ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 51,4 ლარით გაიზარდა

2016 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1012,5 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 51,4 ლარით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, ბიზნესსექტორში დასაქმებული ქალების ხელფასი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 40,9 ლარით გაიზარდა და 2016 წლის მესამე კვარტალში 739,0 ლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი მსხვილ ბიზნესში 1160,7 ლარია, საშუალო ბიზნესში - 915,6 ლარი, მცირე ბიზნესში კი საშუალო თვიური ხელფასი 576,6 ლარს შეადგენს.