10 ყველაზე დიდი კოოპერატივი საქართველოში
10 ყველაზე დიდი კოოპერატივი საქართველოში
22 მარტი / 2016
1990-იანი წლების შემდეგ საქართველოში სოფლის მეურნეობამ რეგრესი განიცადა.
მნიშვნელოვნად შემცირდა მესაქონლეობა, ხილის, ჩაის და ციტრუსების წარმოება, ზოგიერთი წამყვანი დარგი კი განადგურების პირას მივიდა. ამ სიტუაციაში ეკონომიკის ექსპერტების და ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია ფერმერული მეურნეობების განვითარება და კოოპერატივების შექმნაა. სწორედ ამ მიზნით მიიღეს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“, რომელიც კოოპერატივების შექმნის წესებს განსაზღვრავს და შეიქმნა სსიპ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელსაც ამ პროცესის წარმართვა ევალება. კანონის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა მინიმალური რაოდენობა 5-ით განისაზღვრა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - 3-ით. როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში ამბობენ, 2016 წლის 17 მარტის მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 1 378 კოოპერატივს.

გთავაზობთ ყველაზე მრავალრიცხოვანი და წარმატებული კოოპერატივების ათეულს საქართველოში. ათეული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის შედგენილი.

„დარჩელის თხილი“
კოოპერატივი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში შეიქმნა. დარჩელი საკმაოდ დიდი სოფელია - მისი მოსახლეობა 6400 ადამიანს აჭარბებს, ალბათ ამიტომაც დაარსდა აქ საქართველოში ყველაზე დიდი კოოპერატივი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის აგვისტოში მიენიჭა. კოოპერატივში გაერთიანებულია 599 მეპაიე, მათი ძირითადი საქმიანობა მეთხილეობაა.
კოოპერატივი „ჭარნალი“
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს უძველესი სოფელი ჭარნალი. აქ აჭარლების გვერდით ცხოვრობენ XIX საუკუნეში აფხაზეთიდან გადმოსახლებული მუჰაჯირების შთამომავლები. სწორედ ამ ლამაზ სოფელში შეიქმნა კოოპერატივი „ჭარნალი“, რომელშიც გაერთიანებულია 157 მეპაიე. მათი ძირითადი საქმიანობა მეციტრუსეობაა.
„გურიის თხილი“
აჭარლებს არც გურულები ჩამორჩნენ და საქართველოს პირობებში საკმაოდ დიდი კოოპერატივი ჩამოაყალიბეს, რომელშიც 134 მეპაიე გაერთიანდა. კოოპერატივი „გურიის თხილი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი საქმიანობის სფერო მეთხილეობაა.
კოოპერატივი „ლაზი“
კოოპერატივი „ლაზი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი
You must have Flash Player installed in order to see this player.
სახელი ძველი ლაზეთის სახელწოდებიდან მოდის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის ივლისში მიენიჭა. კოოპერატივში გაერთიანებულია 90 მეპაიე და მათი მთავარი საქმიანობა მეთხილეობაა.
კოოპერატივი „ხალა“
ეს კოოპერატივი ქობულეთში შეიქმნა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2014 წლის ოქტომბერში მიენიჭა. კოოპერატივში 73 მეპაიეა გაერთიანებული. „ხალას“ ძირითადი საქმიანობა მეციტრუსეობა და მეხილეობაა.
„მასაური“
აჭარის ულამაზეს ადგილას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედებს კოოპერატივი „მასაური“, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2014 წლის ოქტომბერში მიენიჭა. კოოპერატივში გაერთიანებულია 64 მეპაიე. მათი საქმიანობის სფერო მეფუტკრეობა და მეციტრუსეობაა.
კოოპერატივი „ქესალო“
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის აპრილში მიანიჭეს. გაერთიანებულია 53 მეპაიე. „ქესალოს“ ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა.
„ღორჯომი“
კოოპერატივი „ღორჯომი“ წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა 2015 წლის მაისში. ამ კოოპერატივში 38 მეპაიეა გაერთიანებული. მათი საქმიანობის სფერო მებოსტნეობა, მემარცვლეობა, მესაქონლეობა და მეფუტკრეობაა.
„თრიალეთი 2015“
წალკის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მოზრდილი კოოპერატივი მოქმედებს, რომელსაც „თრიალეთი 2015“ ეწოდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის მაისში მიენიჭა. მასში გაერთიანებულია 34 მეპაიე. კოოპერატივის წევრების ძირითადი საქმიანობა მემარცვლეობა, მებოსტნეობა და მესაქონლეობაა.
„ადიგენის ნობათი“
ალბათ სახელწოდების მიხედვითაც მიხვდით, რომ ეს კოოპერატივი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. „ადიგენის ნობათს“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის დეკემბერში მიენიჭა. მასში 47 მეპაიეა გაერთიანებული, მეპაიეების მთავარი საქმიანობა მესაქონლეობა და რძის პროდუქტების წარმოებაა.

ხათუნა ჩიგოგიძე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ ფარგლებში
თხილისა და ღვინის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა ქართულ თაფლს აქვს.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) კონსორციუმის წევრებს შეხვდა და ENPARD I-ის ფარგლებში
დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მეღორეობით დაინტერესებულ ფერმერებს გოჭისა და მისი საკვები პროდუქტის შეძენა განვადებით შეუძლიათ.
ხორბლის მოვლა-მოყვანის და სერტიფიცირების საკითხებზე დედოფლისწყაროში ფერმერებისთვის ტრეინინგი ჩატარდა.
2016 წლის ნოემბერში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 197 ერთეული შეადგინა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კონა“ ბალახეული ჩაის წარმოებას იწყებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში კოოპერატივის „ნიჩბურა“ მეპაიეებს შეხვდა
სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა „საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გამართა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.04.2017
2016 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 63% საბჭოთა კავშირის დაშლაზე წუხს.
სრულად
27.04.2017
იოგა და ველნეს ტურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წლებია უკვე პოპულარობით სარგებლობს დასვენებისა და მოგზაურობის მოყვარულთა შორის.
სრულად
26.04.2017
მსოფლიო დონის მკურნალობა, რომელსაც თურქული მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „აჯიბადემი“ პაციენტებს სთავაზობს, საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება.
სრულად
26.04.2017
ამერიკული კომპანია „კოკა-კოლა“ დაახლოებით 1 200 სამუშაო ადგილს გააუქმებს.
სრულად
26.04.2017
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იცვლება აქციზის გადასახადის სტრუქტურა ალკოჰოლიან სასმელებზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.04.2017
28.04.2017
USD
1
USD
2.4773
2.4751
EUR
1
EUR
2.6968
2.6996
GBP
1
GBP
3.1774
3.1939
RUB
100
RUB
4.3797
4.3579