„მალიკ ტექსტილი“ ოზურგეთში ჯინსების სამკერვალო ფაბრიკის გახსნას გეგმავს. როგორც გურიის მხარის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, ფაბრიკის ასაშენებლად 2.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. გურიის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, გუბერნატორმა ინვესტორს გურიის საინვესტიციო გარემო გააცნო, სამკერვალო სფეროში გამოცდილების შესახებ ესაუბრა და ოზურგეთში არსებული ობიექტები დაათვალიერებინა, სადაც ჯინსის სამკერვალო ფაბრიკა უნდა აშენდეს.
კომპანია „მალიკ ტექსტილს“, სამკერვალო სფეროში მუშაობის 35 წლიანი გამოცდილება აქვს და ქართულ ბაზარზე შ.პ.ს „ზოჰას“ სახელით ოპერირებს.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე