პირველად ბოლო 70 წლის განმავლობაში Louis Vuitton სუნამოს გამოუშვებს

ფრანგული მოდის სახლი Louis Vuitton ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად, პარფიუმერიის წარმოებას გეგმავს.

კომპანიის ინფორმაციით, ლუი ვუტონის სუნამო ხელმისაწვდომი იქნება საშუალო შემოსავლის მომხმარებლისთვის.

აქამდე შედარებით დაბალშემოსავლიანი მყიდველები Louis Vuitton-ში მხოლოდ ბრელოკებსა და ტყავისგან დამზადებულ სხვადასხვა აქსესუარებს ყიდულობდნენ, რომელთა ღირებულება 200-300 ევრო იყო.

Louis Vuitton-ის პარფიუმერია თავიდან წარმოდგენილი იქნება ფრანგული ბრენდის 460 მაღაზიიდან 160 მაღაზიაში. ანალიტიკოსების მტკიცებით პირველივე წელს გაყიდვები 80 მილიონ ევროს მიაღწევს.

პარფიუმერიისა და კოსმეტიკის გაყიდვებიდან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა „შანელი“ და „დიორი“ 2,5 მილიარდი ევროს შემოსავალს იღებენ ყოველწლიურად.

გასულ წელს პარფიუმერიის გლობალური ბაზარი 2,9%-ით გაიზარდა და 15 მილიარდ ევროს მიაღწია.

კოკა კვირკველია