19 წლის ქიზიყელმა ბიჭმა ღვინის საკუთარი ბრენდი შექმნა
19 წლის ქიზიყელმა ბიჭმა ღვინის საკუთარი ბრენდი შექმნა
9 იანვარი / 2017
ჯემალ ხატიაშვილი 19 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც სოფელ ტიბაანში მამაპაპისეულ ვენახში მოყვანილი ყურძენი დაწურა და ბოთლში ჩამოასხა. შემდეგ ამ ღვინოში ყველი დააძველა და საკუთარი ბრენდი შექმნა, რომელმაც ტურისტების დიდი მოწონება დაიმსახურა და საუკეთესი ქართული პროდუქტების ხუთეულშიც შევიდა. გაიცანით საამაყო ახალგაზრდა ქიზიყიდან.

- ჩვენი ვენახი სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანშია გაშენებული. ყველაფერი 14 წლის ასაკში დაიწყო. პირველად სწორედ მაშინ დავწურე ყურძენი და დავაყენე ღვინო. ჩვენი ოჯახი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული მევენახეობაში. მეც ჩემი ოჯახისგან ვისწავლე ეს ყველაფერი. თავიდან არავინ არ ფიქრობდა, რომ ჩვენი ვენახებიდან მოგვეკრიფა ყურძენი და ღვინო ბოთლში ჩამოგვესხა, ეს ჩემი იდეა იყო და გაამართლა კიდეც.

- საკუთარი ვენახები გაქვთ თუ ყურძენს მოსახლეობისგან ყიდულობთ?
- ჩვენ გვაქვს ექვს ჰექტარზე გაშენებული ვენახი, სადაც გვაქვს 53 სახეობის ყურძენი. რა თქმა უნდა, გვაქვს რქაწითელი, საფერავი და სხვა ტრადიციული ჯიშები. ასევე არის სუფრის ყურძნები, რომლისგანაც შემდეგში ვფიქრობ მურაბების გაკეთებას.

- რა განცდა იყო, როცა პირველად ჩამოისხა ბოთლში თქვენს მიერ წარმოებული ღვინო?
- რასაკვირველია, საოცარი განცდა იყო. თავიდან არც წარმომედგინა, თუ ასე მასშტაბურად ჩამოვასხამდი და გაყიდვაში გამოვიდოდა. 14 წლის ასაკში პირველი ღვინო დავწურე და შევინახე. ეს ღვინო მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის იყო განკუთვნილი. სამი წლის შემდეგ გავხსენი და ძალიან მოგვეწონა. იმდენად მომეწონა ეს პროცესი, გადავწყვიტე მასშტაბურად გამეკეთებინა. თავიდან დაახლოებით ოცი ბოთლი ჩამოვასხი, მართლა ძალიან კარგი განცდა და სიამაყის გრძნობა იყო.

- მეგობრები როგორ უყურებენ შენს გატაცებას და როგორ მოსწონთ შენი ჩამოსხმული ღვინო?
- მეგობრებიც და ოჯახიც ძალიან მიდგას გვერდით. მეგობრებს ხშირად უწევთ ჩემი დაყენებული ღვინის დაგემოვნება (იღიმის). ზოგიერთ ჩემს მეგობარს სოფელი არ აქვს და აინტერესებდათ, როგორ მიმდინარეობდა რთველის პროცესი. მეგობრებთან ერთად ძალიან ხალისიანად და დაუღალავად დავკრიფეთ ყურძენი და ისინიც გახდნენ ამ ყველაფრის მონაწილეები.

- როგორც ვიცი ღვინოსთან ერთად ყველსაც აწარმოებთ...
- ყველის წარმოება დაკავშირებულია ჩემს მშობლებთან. რამდენიმე წლის წინ დაიწყეს ეს საქმიანობა და ახლა უკვე მე გადავიბარე. დღეს მე თვითონ ვუძღვები ყველაფერს. გადავწყვიტე, საკუთარ დამზადებულ ღვინოში დამეძველებინა ყველი. ამ ეტაპზე რამდენიმე სახეობის დელიკატესი მაქვს. ჩამოვაყალიბე ბრენდი, რომელიც ჩემს ყველა საქმიანობას აერთიანებს.

- როგორი არომატით და
You must have Flash Player installed in order to see this player.
გემოთი გამოირჩევა ღვინოში დაძველებული ყველი?

- მე ვაძველებ საფერავში, რომელშიც მკვეთრად არის გამოხატული ღვინის არომატი. განსაკუთრებით გემრიელია წითელ ღვინოში დაძველებული ყველი. გვაქვს ასევე თაფლში დავარგებული ყველი, რომელიც უფრო მოტკბო გემოსია. ძალიან გემრიელია დილით ჩაისთან ერთად და სასიამოვნოა ბავშვებისთვის.

- რა დრო სჭირდება ყველის თაფლში ან ღვინოში დავარგებას?
- სრულყოფილად რომ დამზადდეს ყველი, დაახლოებით 40 დღე სჭირდება.

- უცხოელებს როგორ მოსწონთ თქვენი ნაწარმი?
- ძალიან მოსწონთ და ხშირად ყიდულობენ. ტურისტებში ჩატარდა გამოკითხვა და ჩემი ბრენდი საუკეთესო ქართული პროდუქტების ხუთეულში მოხვდა.

- სამომავლოდ რა სიახლეებს გეგმავთ?
- პირველ რიგში, მთავარია ჩემი ბრენდის განვითარება და სრულყოფა. მინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და დააგემოვნოს ჩემი ნაწარმი, ღვინო და ყველი.

მერი ბლიაძე
წყარო: shin.ge

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.03.2017

კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყავის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას კომპანია „კაფსულო“ გეგმავს.
სრულად
27.03.2017
„მაკდონალდსი” თბილისში საერთაშორისო ლოგისტიკურ ცენტრს ხსნის, რომელიც „მაკდონალდსის“ რესტორნების რეგიონულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
სრულად
27.03.2017
ანა ბუკია სტუდენტია, თუმცა, როგორც მწარმოებელს, საკმაო გამოცდილება აქვს - ის და მისი ოჯახი ჩირს ამზადებენ.
სრულად
25.03.2017
მსოფლიოში ყავახანების უმსხვილესი ქსელი Starbucks საქართველოში შემოდის.
სრულად
25.03.2017
ქართული კივი იაპონიის ბაზარზე შევიდა. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კივის კომპანია „ნერგეტადან“ აცნობეს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.03.2017
28.03.2017
USD
1
USD
2.4513
2.4455
EUR
1
EUR
2.6484
2.6573
GBP
1
GBP
3.0609
3.0794
RUB
100
RUB
4.2821
4.3079