კომპანია „ბორჯომს“ რუსეთში უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიის „Чистая вода“-ს შეძენა სურს , - როგორც რუსული სააგენტო РБК წერს, „ბორჯომის მინერალურმა წყლებმა“ შესაბამისი შუამდგომლობით რუსეთის ფედერალურ ანტიმონოპოლურ სამსახურს გასულ თვეს მიმართა.
რუსული სააგენტო РБК-ს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია „ბორჯომს“ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში 8 ქარხანა აქვს.
რაც შეეხება „Чистая вода“-ს, აღნიშნული კომპანია რუსულ ბაზარზე 1998 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანიას ორი სამრეწველო კომპლექსი ნოვოსიბირსკსა და ეკატერინბურგში აქვს. კომპანიის ძველ მფლობელად სახელდება ბიზნესმენი ანდრეი შარკოვი.