, სნიკერსი, მილკი-ვეი, ტვიქსი, სკიტლსი და ემ ანდ ემსი.
2. რეიტინგის ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Mondelez გავიდა, რომელიც ასევე რამდენიმე ბრენდს აერთიანებს, თუმცა საქართველოში მისი ალბათ, ყველაზე ცნობილი ნაწარმია ბარნი და მილკა.
3. მესამე ადგილზეა მსოფლიოს ნამდვილად უმსხვილესი საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Nestlé, მაგრამ კონკრეტულად შოკოლადების წარმოებაში ის მესამე ადგილზეა. რაც შეეხება ცნობილ ბრენდებს, ეს კომპანია 100-მდე სახეობის შოკოლადს აწარმოებს, თუმცა საქართველოში თავად ნესტლეს, ნათსისა და კიტ-კეტის შოკოლადებითაა მეტად პოპულარული.
4. პეტრო ფერეროს მიერ 1940 წელს დაარსებული იტალიური Ferrero SpA რეიტინგში მეოთხეა. ის ბავშვების საყვარელი ნუტელასა და კინდერის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წელიწადში 365 ათას ტონა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნუტელას აწარმოებს. კომპანია დღესაც ფერეროების ოჯახის კუთვნილებაა და მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე დახურულ კომპანიად, რომლის სათავო ოფისი არა იტალიაში, არამედ ლუქსემბურგში მდებარეობს.
5. Meiji Co Ltd უძველესი იაპონური ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ნაწარმიც საკუთრივ იაპონიის გარდა ნაკლებად ცნობილია, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ის ნამდვილი გიგანტია.
6. Hershey Co ათეულში წარმოდგენილი მესამე ამერიკული ჰოლდინგია, რომელიც ამერიკის მასშტაბით კიტ-კეტს აწარმოებს, თუმცა ამ ბრენდის გარდა, ის ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე ათეული სახეობის შოკოლადითაა წარმოდგენილი.
7. Lindt - ჯერ კიდევ 1845 წელს დაარსებული შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც ე.წ. ასაწონი შოკოლადებისა და „საშობაო ბაჭიების“ წარმოებითაა სახელგანთქმული. მისი პროდუქცია საქართველოშიც ცნობადია და მსოფლიოს მასშტაბით ხუთამდე სახელობით რესტორანსაც ფლობს.
8. მერვე ადგილზე არგენტინული კომპანია Arcor მოხვდა, რომელიც საკუთრივ არგენტინაში ყველაზე მსხვილი კომპანიაა და მისი პროდუქცია მსოფლიოს 120 ქვეყანაში იყიდება.
9. Ezaki Glico Co იაპონური ტკბილეულის მწარმოებელი უძველესი კომპანიაა, რომელიც 1922 წელს ოსაკაში დაარსდა.
10. ათეულს ასრულებს კარგად ცნობილი თურქული კომპანია Yildiz Holding, რომელიც საკუთრივ რამდენიმე ათეულ საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას ფლობს, მათ შორის არის შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი Ülker და არც მეტი არც ნაკლები, მსოფლიოში სახელგანთქმული პრემიუმ ხაზის ბელგიური შოკოლადების მწარმოებელი კომპანია Godiva.

კოკა კვირკველია
კომენტარები (3)
20.03.2016
ჯემალი
ქართული ბარამბო დაგავიწყდათ))))))
20.03.2016
ჯემალი
უკრაინული როშენი დაგავიწყდათ სერიოზული ფირმაა მსოფლიოში. და ქართული ბარამბო))))))))
მსგავსი სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული ყავის ახალი საწარმო ,,მონდო“ გახსნა.
ქალის ტანსაცმლის ბრენდი Bebe ყველა მაღაზიას ხურავს. 
ევროპასა და ამერიკაში მწვანე სახურავი ქვეყნების ეკოპროგრამის ნაწილია და ადგილობრივი მთავრობების მიერ არის მხარდაჭერილი.
ავტოიმპორტიორი კომპანიები შეკვეთების შემცირებაზე საუბრობენ.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საექსპორტო მიმართულებით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია
”აწარმოე საქართველოში“ ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღეს დღის წესრიგში დგას უკვე არსებული სახელმწიფო პროგრამების გაფართოება და მათი ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტოს ”აწარმოე საქართველოში” პრეზენტაციისას განაცხადა.
პროგრამის ”აწარმოე საქართველოს” დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 170-მდე პროექტი და მათი ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა
ხორცის ადგილობრივი წარმოება ბოლო წლებში ძალიან შემცირდა, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დღეს ახალი სტრუქტურის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.04.2017
ქალის ტანსაცმლის ბრენდი Bebe ყველა მაღაზიას ხურავს. 
სრულად
23.04.2017
საპარტნიორო ფონდსა და „არიკ ჯგუფს“ (Aric Group) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
სრულად
23.04.2017
იაპონური კორპორაცია „ტოშიბა“ ტელევიზორების ბიზნესის გაყიდვას გეგმავს.
სრულად
21.04.2017
ევროპასა და ამერიკაში მწვანე სახურავი ქვეყნების ეკოპროგრამის ნაწილია და ადგილობრივი მთავრობების მიერ არის მხარდაჭერილი.
სრულად
21.04.2017
ცნობილი კიეველი პიარმენეჯერი და ბიზნეს ტრენერი ტანია მერზლაია ბოლო რამდენიმე თვეა სვანეთში, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.04.2017
25.04.2017
USD
1
USD
2.4038
2.4100
EUR
1
EUR
2.5718
2.6161
GBP
1
GBP
3.0757
3.0903
RUB
100
RUB
4.2720
4.3181