”ციტადელ ნარიყალა” - სასტუმრო თბილისში, რომელიც უძველეს ქართულ სააფთიაქო მუზეუმს ფლობს

სასტუმროს მშენებლობისას აღმოჩენილმა უნიკალურმა საგანძურმა, ფაქტობრივად, სასტუმროს კონცეფცია განსაზღვრა.

”ციტადელ ნარიყალა” 2012 წლიდან მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს და მათ უძველეს სააფთიქო მუზეუმს აცნობს. განსაკუთრებული ადგილმდებარეობისა და სასტუმროდან გადაშლილი თბილისის პანორამული ხედის გამო ”ციტადელ ნარიყალამ” უკვე ბევრი ლოიალური სტუმარი შეიძინა, რომელიც სიამოვნებით სტუმრობს მეიდნიდან 2 წუთის სავალზე, თბილისის ყველაზე ცნობილ საფეხმავლო, ნარიყალას მარშრუტის დასაწყისში მდებარე სასტუმროს.

”მშენებლობის დროს, შემთხვევით, საძირკველში ექსპონატები აღმოჩნდა. ნაწილი ეროვნულმა მუზეუმმა წაიღო, ნაწილი ჩვენთან დარჩა და შენახულია. როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ზუსტად ამ ადგილას იყო განთავსებული პირველი აფთიაქისმაგვარი დაწესებულება საქართველოში. ჩვენ პატარა მუზეუმი გვაქვს, კედლებზე წარწერით, რომელიც დათო ტურაშვილმა დაგვიწერა - ეს არის ლეგენდა ამ ადგილის შესახებ. ყველაზე ძველი ნივთი მე-5 საუკუნით თარიღდება: მინის ჭურჭელი, რომელიც უნიკალურია. სავარაუდოდ, მასში სააფთიქო დანიშნულების სითხეები ინახებოდა. ეს ნივთი სრულად შენარჩუნებულია. მუზეუმის მონახულება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გიდებს, რომლებსაც ნარიყალას დასათვალიერებლად დაყავთ ტურისტები, ყოველთვის შემოყავთ ისინი ჩვენს მუზეუმში სრულიად უფასოდ”, - ამბობს ”ციტადელ ნარიყალას” მენეჯერი, დავით ბერიძე და ”ბიზნესპრესნიუსს” სასტუმროს შესახებ მოუთხრობს:

Citadel Narikala და კონკურენცია: ”სასტუმრო 2012 წელს გაიხსნა, ბუტიკის ტიპის სასტუმროა. მაშინ სულ რამდენიმე იყო ასეთი. თავიდან სასტუმროში 16 ნომერი იყო განთავსებული, მოგვიანებით დაემატა - 3. გათვლილია უცხოელ სტუმრებზე. მაღალი კატეგორიის ნომრებია. ”ციტადელ ნარიყალა” ნარიყალას დაღმართზე მდებარეობს. ხედი, რომელიც სასტუმროდან იშლება, განსაკუთრებულია. არც ერთ სხვა სასტუმროს არ აქვს ასეთი ხედი“.

როდესაც ”ციტადელ ნარიყალა” გაიხსნა, მაშინ თბილისში ამდენი სასტუმრო არ იყო გახსნილი.ახლა უკვე კონკურენცია საკმაოდ დიდია. . ბევრია თუნდაც ბუტიკის ტიპის სასტუმროძველი თბილისის უბანში. თუმცა, ჩვენ ჩვენი ნიშა გვიკავია. წლების განმავლობაში გამოცდილება დავაგროვეთ, ჩვენი ლოიალური მომხმარებელი გვყავს. ჩვენი უნიკალური მუზეუმი და ხედი, ასევე მომსახურების მაღალი ხარისხი- ეს ის ფაქტორებია, რაც ”ციტადელ ნარიყალას“ თბილისში მდებარე სხვა სასტუმროებისგან გამოარჩევს. . ამას გარდა გვაქვს რესტორანი, რომელიც თავიდანვე განსხვავებული იყო იმით, რომ პირველი არამწეველთა რესტორანი იყო თბილისში. ის ემსახურება როგორც სასტუმრობს სტუმრებს, ასევე ფუნქციონირებს დამოუკიდებლადაც. რესტორანში ევროპულ-ქართული კერძებია წარმოდგენილი. თუმცა ამ ეტაპზე, ტრადიციული ქართული კერძები არ გვაქვს, მაგალითად, ხინკალი. როდესაც ტურისტი ჩამოდის საქართველოში, სურს რომ დააგემოვნოს ეროვნული კერძი. ამიტომ, სექტემბრიდან ჩვენს მენიუში ხინკალსაც დავამატებთ.ეს არ იქნება ტრადიციული ხინკალი, მისი ორიგინალობა კი ის იქნება, რომ განსხვავებული ხარშვის ტექნოლოგიით მომზადდება, პირდაპირ სტუმრების თვალწინ. ეს მასტერკლასებსაც მოიზარებს. ამავე სახით შევთავაზებთ სტუმრებს ჩურჩხელასაც”.

წარმატების ფორმულა და ბიზნესი საქართველოში: ” წარმატების მისაღწევად გუნდურობის პრინციპი ერთ-ერთი პირველია. თუ დამოუკიდებლად მოქმედებ და გუნდი არ გყავს, არაფერი გამოგივა. საქართველოში, ბიზნესის კეთება მარტივი არ არის. მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან აქმდე ხელისშემშლელი ფაქტორი არ გვქონია და ვიმედოვნებთ, რომ არც მომავალში გვექნება.

ჩვენი სასტუმრო რეიტინგების ტოპ ათეულში ხშირად იკავებს საპატიო ადგილს ისეთი სასტუმროების გვერდით, როგორიც არის მაგალითად ”რედისონი” და ”მერიოტი”. პირველ ადგილზეც ვყოფილვართ”.

#გააზიარეწარმატება, #წარმატებაგადამდებია:

”თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში გამარჯვების მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა მონაწილეობის მიღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია (თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება, რომელშიც ახალგაზრდა ბიზნესმენები რეგისტრირდებიან, ნოემბერში გამოავლენს გამარჯვებულს სხვადასხვა ნომინაციაში. ბიზნესდაჯილდოების მთავარი გზავნილია #წარმატებაგადამდებია და #გააზიარეწარმატება). ყოველთვის ვცდილობთ, მსგავს პროექტებში ცავერთოთ. შედეგებს დრო გვიჩვენებს. “ბიზნესდაჯილდოებაში“ მონაწილეობამ ჩვენი სასტუმროს ცნობადობა გაზარდა, ჩვენ მიმართ ინტერესი გაიზარდა- ეს უკვე კარგი შედეგია”.

თამარ კორკოტაშვილი