დონალდ ტრამპი „ტოიოტას“ დაემუქრა
დონალდ ტრამპი „ტოიოტას“ დაემუქრა
6 იანვარი / 2017
ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონურ ავტოგიგანტ Toyota Motor-ს მოთხოვნა წაუყენა, მექსიკაში ქარხნის მშენებლობა გადაიფიქროს. ტრამპი მაღალი საბაჟო გადასახადების დაწესებით დაემუქრა იაპონურ ავტომწარმოებელს იმ შემთხვევაში, თუ მექსიკის ქარხანაში „ტოიოტა“ თავის ერთ-ერთ პოპულარულ მოდელს Corolla-ს აწარმოებს.
«Toyota Motor-მა განაცხადა, რომ მექსიკის შტატ ქვემო კალიფორნიაში ახალ ქარხანას ააშენებს, სადაც ამერიკისთვის Corolla-ს ააწყობს. არაფერი გამოვა! ააშენეთ ქარხანა აშშ-ში ან იხადეთ მაღალი საბაჟო გადასახადი იმპორტზე“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“.
კომპანიის ხელმძღვანელის აკიო ტოიოდას განცხადებით, ამ ეტაპზე არ გააჩნიათ
You must have Flash Player installed in order to see this player.
სასწრაფო გეგმები წარმოების მექსიკაში გადატანაზე და დაელოდებიან ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.
Toyota Motor-მა 2015 წლის აპრილში განაცხადა, რომ აპირებდა ქარხნის გახსნას მექსიკაში. ქარხანა ამ დროისთვის ყოველწლიურად 100 ათასამდე პიკაპს აწარმოებს და „კოროლას“ დამატების შემთხვევაში მისი წარმადობა 2019 წლისთვის 200 ათასამდე უნდა გაზრდილიყო.
რამდენიმე დღის წინ მექსიკაში ქარხნის მშენებლობაზე უარი თქვა ამერიკულმა ავტომწარმოებელმა „ფორდმა“. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანიის გადაწყვეტილება ნაწილობრივ მიღებულია პატარა მანქანების გაყიდვის შემცირებით, ნაწილობრივ კი დონალდ ტრამპის პოლიტიკით არის გამოწვეული.

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა 3 იანვარს კიდევ ერთ ამერიკულ ავტო-გიგანტს General Motors-ს Chevy Cruze-ის წარმოების მექსიკიდან ამერიკაში გადატანისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი Toyota-ს მსგავსად, გადასახადის გაზრდით დაემუქრა.
მექსიკაზე ჩრდილოეთ ამერიკის ავტოწარმოების 20% მოდის. ეს ქვეყანა იაფი მუშახელის გამო მიმზიდველია ბევრი კომპანიისთვის, მათ შორის ისეთი პრემიუმკლასის ბრენდებისთვის, როგორიცაა Mercedes-Benz, Audi და BMW.

კოკა კვირკველია
კომენტარები (8)
09.01.2017
გიორგი
ყველა ვალდებულია ერკვეოდეს იმაში რა რგებს თავის ქვეყანას და რა აზიანებს. და ცოტ-ცოტა მსხვერპლის გაღებაც უნდა შეგვეძლოს ჩვენი ერის და სამშობლოს სასარგებლოდ.
09.01.2017
Beowulf
დედამუწა ერთი სხეუკია, ერი ქვეყნის გამდიდრებით სხვების გაღარიბებით არ არის კარგი. ეს ყველას ეხება პატარას თუ დიდს.
მსგავსი სიახლეები
საპარტნიორო ფონდი ერთ-ერთ სახელმწიფო ჩინურ კომპანიასთან და საქართველოში უმსხვილეს ჩინურ ინვესტორ „ჰუალინგთან“ ერთად 10-12 წლიან ბიზნესგეგმაზე მუშაობს.
2017 წლის 1-ელი ივნისიდან ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას “მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი" ამოქმედდება.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთიდან მილიონების „ამოტუმბვას“ ცდილობს.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერის მაჩვენებელმა მისი ინაუგურაციის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტზე გატანილი მსხვილფეხა პირუტყვის ტყავი იტალიაში "ჰერმესის" ქარხანას მიეწოდება.
საფრანგეთში საავტომობილო კომპანია Renault-ის რამდენიმე ქარხანამ დღეს მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც მასიური კიბერშეტევის ობიექტი გახდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
ახალი ზელანდიის რადიოსადგური RNZ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტს ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს, რომელიც უკვე საკანონმდებლო დონეზე ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტით, დაწესდა შეზღუდვა ნებისმიერ აშშ დაფინანსებაზე იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ყოველწლიურად ევროპაში უამრავი მუსიკალური ფესტივალი იმართება, რომელიც საუკეთესო მუსიკოსებსა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ასობით ათას მელომანს უყრის თავს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.05.2017
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
სრულად
25.05.2017
საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“ განიხილა და მოიწონა.
სრულად
24.05.2017
პირველი ქართული ზეთისხილის ზეთი ბაზარზე 25 მაისიდან გამოჩნდება. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „ქართული ზეთისხილის“ დირექტორმა, ნელი გეთიაშვილმა განუცხადა.
სრულად
23.05.2017
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში პირველი ონლაინ კვლევების ინოვაციური პლატფორმა
kvlevbi.ge შეიქმნა.
სრულად
22.05.2017
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო სახელწოდებით „ქარვისფერი ღვინო“, OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
26.05.2017
27.05.2017
USD
1
USD
2.4172
2.4172
EUR
1
EUR
2.7114
2.7114
GBP
1
GBP
3.1339
3.1339
RUB
100
RUB
4.2921
4.2921