პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული მეთოდის დანერგვა დაიწყო

პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული მეთოდის დანერგვა დაიწყო. საპილოტე პროექტის ფარგლებში გერმანული, დუალური სისტემით სწავლება პირველ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სექტორში გახდება შესაძლებელი. მიმდინარე წელს სამუშაოზე დაფუძნებული მეთოდი ოთხ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამოქმედდება. სწავლის მსურველებს ახალციხეში, წინამძღვრიანთკარში, სენაკსა და კაჯრეთში მდებარე პროფესიული კოლეჯები მიიღებენ.

როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, დუალური მეთოდით სწავლება დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე