Prodware Group - ევროპაში Microsoft-ის მთავარი პარტნიორი, ბიზნეს გადაწყვეტილებების მიმართულებით, საქართველოში შემოდის

Prodware 1989 წელს, საფრანგეთში დაარსებული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია ERP და CRM სისტემებზე და მას მსოფლიოს მასშტაბით 20 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. Prodware Group კომპანია Microsoft-ის წამყვანი პარტნიორია ევროპაში და ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს წარმოადგენს IT გადაწყვეტილებებისა და ბიზნესისთვის პროგრამების ინსტალაციაში და მათ შემდგომ მართვაში. ის მსოფლიოს 14 ქვეყანაში ოპერირებს, 75-ში კი საერთაშორისო პარტნიორთა ქსელის მეშვეობითაა წარმოდგენილი - შედეგად Prodware-ს აქვს შესაძლებლობა მხარი დაუჭიროს კომპანიების მისწრაფებას ზრდისკენ, როგორც ადგილობრივ , ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

პროდვერ ჯორჯია - ჯგუფის ოფისი თბილისში 2014 წელს გაიხსნა და ის მხოლოდ ჯგუფის ევროპელ მომხმარებლებს ემსახურებოდა (Euronext, Michelin, Desmet Ballestra, Sakata, Lactalis, სხვა).

2017 წლიდან Prodware Group სთავაზობს კომპანიებს საქართველოში ERP სისტემების იმპლემენტაციას, ტრენინგსა და შემდგომი მხარდაჭერის მომსახურებას. (R)

bpn

bpn

bpn

Web: www.prodware.ge

Facebook: www.facebook.com/prodware.ge

Tel: 032 2 880 870