რუსული კომპანია საქართველოში Uber-ის ტიპის მომსახურების დაწყებას გეგმავს

რუსული კომპანია „ტრანსსოფტი“ საქართველოში საავტომობილო გადაყვანის მომსახურების დანერგვას გეგმავს, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს კერძო ტაქსი ინტერნეტ საიტის და ასევე iPhone ან Android-ის აპლიკაციით გამოიძახოს.

„ჩემი მიზანია აქ მოვძებნო ბიზნეს პარტნიორები და დავამყარო კონტაქტები სატრანსპორტო თემატიკასთან დაკავშირებული ბიზნესის გახსნის სფეროში. ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ე.წ. "uber-like" მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა როდიონ ოტლეტოვმა, კომპანია „ტრანსსოფტის“ პრეზიდენტმა.

მისი თქმით, კომპანია ფლობს ტექნოლოგიას, რომლის განვითარებას საქართველოში აპირებს.

აღნიშნული სერვისი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ყველაზე ახლოს მდებარე ტაქსისტს კლიენტთან აგზავნის.