ტრამპის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, "ჯენერალ მოტორსი" საზღვარგარეთ წარმოებაზე უარს არ ამბობს

კომპანია General Motors-ის გენერალური დირექტორის მერი ბარას განცხადებით, კომპანიის მისამართით დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, კონცერნი საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებაზე უარს არ იტყვის.

„საავტომობილო ბიზნესი საჭიროებს გრძელვადიან დაგეგმარებას წარმოების განლაგების ადგილის შერჩევისას. გადაწყვეტილების მიღება ხდება ორი ან ოთხი წლის პერსპექტივით“, - განაცხადა მან.

ბარამ ასევე აღნიშნა, რომ General Motors მექსიკაში Chevrolet Cruze-ის ჰეჩბექებს უშვებს მხოლოდ, ხოლო ამ მოდელის სედანების წარმოება ამერიკულ ქალაქ ლორდსთაუნში ხდება. მისივე თქმით, კონცერნს შეუძლია კომპრომისი გამონახოს დონალდ ტრამპთან ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით.

"მიგვაჩნია, რომ ჯერ ადრეა საუბარი ტრამპის წინადადებაზე, გადასახადი დაწესდეს მექსიკაში დამზადებული მანქანების აშშ-ში შეყვანაზე", - აღნიშნა მერი ბარამ.