Best Western-ის ბრენდის სასტუმრო ქუთაისში 2017 წლის დასაწყისში გაიხსნება

Best Western-ის საერთაშორისო ბრენდის სამვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ქუთაისში 2017 წლის დასაწყისში დასრულდება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კაპიტოლ ჯგუფში“ უთხრეს, რომელიც პროექტს საპარტნიორო ფონდთან ერთად ახორციელებს.

„სასტუმრო 45 ნომრიანი იქნება. აქედან 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერია. რაც შეეხება მშენებლობას, ფასადი უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სასტუმროში იქნება ერთი რესტორანი ღია ტერასით და მცირე ზომის კაფე პირველ სართულზე. ასევე 3 საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ერთიანდება და ჯამში 100 ადამიანს იტევს,“ - აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი დოლარია. გახსნის შემდეგ კი სასტუმროში 50-მდე ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.

სასტუმროს მართვას საერთაშორისო მართვის კომპანია T3 Hospitality Management განახორციელებს.

bpn